ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016014
89
27/08/2026
ვებგვერდი, 01/09/2026
000000000.00.160.016014
ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №89

2026 წლის 27 აგვისტო 

ქალაქი რუსთავი

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს 2026 წლის 27 ივლისის MRD N01/4351 (შემოსული დოკუმენტი: №12-39262091-39; 28.07.2026 წ.) წერილის გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო გზის  მონაკვეთს მიენიჭოს მთისძირის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.

2.  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3.  განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4.  განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

              

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          მამუკა რეხვიაშვილი