დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016249 |
|
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის “: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი/ქვეკონტრაქტორი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;“; ა.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, ასევე შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;“; ა.დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი –ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას ეკონომიკური ოპერატორის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). აგრეთვე, ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და დამფუძნებლის ნასამართლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;“; ა.ე) „ქ“ – „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება სატენდერო პირობებს და სატენდერო კომისია მიიწვევს მას ხელშეკრულების დასადებად, გარდა ამ წესის 41-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა; ღ) ხელშეკრულება დადებულია – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სახელწოდება და მის/მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებელი (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული;“; ა.ვ) „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია; ხ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული/შეუსრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული) შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);“; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორი არის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტი დგება იმ შემთხვევაში, თუ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და პრეტენდენტს, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა იმავე ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა.“; ბ.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას პრეტენდენტ(ებ)ის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის ვინაობა საჯარო ხდება ეტაპობრივად, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში უნდა აიტვირთოს ინდივიდუალურად, ყოველ პრეტენდენტთან/ქვეკონტრაქტორთან მიმართებით, მისი/მათი ვინაობის განსაჯაროების შემდგომ ასატვირთ სატენდერო კომისიის პირველივე სხდომის ოქმთან ერთად. 6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში იტვირთება ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელ ფიზიკურ პირს არ ევალება ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დადასტურება, თუ აღნიშნული მას, როგორც სატენდერო კომისიის ან სატენდერო კომისიის აპარატის წევრს, იმავე მიმწოდებლის (პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ უკვე დადასტურებული აქვს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას.“; გ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის: გ.ა.) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკური ოპერატორი;“; გ.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“–„თ3“ ქვეპუნქტები: „თ1) კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ვალდებულებებს – კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში; თ2) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტულ/მნიშვნელოვან ნაწილს – კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში; თ3) ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შეცვლის ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დამატების წესს;“; დ) მე-18 მუხლის: დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი“; დ.ბ) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატენდერო კომისია, ყოველი კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ი. 2. მოთხოვნები, რომელთაც განსაზღვრავს სატენდერო კომისია, უნდა გამომდინარეობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან, უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და ეკონომიკურ ოპერატორთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. 3. პრეტენდენტის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.“; დ.გ) მე- 3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–32 პუნქტები: „31. გარდა ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შესასრულებლად გადასცეს ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) სრული მოცულობა (100%), თუ სატენდერო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 32. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დაეყრდნოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოცდილებას, აგრეთვე მისი/მათი პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას შესასრულებელი სამუშაოს ან/და გასაწევი მომსახურების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) 60%-ის ფარგლებში (ჯამურად), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულებს/შეასრულებენ იმ სამუშაოს ან/და გასწევს/გასწევენ იმ მომსახურებას, რომლის შესასრულებლადაც/გასაწევადაც საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება.“; დ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია შეიცავდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც უნდა დასაბუთდეს სატენდერო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.“; დ.ე) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სატენდერო დოკუმენტაცია შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და დამფუძნებლის მიერ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულ(ებ)ის ჩადენისთვის ნასამართლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს.“; დ.ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ ეკონომიკური ოპერატორი კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენებას აპირებს, ქვეკონტრაქტორი ვალდებულია, დადგენილი წესით, დარეგისტრირდეს სისტემაში. დაუშვებელია პრეტენდენტს მოეთხოვოს რეკვიზიტების სახით ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც ასახულია მისი ან/და მის მიერ წარდგენილი ქვეკონტრაქტორის მომხმარებლის პროფილში.“; ე) 24-ე მუხლის მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ამხანაგობის მიერ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების მიმართ გამოიყენება ამ ბრძანებით დადგენილი წესი, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.“; ვ) 25-ე მუხლის: ვ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. ეკონომიკურ ოპერატორთა შეფასების ზოგადი წესი“; ვ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატენდერო კომისია ეკონომიკურ ოპერატორს აფასებს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების მიხედვით, ამ თავით დადგენილი თანმიმდევრობით.“; ვ.გ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ სატენდერო პირობების დაკმაყოფილების საკითხი განიხილება შემდეგნაირად: ა) ამ წესის მე-18 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ წესის შესაბამისად, აგრეთვე, ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ სხვა პირობებთან/მოთხოვნებთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში); ბ) ამ წესის მე-18 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა და ეკონომიკური ოპერატორის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით, პრეტენდენტის მიერ გადაცემული, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ან/და გასაწევი მომსახურების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) იმ პროპორციის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა ქვეკონტრაქტორს, აგრეთვე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ პირობებთან/მოთხოვნებთან მიმართებით (არსებობის შემთხვევაში).“; ზ) 27-ე მუხლის: ზ.ა) 31 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ მის მიერ სატენდერო წინადადების სახით ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს.“; ზ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი უფლებამოსილია, წარადგინოს ან დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ან ახალი ქვეკონტრაქტორი ან, ქვეკონტრაქტორის საჭიროების არარსებობისას, უარი თქვას შერჩევა-შეფასების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის წარდგენაზე.“; თ) 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, სატენდერო კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას, თუ სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის მიმართ მოითხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენისგან არ თავისუფლდება მიმწოდებელი „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანების შესაბამისად. 2. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს: ა) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის, აგრეთვე არსებობისას, არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე – თუ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადა ნაკლებია 15 დღეზე; ბ) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის, აგრეთვე არსებობისას, არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში – ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე – თუ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო პირობების გაცნობის ვადა შეადგენს ან აღემატება 15 დღეს.“; ი) 33-ე მუხლის: ი.ა) მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) ინფორმაციას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ (არსებობის შემთხვევაში), მათ შორის, ქვეკონტრაქტორის სახელწოდებასა და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტულ მაჩვენებელს (ოდენობას) ან/და კონკრეტულ/მნიშვნელოვან ნაწილს, თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული;“; ი.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემის შესაბამის ველში, არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს ქვეკონტრაქტორის რეკვიზიტები და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებელი (ოდენობა)/კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი (თუ იგი შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციით აქვს განსაზღვრული), სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, მატერიალური დოკუმენტის ფორმით წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).“; კ) 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ხელშეკრულების შესრულების პროცესში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დამატება შესაძლებელია კანონის 212 მუხლის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სისტემის შესაბამის ველში ასახოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შეცვლის ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დამატების შესახებ ინფორმაცია, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ფარგლებში ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია შეასრულოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ქვეკონტრაქტორ(ებ)ისათვის გადაცემული ვალდებულებების ნაწილი, თუ ეკონომიკური ოპერატორი თავად აკმაყოფილებს ამ წესის მე-18 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“; ლ) 37-ე მუხლის: ლ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირ(ებ)ის ფუნქციაა მისაწოდებელი/მიწოდებული საქონლის, გასაწევი/გაწეული მომსახურების ან შესასრულებელი/შესრულებული სამუშაოს რაოდენობის/მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი/შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.“; 3. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტს მიიღებს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე. აგრეთვე, მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვ.).“; ლ.ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ქვეკონტრაქტორის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობისაგან. მიმწოდებელი შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე თავად აგებს პასუხს.“; მ) 38-ე მუხლის: მ.ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21პუნქტი: „21. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს მიმწოდებლის მიერ წარდგენილ, ამ წესის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვ.).“; მ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.), აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“; მ.გ) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი: „მუხლი 381. შესრულებული ვალდებულების გამოყენება 1. ხელშეკრულების ფარგლებში ამ წესის მე-18 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები სრულად. 2. ხელშეკრულების ფარგლებში ამ წესის მე-18 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო ძირითადი ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესრულებულად ჩაითვლება მის მიერ უშუალოდ შესრულებული ვალდებულებები.“; ნ) 41-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პრეტენდენტი, რომელიც არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ან/და სარეგისტრაციო/ უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს (არსებობის შემთხვევაში) დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას/მათ, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი უფლებამოსილია წარადგინოს ან დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ან ახალი ქვეკონტრაქტორი ან, ქვეკონტრაქტორის საჭიროების არარსებობისას, უარი თქვას შერჩევა-შეფასების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის წარდგენაზე.“. 2. ბრძანების დანართი №1 შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული №1 დანართით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები