,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 22/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.142
  • Word
73
19/03/2007
სსმ, 39, 22/03/2007
220.090.000.18.011.010.142
,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.142

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 73

2007 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებით დამტკიცებულ „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, აგრეთვე კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებით დამტკიცებულ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

     1. დებულების მე-2 მუხლში (ტერმინთა განსაზღვრებები) შეიცვალოს განსაზღვრება „ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მონაწილე (მომხმარებელი) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მონაწილე (მომხმარებელი) – საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, საფონდო და ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟები, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი.”.

     2. დებულების მე-5 მუხლის (ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მფლობელის ვალდებულებები) მე-6 პუნქტში სიტყვა მიუხედავად შეიცვალოს სიტყვით შემთხვევაში.

     3. დებულების მე-7 მუხლის (ელექტრონული საბუთების გაცვლის ზოგადი პრინციპები) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „1. ელექტრონული საბუთის შედგენა ხდება სისტემის ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების პროცედურების მიხედვით..

     4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 რ. გოცირიძე