„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016255
107
27/08/2026
ვებგვერდი, 31/08/2026
040170050.57.069.016255
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №107

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის    საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11.02.2011, 040170050.21.014.016011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე4“ – „ე6“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე4) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემის/სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის  შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;

ე5) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემის/სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე6) ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული/შეუსრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული) შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.);“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მიმწოდებელს ან/და პრეტენდენტს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესრულებასთან, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული) შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის შეცვლის/დამატების) ამსახველი დოკუმენტი რეგისტრირდება CMR-ში, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია, ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული/შეუსრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).“;

ბ) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის შეცვლის/დამატების) ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისად, ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტის (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის შეცვლის/დამატების შესახებ ინფორმაციის) სისტემის შესაბამის ველში ატვირთვა, რაც უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან ან ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ასევე ვალდებულია, ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული/შეუსრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული)   შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაცია, ასახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია და მიანიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).

41. ხელშეკრულების ეტაპობრივი შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია, შესაბამისად, სისტემის ან CMR-ის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული/შეუსრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების კონკრეტული ეტაპის შესრულებიდან/შეუსრულებლობიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. 

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე