სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 26/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.025967
418
26/08/2026
ვებგვერდი, 27/08/2026
040090000.10.003.025967
სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №418

2026 წლის 26 აგვისტო 

   ქ. თბილისი

 

სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული:

1. „სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების წესი და პირობები“.

2. „შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება“ (დანართი).

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 26 აგვისტოდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების წესი და პირობები

 


მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. „სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე და მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა  სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობა, იმ ეკონომიკური ოპერატორების მხარდაჭერის გზით, რომელთა მიერ დასაქმებული პირების 30% მაინც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრი.

2. სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) რეგისტრირებული მხოლოდ იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის გამოაცხადოს, რომელთა მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია.

3. იმ ეკონომიკურ ოპერატორთა წრე, რომელთათვისაც შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება, განისაზღვრება ამ წესით ან/და სატენდერო დოკუმენტაციით.

4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ სფეროებსა და CPV კოდების ფარგლებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება – კანონის 10³ მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის უფლება ენიჭებათ მხოლოდ კანონით ან/და ამ წესით განსაზღვრულ პირებს, მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

გ) მოწყვლადი ჯგუფი – მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახების წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), ყოფილი პატიმრები და პირობით მსჯავრდებული პირები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

დ) დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვა – სახელმწიფო შესყიდვა, რომლის მიმართაც გამოყენებულია ან შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს კანონის 10³ მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი;

ე) სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია – ეკონომიკური ოპერატორის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დასაქმების, პროფესიული უნარების განვითარების, სამუშაო გარემოსთან ადაპტაციისა და შრომის ბაზარზე სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობას;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება – ამ წესის მიზნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებად ჩაითვლება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ელექტრონული ტენდერის საშუალებით; 

ზ) ეკონომიკური ოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას სთავაზობს.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე მიღებულ/გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

მუხლი 3. დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვის გამოყენების სფერო

შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ, კულტურულ ან სოფლის მეურნეობის სფეროში საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის მიზნით, კანონითა და ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადოს მხოლოდ იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონის 10³ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით, აგრეთვე ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუ ეს მომსახურება ექცევა ამ დადგენილებით დამტკიცებული CPV კოდების ჩამონათვალში.

მუხლი 4. დარეზერვებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის პირობები

1. ეკონომიკური ოპერატორის საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისთვის, ამ წესით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

2. დარეზერვებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) ეკონომიკური ოპერატორის საქმიანობის მიზანია ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ან/და საქონლის მიწოდება;

ბ) კანონის 103 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით,  ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირთა არანაკლებ 30%-ს წარმოადგენენ ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები, ხოლო, თუ ეკონომიკური ოპერატორი ფიზიკური პირია ან ინდივიდუალური მეწარმეა, ეს ფიზიკური პირი ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს წარმოადგენს;

გ) იგი ნორმალურ საბაზრო პირობებში ობიექტურად ვერ გაუწევს კონკურენციას სხვა ეკონომიკურ ოპერატორებს, რაც უნდა დასტურდებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევით ან შესაბამისი დასაბუთებით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკური ოპერატორის შერჩევასა და შეფასებას ახორციელებს სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, კანონის 103 მუხლითა და ამ წესით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

4. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით დადებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

მუხლი 5. დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვის მოცულობა და სხვა შეზღუდვები

1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი ან გახარჯული თანხების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს იმავე საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვის საერთო ღირებულების 1%-ს (შემდგომში – დარეზერვების მაქსიმალური ფინანსური ზღვარი).

2. დარეზერვების მაქსიმალური ფინანსური ზღვარი წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზედა ფინანსურ ზღვარს და, ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება, აღემატებოდეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმის ჯამური ღირებულების 1%-ს.

3. დაუშვებელია დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია კანონითა და ამ მუხლით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება.

დანართი

შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება

 

CPV

დასახელება

1

03100000

სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები

2

03330000

ცხოველური წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია

3

18100000

სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები

4

18200000

გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი

5

18300000

ტანსაცმელი

6

18400000

სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

7

75121000

საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრაციული მომსახურებები

8

75122000

ჯანდაცვის სფეროს ადმინისტრაციული მომსახურებები

9

75123000

ბინათმშენებლობის ადმინისტრაციული მომსახურებები

10

77100000

სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები

11

79622000

სახლის სამუშაოებისთვის დამხმარე პერსონალით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურება

12

79624000

საშუალო სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება

13

79625000

სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება

14

80110000

მომსახურებები სკოლამდელი განათლების სფეროში

15

80300000

მომსახურებები უმაღლესი განათლების სფეროში

16

80420000

ელექტრონული სწავლება

17

80430000

ზრდასრულთა სწავლება საუნივერსიტეტო დონეზე

18

80511000

მომსახურებები კადრების მომზადების სფეროში

19

80520000

საწვრთნელი/სატრენინგო საშუალებები

20

80590000

მომსახურებები ინდივიდუალური მეცადინეობის სფეროში

21

85100000

ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები

22

85200000

ვეტერინარიული მომსახურებები

23

85300000

სოციალური დახმარების სამსახური და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

24

92500000

ბიბლიოთეკების, არქივების, მუზეუმებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების მომსახურებები

25

92600000

სპორტული მომსახურებები

26

98133000

სოციალური საწევრო ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურებები

27

98133110

ახალგაზრდული ასოციაციების (ორგანიზაციების) მიერ გაწეული მომსახურებები.