დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016251 |
|
„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.07.2016, 010240060.57.069.016092) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პრეტენდენტ(ებ)ის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დაწესდეს მათი პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და საქმიანობის სხვა საჭირო საკითხებთან დაკავშირებით.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ი, ასევე სატენდერო წინადადება უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას/პირობებს, პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შეფასება კლებულობს სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ თითოეულ კრიტერიუმზე არაუმეტეს სამი პროცენტისა.“. 2. მე-5 მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. 7. ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, საჯარო ხდება მხოლოდ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. ორეტაპიან ტენდერში პრეტენდენტთა, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის ვინაობა და პრეტენდენტების სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე. 8. ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, ვინაობა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, რომელიც ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პრეტენდენტს სისტემის შესაბამის ველში მითითებული აქვს, რომ იგი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ასრულებს/ასრულებენ სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ გარკვეულ პირობას/პირობებს (რომელთა შეუსრულებლობა არ იწვევს დისკვალიფიკაციას), ხოლო ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ვერ ასრულებს/ასრულებენ ამ პირობას/პირობებს, სატენდერო კომისია ვალდებულია, მიმართოს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით; დ) პრეტენდენტს სისტემის შესაბამის ველში მითითებული აქვს, რომ იგი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ვერ ასრულებს/ასრულებენ სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ გარკვეულ პირობას/პირობებს (რომელთა შეუსრულებლობა არ იწვევს დისკვალიფიკაციას), ხოლო ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ი, ასრულებს/ასრულებენ ამ პირობას/პირობებს, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და ასევე არ მიმართავს მას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სატენდერო კომისია საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო წინადადების დასაზუსტებლად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. ამასთან, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია, წარადგინოს ან დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ან ახალი ქვეკონტრაქტორი ან, ქვეკონტრაქტორის საჭიროების არარსებობისას, უარი თქვას შერჩევა-შეფასების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის წარდგენაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები