„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2026 წლის 24 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2026 წლის 24 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/08/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016085
11
31/08/2026
ვებგვერდი, 01/09/2026
010220020.34.059.016085
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2026 წლის 24 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №11

2026 წლის 31 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2026 წლის 24 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ3“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის  რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2026 წლის 24 ივლისის №1 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, (www.matsne.gov.ge) 27.07.2026, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016075) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსკოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ხოლო უსკოს სახელით დებს, ცვლის და წყვეტს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსკოს აპარატის თანამშრომლები არიან:

ა) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;

ბ) პროფესიული საჯარო მოხელეები;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უსკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი, აგრეთვე უსკოს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციები განისაზღვრება ამ რეგლამენტით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, სამუშაოს აღწერილობით, ადმინისტრაციული ან შრომითი ხელშეკრულებითა და უსკოს სხვა სამართლებრივი აქტებით.

6. სტრუქტურული ერთეულის დებულებას, მასში ცვლილებას ან მის ძალადაკარგულად გამოცხადებას უსკო ამტკიცებს განკარგულებით, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელის სამუშაოს აღწერილობას – უსკოს თავმჯდომარე ბრძანებით.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. უსკოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობების დასახელებები და რაოდენობა განისაზღვრება უსკოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით. საშტატო ნუსხაში აგრეთვე აისახება ამ პირთა თანამდებობრივი სარგოები და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების შესაბამისი იერარქიული რანგები.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსკოს აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – დეპარტამენტს – ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. უსკოს თავმჯდომარე უსკოს სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფროსთან დებს, ცვლის და წყვეტს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია უსკოს თავმჯდომარის წინაშე. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას – ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც პროფესიული საჯარო მოხელეა. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსკოს თავმჯდომარე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს უსკოს ხელმძღვანელი პირებისა და უსკოს წევრების იმ დავალებებს, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უსკოს სხდომის დღემდე არაუგვიანეს 24 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), უსკოს სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ვიზირებით გადასცეს საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს;

გ) უსკოს სხდომის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტი გადასცეს საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს;“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი თავის ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:“;

ბ) 1.1. პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით შემოსული ყველა სახის კორესპონდენციის, მათ შორის, უსკოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიღებას, საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემა „eDocument“-ში რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ან უფლებამოსილი პირისათვის დროულ გადაცემას, აგრეთვე გასაგზავნი კორესპონდენციის აღნიშნულ სისტემაში რეგისტრაციას;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს უსკოს სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომზადებას, მათ შორის, სხდომათა დარბაზის მომზადებას; უსკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი საკითხების, შესაბამისი ინფორმაციისა და სამართლებრივი აქტების პროექტების საფუძველზე ამზადებს სხდომის დღის წესრიგის პროექტის სამუშაო ვერსიას და წარუდგენს უსკოს მდივანს;“;

ბ.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს უსკოს მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის საქმიანობას;“;

ბ.დ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსკოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის მეშვეობით, ახორციელებს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენების, აღრიცხვის, შენახვისა და განადგურების კონტროლს;“;

ბ.ე) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტებზე უზრუნველყოფს უსკოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას.“;

გ) 1.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. საარჩევნო რეგისტრაციების მიმართულებით დეპარტამენტი:

ა) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიებისა და პარტიული სიების საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით იღებს, აღრიცხავს, ამუშავებს, სისტემატიზაციას უკეთებს და ინახავს შესაბამის განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში ამოწმებს პარტიების მხარდამჭერთა სიებსა და პარტიულ სიებს, ამზადებს თითოეული შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამის დასკვნას და წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს;

გ) უმაღლესი საბჭოს წევრის ადგილმონაცვლის განსაზღვრის მიზნით ამოწმებს შესაბამის დოკუმენტაციას, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამისი კანდიდატის ინფორმირებას მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ.“;

დ) 1.3. პუნქტის:

დ.ა) შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. საარჩევნო პროცესების მართვის მიმართულებით განყოფილება:“;

დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ინვენტარის, მატერიალური ფასეულობების, საარჩევნო ბიულეტენების, ინსტრუქციებისა და სხვა მასალების დროული მიწოდების დაგეგმვასა და ორგანიზაციულ კოორდინაციაში;“;

დ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ახორციელებს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისა და შესაბამისი ვადების დაცვის მონიტორინგს, შედეგების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს უსკოს ხელმძღვანელ პირებს და უსკოს აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით მონაწილეობს საარჩევნო პროცესების ორგანიზაციულ მართვაში.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი თავის ფუნქციებს ახორციელებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:“;

ბ) 1.1. პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეისწავლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებსა და სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებულ მასალებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივ მხარდაჭერას, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ სუბიექტს – უსკოს ან უსკოს თავმჯდომარეს;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, უსკოს აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ მასალებს;“;

გ) 1.2. პუნქტის:

გ.ა) შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით განყოფილება:“;

გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს უსკოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს, უზრუნველყოფს შეფასების პროცესის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, მონაწილეობს შეფასების პროცესში და შეფასების შედეგებს ასახავს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;“.

6. მე-12 მუხლის:

ა) 1.1. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გეგმავს და კოორდინაციას უწევს უსკოს აპარატში პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს;“;

ბ) 1.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მონაწილეობს ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, ხოლო უსკოს სახელით წარმომადგენლობით ან/და ვალდებულების წარმომშობ მოქმედებას ახორციელებს მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების საფუძველზე;“.

7. მე-14 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უსკოს მდივანი უსკოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის 1.1 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადებული სამუშაო ვერსიის საფუძველზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უსკოს სხდომის დღემდე არაუგვიანეს 24 საათისა, (გარდა საარჩევნო პერიოდისა), საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია უსკოს სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები წარუდგინოს უსკოს წევრებს სხდომებისათვის შექმნილი სპეციალური პორტალის საშუალებით. საარჩევნო პერიოდში დადგენილებების და/ან განკარგულებების პროექტები უსკოს წევრებს გასაცნობად უნდა წარუდგინოს სხდომის გამართვამდე მაინც.“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სხდომის დაწყებამდე საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ასევე უსკოს წევრები ვალდებულნი არიან უსკოს სხდომისათვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე შეამოწმონ ატვირთული დღის წესრიგის პროექტი და დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების პროექტების პროგრამული გამართულობა. ხარვეზის შემთხვევაში უსკოს შესაბამისმა თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო უსკოს წევრებმა ამის შესახებ უნდა განაცხადონ დაუყოვნებლივ.“;

დ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. უსკოს სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.“;

ე) 26-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლების მქონე პირთა მიერ გამოთქმული აზრები/მოსაზრებები/ალტერნატიული წინადადებები, საოქმო ჩანაწერები და სხვა, რომელიც დაფიქსირდა ტექნიკური საშუალებით, ერთვის ოქმს;“;

ვ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. უსკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამრავლებს საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი და გადასცემს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უსკოს გადაწყვეტილებებს გადასცემს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“.

8. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსკოში ელექტრონული საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – „eDocument“-ის მეშვეობით. ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტრონული დოკუმენტის იურიდიული ძალა, რეგისტრაცია და ძალაში შესვლა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და უსკოში მოქმედი საქმისწარმოების წესით. “.

ბ) მე-8-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტრონულ სისტემაში შექმნილი დოკუმენტის ფერადი მატერიალური ამონაბეჭდი მის ელექტრონულ დედანთან იდენტიფიკაციის შემდეგ გამოიყენება ასლის უფლებით, საჭიროების შემთხვევაში მოწმდება უსკოს შესაბამისი ბეჭდით. უსკოს მიერ შექმნილი დოკუმენტის დედანთან სისწორეს ამოწმებს საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

9. საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემა „eDocument“-ში არ მზადდება უსკოს სამართლებრივი აქტების პროექტები, უსკოს თავმჯდომარისა და უსკოს მდივნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, უსკოს სხდომის ოქმები, საბუღალტრო დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული, შრომითი და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები. ამ დოკუმენტების რეგისტრაცია და აღრიცხვა ხორციელდება კანონმდებლობითა და უსკოში მოქმედი საქმისწარმოების წესით განსაზღვრულ შესაბამის რეესტრში ან სისტემაში.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სხვა დოკუმენტები მზადდება და რეგისტრირდება საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემა „eDocument“-ში.“;

გ) მე-12-მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში შემოსული განცხადება (საჩივარი) რეგისტრაციის შემდეგ უსკოს მდივნის რეზოლუციით გადაეცემა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს შესასრულებლად.

13. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაციის შემდეგ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში, იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებასა და პასუხისმგებელი პირისთვის დროულ მიწოდებას, ხოლო საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი – პასუხის რეგისტრაციასა და განმცხადებლისთვის გაგზავნას. არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, თუ საარჩევნო კანონმდებლობით შესაბამისი ინფორმაციის გაცემისთვის სხვა სპეციალური ვადა ან წესი არ არის განსაზღვრული.

14. უსკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებისათვის საჭირო მონაცემებს აღნიშნულ განყოფილებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აწვდიან უსკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი.“;

დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს (საჯარო მოსამსახურეებს) ბრძანებით განსაზღვრავს უსკოს თავმჯდომარე.“;

ე) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. უსკოში შემოსული, შემდგომში დამუშავებული და შესრულებული დოკუმენტის არქივში გადაცემასა და შენახვას უზრუნველყოფს საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეპაატა კეშელავა
კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე