„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016532
15
31/08/2026
ვებგვერდი, 02/09/2026
010250050.35.165.016532
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026 წლის 31 აგვისტო 

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის № 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 31/03/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.165.016450) და დადგენილების დანართის მე-2 მუხლის  მე-4  და მე-6 პუნქტები    ჩამოყალიბდეს  წარმოდგენილი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.

6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი