დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზაქაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - მე-2 ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის ვაჟა წიკლაურის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-35. 35262435 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.153.016081 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-35.35262435 2026 წლის 31 აგვისტო ქ. მცხეთა |
მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზაქაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის – მე-2 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ვაჟა წიკლაურის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ და „დ1“ პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის, მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზაქაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის – მე-2 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ვაჟა წიკლაურის სახელის, გარდაცვალებიდან 20 წელზე ადრე, მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 12 ივნისის №127 განკარგულებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2026 წლის 14 ივლისის №53 სხდომის ოქმის ამონაწერი) საფუძველზე,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზაქაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – მე-2 ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის ვაჟა წიკლაურის სახელი (თანდართული რუკის შესაბამისად). 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვახაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები