დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.57.069.016252 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“:
1. მე-8 მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ მიმწოდებელი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორი არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტი დგება იმ შემთხვევაში, თუ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და მიმწოდებელს, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა იმავე ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა. 3. მიმწოდებლის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის შერჩევაში მონაწილე ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულებასთან ერთად. 4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულების შესრულების/ შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელ ფიზიკურ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც მიმწოდებლის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შერჩევაში მონაწილეს, უკვე დადასტურებული აქვს.“. 2. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-73 პუნქტები: „71. გარდა ამ მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შესასრულებლად გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) სრული მოცულობა (100%), თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 72. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დასადებად შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცდილების მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოცდილებას, აგრეთვე, მისი/მათი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას შესასრულებელი სამუშაოს ან/და გასაწევი მომსახურების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) 60%-ის ფარგლებში (ჯამურად), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულებს/შეასრულებენ იმ სამუშაოს ან/და გასწევს/გასწევენ იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება. 73. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება კანონის მე-13 და 212 მუხლის შესაბამისად.“. 3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ინფორმაციას ქვეკონტრატორ(ებ)ის შესახებ (არსებობის შემთხვევაში), მათ შორის, ქვეკონტრაქტორის სახელწოდებას და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტულ მაჩვენებელს (ოდენობას) ან/და კონკრეტულ/მნიშვნელოვან ნაწილს;“. 4. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ხელშეკრულების შესრულების პროცესში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დამატება შესაძლებელია კანონის 212 მუხლის შესაბამისად, ამ წესით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემის CMR მოდულში ასახოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შეცვლის ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დამატების შესახებ ინფორმაცია, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ფარგლებში ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია შეასრულოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ქვეკონტრაქტორ(ებ)ისათვის გადაცემული ვალდებულებების ნაწილი, თუ ეკონომიკური ოპერატორი თავად აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“. 5. მე-14 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციაა მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, გასაწევი ან/და გაწეული მომსახურების, შესრულებული ან/და შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და ვალდებულების შესრულების ვადების დაცვის, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი/შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/ მნიშვნელოვანი ნაწილის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტი მიიღება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე. აგრეთვე, მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვ.).“; გ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვ.) უნდა აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.“; დ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ქვეკონტრაქტორის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისაგან. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს.“. 6. 152 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 153 მუხლი: „მუხლი 153. შესრულებული ვალდებულების გამოყენება 1. ხელშეკრულების ფარგლებში ამ წესის მე-9 მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები სრულად. 2. ხელშეკრულების ფარგლებში ამ წესის მე-9 მუხლის 73 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მის მიერ უშუალოდ შესრულებული ვალდებულებები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ დადებულ ხელშეკრულებებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები