დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.605903 |
|
„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე – www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 02/06/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016150) დანართში (წესში):
1.დამტკიცებული წესის პირველი მუხლის (ზოგადი დებულებანი): ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ“.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭება პიროვნებას, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბაღდათის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე; ბ) მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ აქტიური პროფესიული, საზოგადოებრივი, სამეცნიერო ან შემოქმედებითი მოღვაწეობის არანაკლებ 20 წლის დადასტურებული სტაჟი. აღნიშნული ვადიანი შეზღუდვიდან გამონაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის განსაკუთრებულმა მიღწევებმა და საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ (საერთაშორისო დონეზე)“.“ გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6) „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება გარდაცვალების შემდეგ“.“ 2) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის (,,ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმოდგენა): 1) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს“; „ე) საინიციატივო ჯგუფს – მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული არანაკლებ 5 პირის შემადგენლობით“.“ 2) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი სუბიექტები წერილობით განცხადებას წარუდგენენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას არაუგვიანეს ყოველი წლის 30 სექტემბრისა. რომელსაც თან უნდა დაერთოს: ა) „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი სუბიექტების წერილობითი რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება. ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები; გ) არსებობის შემთხვევაში კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; დ) საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ცნობა ნასამართლეობის შესახებ; ე) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მხარდამჭერი ხელმოწერები (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატისათვის), ხელმომწერ პირთა იდენტიფიცირებისთვის საჭირო პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) მითითებით; ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარდგენილი კანდიდატის წერილობითი თანხმობა“.“ 3) დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3) „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი სუბიექტებს უფლება აქვს, ერთ კალენდარულ წელს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატურა. ერთზე მეტი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, განცხადება არ განიხილება“.“ ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4) ერთ კალენდარულ წელს „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 5 (ხუთი) პირს“.“ 3) დამტკიცებულ წესს („ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი) დაემატოს 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დაუშვებლობა და საპატიო წოდების ჩამორთმევა 1. პირს არ შეიძლება მიენიჭოს ამ წესით განსაზღვრული საპატიო წოდება, თუ: ა) ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ბ) ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ არის; გ) ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფოს ან ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინტერესის ან/და რეპუტაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, შეურაცხმყოფელი საქციელი ან ისეთი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს. 2. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო წოდება, თუ: ა) ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაული; ბ) ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება; 3. პირს უნდა ჩამოერთვას საპატიო წოდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის რეციდივის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ნებით განაცხადა უარი საპატიო წოდებაზე. 4. ამ მუხლით დადგენილი ამკრძალავი დებულებები სხვა სახელმწიფოში ჩადენილ დანაშაულსა და შესაბამის ნასამართლობაზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. 5. დაუშვებელია საპატიო წოდების ჩამორთმევა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლით დადგენილი საფუძვლებისა. 6. გადაწყვეტილებებს „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე უარის თქმის და საპატიო მოქალაქის ჩამორთმევის თაობაზე იღებს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად შექმნილი პატივგების კომისიის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით“.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები