წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული მე-5 ქუჩის მიმდებარე ჩიხის სახელდების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული მე-5 ქუჩის მიმდებარე ჩიხის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-49. 49262393
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016041
გ-49. 49262393
27/08/2026
ვებგვერდი, 01/09/2026
000000000.00.122.016041
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული მე-5 ქუჩის მიმდებარე ჩიხის სახელდების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-49. 49262393

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. წყალტუბო 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული  მე-5 ქუჩის მიმდებარე ჩიხის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“   მე-8 მუხლის,  მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა  და მე–15 პუნქტის შესაბამისად:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის მე-5 ქუჩის მიმდებარედ არსებულ ჩიხს ეწოდოს – მე-5 ქუჩის პირველი ჩიხი (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და  საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.

3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.

4. დაევალოს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                     თეიმურაზ ჭეიშვილი