აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/08/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016084
10
31/08/2026
ვებგვერდი, 02/09/2026
010220020.34.059.016084
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №10

2026 წლის 31 აგვისტო

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​1“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეპაატა კეშელავა
კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე



დანართი
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება


თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო და სამართლებრივი საფუძვლები

1. ეს დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომ – უსკო) აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული და შიდა კონკურსების (შემდგომ – კონკურსი) გამოცხადებასა და ჩატარებასთან, საკონკურსო კომისიის (შემდგომ – კომისია) შექმნასა და საქმიანობასთან, აგრეთვე კონკურსის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს.

2. კონკურსი ცხადდება და ტარდება, ხოლო კომისია იქმნება და საქმიანობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ (შემდგომ – კონკურსის ჩატარების წესი), ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. კონკურსთან დაკავშირებული ამ დებულებით მოუწესრიგებელი საკითხები რეგულირდება კონკურსის ჩატარების წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კონკურსის ჩატარების წესით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 2. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. კონკურსის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს უსკოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).

2. დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული საკონკურსო პროცედურების დაცვას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი თანამშრომლობს უსკოს აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებზე განიხილავს მათი ხელმძღვანელების წინადადებებს და, საჭიროების შემთხვევაში, უსკოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სრულყოფის ან ამ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

თავი II. საკონკურსო კომისია და სამდივნო

 

მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა

კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად უსკოს თავმჯდომარე კონკურსის ჩატარების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ბრძანებით ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს.

 

მუხლი 4. კომისიის შექმნა და შემადგენლობა

1. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროებისა და ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის სტატუსით კომისიის შემადგენლობაში შედის უსკოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელი.

3. კონკურსის ჩატარების წესით გათვალისწინებული წევრების გარდა, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობაში დამატებით შეიძლება შევიდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე პირი: უსკოს თავმჯდომარის მოადგილე, უსკოს მდივანი, უსკოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს იურიდიული უზრუნველყოფის ფუნქციას, აგრეთვე ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე სხვა პირი.

4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.

5. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთა რაოდენობისა და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია იქმნება უსკოს თავმჯდომარის ბრძანებით.

 

მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ცალკეული საკითხები

1. კომისია კონკურსის გამოცხადებამდე თითოეული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების ფორმას. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღების ფორმად განსაზღვროს კენჭისყრა.

2. ქულათა სისტემის გამოყენების შემთხვევაში კომისია კონკურსის გამოცხადებამდე თითოეული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, ქულათა განაწილების წესსა და, საჭიროების შემთხვევაში, მინიმალურ გამსვლელ ზღვარს. აღნიშნული საკითხები აისახება კონკურსის პირობებში და თანაბრად გამოიყენება შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის ყველა კანდიდატის მიმართ.

3. კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას კანდიდატთა პერსონალური მონაცემები და არ გაამჟღავნოს კომისიის საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი კანონმდებლობით დაცული ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ვალდებულება ძალაში რჩება კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

 

მუხლი 6. კონკურსის სამდივნო

1. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კომისიის საქმიანობის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით უსკოს თავმჯდომარის ბრძანებით, დაკისრებული ამოცანების შესრულების ვადით, იქმნება კონკურსის სამდივნო (შემდგომ – სამდივნო). სამდივნო არ წარმოადგენს უსკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს. სამდივნო, როგორც წესი, შედგება უსკოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომლებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, სამდივნოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ უსკოს აპარატის სხვა თანამშრომლებიც.

2. სამდივნოს ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის ან შესაბამისი თანამდებობის ვაკანტურობის შემთხვევაში – უსკოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უსკოს აპარატის თანამშრომელი.

3. პირი, რომელიც შესაბამის კონკურსში კანდიდატად მონაწილეობს, არ შეიძლება იყოს ამ კონკურსის სამდივნოს წევრი.

4. სამდივნოს წევრი ვალდებულია დაიცვას კანდიდატთა პერსონალური მონაცემები და არ გაამჟღავნოს სამდივნოს საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი კანონმდებლობით დაცული ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ვალდებულება ძალაში რჩება სამდივნოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

5. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით კონკურსის გამოცხადების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და, საჭიროების შემთხვევაში, კონკურსის შესახებ ინფორმაციის დამატებით გავრცელებას;

გ) კანდიდატთა ელექტრონული განაცხადებისა და კონკურსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენას;

დ) კომისიის დავალებით, კანდიდატთა ინფორმირებას კონკურსის ეტაპებისა და მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში;

ე) კონკურსის პროგრამის, პირობების, კანდიდატის შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის საჯაროობას კონკურსის ჩატარების წესით განსაზღვრული წესით;

ვ) კომისიის სხდომის ოქმის პროექტის მომზადებას, ხელმოსაწერად წარდგენასა და კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას;

ზ) კონკურსის შედეგებისა და ჩატარებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის კონკურსის ჩატარების წესით განსაზღვრულ ელექტრონულ სისტემაში ასახვას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის სხვა ორგანიზაციული და ტექნიკური დავალებების შესრულებას.

 

თავი III. ღია და დახურული კონკურსი

 

მუხლი 7. კონკურსის გამოცხადების ცალკეული საკითხები

1. კონკურსის ჩატარების წესით განსაზღვრული საფუძვლებისა და პირობების შესაბამისად, ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას ბრძანებით იღებს უსკოს თავმჯდომარე.

2. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში, კონკურსის ჩატარების წესით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, მიეთითება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფლობის მოთხოვნა, გარდა უსკოს დადგენილებით განსაზღვრული იმ თანამდებობისა, რომლისთვისაც აღნიშნული სერტიფიკატი არ მოითხოვება.

3. უსკოს თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით, ბრძანებით ადგენს უსკოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

მუხლი 8. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა

უსკოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.

 

მუხლი 9. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

1. კონკურსის ჩატარების წესით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ბრძანებით იღებს უსკოს თავმჯდომარე.

2. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კონკურსის ჩატარების წესით დადგენილი წესით ეცნობება კანდიდატებსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

 

თავი IV. შიდა კონკურსი

 

მუხლი 10. შიდა კონკურსის გამოცხადების ცალკეული საკითხები

1. შიდა კონკურსი ცხადდება უსკოს აპარატის მასშტაბით და მასში მონაწილეობის უფლება აქვს უსკოს აპარატში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს.

2. კონკურსის ჩატარების წესით განსაზღვრული საფუძვლებისა და პირობების შესაბამისად, შიდა კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას ბრძანებით იღებს უსკოს თავმჯდომარე.

3. კონკურსის ჩატარების წესით შიდა კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, შეტყობინებაზე ვრცელდება ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი.

4. შიდა კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე გამოქვეყნების გარდა, დამატებით ეგზავნებათ უსკოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა შიდა საკომუნიკაციო საშუალებით.

5. შიდა კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანასა და შიდა კონკურსის შეწყვეტაზე ვრცელდება ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლები.

 

თავი V. უფლების დაცვა და კონკურსის დოკუმენტაცია

 

მუხლი 11. საპრეტენზიო კომისიის შექმნა

კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით უსკოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ბრძანებით შექმნას საპრეტენზიო კომისია და განსაზღვროს მისი წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა.

 

მუხლი 12. კონკურსის დოკუმენტაციის წარმოება და დაცვა

1. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იქმნება, აღირიცხება და ინახება საქართველოს კანონმდებლობისა და უსკოში მოქმედი საქმისწარმოების წესის შესაბამისად.

2. კონკურსთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ სამდივნო კონკურსთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აღრიცხვისა და შენახვისათვის გადასცემს უსკოს აპარატის საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობისათვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს.

3. კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების, გაცემისა და გამოქვეყნებისას დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები.