„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170120.57.069.016253
105
27/08/2026
ვებგვერდი, 31/08/2026
040170120.57.069.016253
„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №105

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს  2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის    საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21.05.2015, 040170120.57.069.016059) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მიმწოდებელი – კანონით განსაზღვრული შესყიდვების მონაწილეობის მსურველი, პრეტენდენტი, მიმწოდებელი ან ქვეკონტრაქტორი, რომელიც, ამ წესის შესაბამისად, რეგისტრირდება სისტემაში;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებელი (ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში –კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი), ვალდებულია დარეგისტრირდეს სისტემაში. ამხანაგობის სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამხანაგობის მონაწილე ყველა მიმწოდებელი რეგისტრირებული იყოს სისტემაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე