შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26)

შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „პირველი ქართული აუქციონი“
მიღების თარიღი 31/08/2026
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი
0
31/08/2026
ვებგვერდი, 01/09/2026
შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26)
შპს „პირველი ქართული აუქციონი“
საჯარო შეტყობინება

აუქციონის შესახებ მოვალის/მესაკუთრის გაფრთხილების თაობაზე

2026 წლის 31 აგვისტო 

სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)

მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელფოსტა: info@pqa.ge

ვებსაიტი: www.pqa.ge

ტელეფონი: 577783434

კრედიტორი: სს მისო „სკაპ“ (ს/ნ: 205274273)

მოვალე/მესაკუთრე:  გელა ბასილაძე (პ/ნ: 61006042866); მისამართი:ბათუმი, გენერალი ასლან აბაშიძის ქუჩა №49/17, სართული 4, ბინა №42

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს/მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც ვერ მოხერხდა, სპეციალისტი საჯაროდ ატყობინებს მოვალეს/მესაკუთრეს აუქციონის დანიშვნის თაობაზე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯაროდ ვატყობინებთ მოვალე/მესაკუთრე გელა ბასილაძეს.

სს მისო „სკაპ“-სა და გელა ბასილაძეს შორის 2025 წლის 28 ოქტომბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N GCL-SME-BT015719-2025. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების (იპოთეკის ხელშეკრულება N GCL-SME-I-BT015719-2025/01, გაფორმების თარიღი: 2025 წლის 28 ოქტომბერი) 13.4.2 პუნქტის თანახმად, კრედიტორის 2026 წლის 24 აგვისტოს განცხადების საფუძველზე სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე:

საჯარო აუქციონის N: 025-26

სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 76.50 კვ/მ საცხოვრებელი ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მდებარე ქალაქ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა N49/17 (ს/კ: 05.31.01.568.01.042);

აუქციონის ჩატარების დრო:  07.09.2026 წლის 13:00 სთ-დან 11.09.2026 წლის 13:00 სთ-მდე.

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 182 427.49 ლარი; ბიჯი 500 ლარი.

 

სპეციალისტი:  

შპს „პირველი ქართული აუქციონის“

დირექტორის მოადგილე                                                                ნიკოლოზ მიდელაშვილი