დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.54.066.016413 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებულ საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოში“ (სსმ III, 2003 წ., №147, მუხ. 1204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეცილიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ 2. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ავტორიზაცია – მაღალი რისკის სპეციალიზებული საავიაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა სხ-ისთვის რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ექსპლუატანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ან განზრახული აქვს განახორციელოს სხ-ის ექსპლუატაცია. 4. სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) − საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება როგორც პირადი, ისე კომერციული მიზნით, საავიაციო სამუშაოების (სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები, აეროფოტოგადაღება, მონიტორინგი, სარეკლამო და კვლევითი ოპერაციები და სხვა) შესასრულებლად.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ეკიპაჟის წევრი – საფრენოსნო-სამუშაო დროის განმავლობაში, სხ-ზე გარკვეული მოვალეობის შესასრულებლად, ექსპლუატანტის მიერ დანიშნული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი.“; დ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამოცანის შემსრულებელი სპეციალისტი – ექსპლუატანტის ან მესამე მხარის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სპეციალიზებული ამოცანების განხორციელებასთან უშუალოდ დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს ხმელეთზე ან სპეციალიზებულ ამოცანებს ასრულებს სხ-ზე ან სხ-იდან.“; ე) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. მაღალი რისკის სპეციალიზებული ექსპლუატაცია - სპეციალიზებული ექსპლუატაცია ისეთ რეგიონში, სადაც არსებობს იმის ალბათობა, რომ ავარიული ვითარებისას მიწაზე მყოფ მესამე პირებს ზიანი შეიძლება მიადგეს ან, როგორც ეს იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ არის განსაზღვრული, რომლის ტერიტორიაზეც ფრენები სრულდება ან ნებისმიერი ისეთი სპეციალიზებული ექსპლუატაცია, რომელიც ფრენის სპეციფიკისა და ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, მიწაზე მყოფ მესამე პირებს მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.“; ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი: „18. სპეციალური ნებართვა (SPA) – სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა.“. 3. პირველი მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. რეგულირების სფერო 1. ეს წესი ადგენს მოთხოვნებს თვითმფრინავით და შვეულმფრენით სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების მიმართ იმ საჰაერო ხომალდებისთვის (შემდგომ – სხ), რომლებიც: ა) რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში; ბ) რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში და ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში. 2. ეს წესი ასევე ადგენს საავიაციო სამუშაოების ავტორიზაციის (SPO) გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, ავტორიზაციაში ცვლილების შეტანის, ავტორიზაციის შეზღუდვის და ავტორიზაციის გაუქმების პირობებს საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ მაღალი რისკის სპეციალიზებულ ექსპლუატაციას. 3. ამ წესით განსაზღვრულია დეკლარირების პირობები საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტის მიმართ, რომელიც ახორციელებს თვითმფრინავების და შვეულმფრენების სპეციალიზებულ ექსპლუატაციას საქართველოს საჰაერო სივრცეში. 4. სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტი უფლებამოსილია განახორციელოს თვითმფრინავის და შვეულმფრენის სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, რომლის გაცემის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის №196 დადგენილებაში, ხოლო ექსპლუაციის მიმართ ტექნიკური მოთხოვნები დადგენილია ამ წესით. 5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება დირიჟაბლის, აეროსტატის და პლანერის ექსპლუატაციაზე.“. 4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. „სახელმძღვანელოში ” გამოყენებული შემოკლებები „სახელმძღვანელოში” გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ადზ – ასაფრენ-დასაფრენი ზოლი; ვფწ – ვიზუალური ფრენის წესები; იკაო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; იხ. – იხილე; კვ – კვანძი; კმ – კილომეტრი; მ – მეტრი; მმ – მილიმეტრი; სეს – საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო; სთ – საათი; სმ – საზღვაო მილი; სსმ – საწვავ-საცხები მასალები; სსსს – საავიაციო-სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები; სხ – საჰაერო ხომალდი; ფ – ფუტი; ფშს – ექსპლუატანტის ფრენების შესრულების სახელმძღვანელო; ღქსს – ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე.“. 5. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს „სახელმძღვანელო” შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის მოთხოვნების საფუძველზე და გათვალისწინებულია იკაოს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის) „საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს” ნორმები.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საავიაციო სამუშაოს წარმოების უფლება საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტს ენიჭება დეკლარაციის/ავტორიზაციის საფუძველზე.“; დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს. ე) მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საავიაციო სამუშაოზე დაკავებულ ავიასპეციალისტს უნდა ჰქონდეს მისი მოვალეობების შესაბამისი მომზადება სააგენტოს მიერ დამტკიცებული (შეთანხმებული) პროგრამების შესაბამისად.“; ზ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 -35 მუხლები: „მუხლი 31. დეკლარაცია (DEC) საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტი, რომელიც არ ახორციელებს მაღალი რისკის სპეციალიზებულ ექსპუატაციას, ვალდებულია: ა) ექსპლუატაციის დაწყებამდე სააგენტოში წარადგინოს დეკლარაცია და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ამ წესის №14 დანართის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს ამ წესით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და დეკლარაციაში მოყვანილ ინფორმაციასთან შესაბამისობა; გ) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს დეკლარაციაში ან შესაბამისობის დადგენის მის მიერ გამოყენებულ მეთოდებში რაიმე ცვლილების შესახებ და წარუდგინოს მას შესწორებული დეკლარაცია; და დ) სააგენტოს აცნობოს დეკლარაციაში მითითებულ ვადაზე ადრე ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ. მუხლი 32. მაღალი რისკის სპეციალიზებული ექსპლუატაცია 1. ექსპლუატანტი ვალდებულია მაღალი რისკის სპეციალიზებული ექსპლუატაციის დაწყებამდე სააგენტოს მიმართოს ავტორიზაციის განაცხადით (დანართი №15) და მოიპოვოს საავიაციო სამუშაოების (SPO) ავტორიზაცია, რომელიც: ა) ხორციელდება ისეთ რეგიონში, სადაც არსებობს იმის ალბათობა, რომ ავარიული ვითარებისას ხმელეთზე მყოფი მესამე პირები დაზიანდნენ; ბ) ფრენის სპეციფიკიდან და ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, ხმელეთზე მყოფ მესამე პირებს მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. 2. ექსპლუატანტმა საავიაციო სამუშაოების (SPO) ავტორიზაციის მოსაპოვებლად სააგენტოს უნდა წარუდგენოს: ა) განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა.ა) პასუხისმგებელი ხელმძღვანელის (AM) საკონტაქტო მონაცემებს (ტელეფონი, ელ. ფოსტა); ა.ბ) დასახული ექსპლუატაციის აღწერილობას, ადგილმდებარეობას, დროის პერიოდს, სხ-ების ტიპ(ებ)ს და რაოდენობას; ბ) რეესტრიდან ექსპლუატანტის რეგისტრაციის ამონაწერის; გ) სპეციალური ნებართვის (SPA) ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალს (MEL) და კონფიგურაციიდან გადახრის ჩამონათვალს (CDL) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს (სადაზღვევო პოლისებს) ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს; ვ) სხ-ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატსა და დანართის ასლს; ზ) სხ-ის ხმაურის სერტიფიკატის ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობას (იმ სახეობის საავიაციო სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროებს საჰაერო ხომალდიდან ფოტო- და ვიდეოგადაღებას); ი) სხ-ის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს (AFM) და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს (OM); კ) რისკების შეფასების დოკუმენტაციას და შესაბამისი საექსპლუატაციო პროცედურებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი რისკის სპეციალიზებული ექსპლუატაციის განხორციელებისას; ლ) სხვა, ნებისმიერ დოკუმენტს, რომელსაც მოითხოვს სააგენტო, ექსპლუატაციის სპეციფიკის გათვალისწინებით. 3. საავიაციო სამუშაოების (SPO) ავტორიზაციის მიღების ან მასში ცვლილებების განხორციელების მიზნით, განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით და წესით. მუხლი 33. მაღალი რისკის სპეციალიზებული ექსპლუატაციის სახეობები 1. ექსპლუატანტმა უნდა შეაფასოს თითოეული საქმიანობა. თუ ექსპლუატანტი მიიჩნევს, რომ საქმიანობა მაღალი რისკის შემცველია, ავტორიზაციის მისაღებად განაცხადი უნდა შეიტანოს სააგენტოში. 2. „მაღალი რისკის“ შემცველად ითვლება შემდეგი სამუშაოები: ა) საკიდელით ტვირთის გადატანა (HESLO); ბ) აეროვიზუალური ფრენები (დასახლებული პუნქტების, ქალაქების და ღია ცის ქვეშ ხალხმრავალი შეკრებების თავზე – სულ მცირე 300 მეტრს (1000 ფუტს) ყველაზე მაღალი დაბრკოლებიდან 600 მეტრის რადიუსში, ნებისმიერ სხვა დაუსახლებელ რელიეფზე – სულ მცირე 150 მეტრის (500 ფუტს) მიწის ან წყლის ზედაპირიდან); გ) საკიდელით ადამიანების გადაყვანა (HEC); დ) სასოფლო-სამეურნეო ფრენები; ე) აეროფოტოგადაღება (დასახლებული პუნქტების, ქალაქების და ღია ცის ქვეშ ხალხმრავალი შეკრებების თავზე-სულ მცირე 300 მეტრს (1000 ფუტს) ყველაზე მაღალი დაბრკოლებიდან 600 მეტრის რადიუსში, ნებისმიერ სხვა დაუსახლებელ რელიეფზე – სულ მცირე 150 მეტრის (500 ფუტს) მიწის ან წყლის ზედაპირიდან); ვ) თვითმფრინავით პლანერის ბუქსირება; ზ) საჰაერო-სარეკლამო ფრენები (დასახლებული პუნქტების, ქალაქების და ღია ცის ქვეშ ხალხმრავალი შეკრებების თავზე – სულ მცირე 300 მეტრს (1000 ფუტს) ყველაზე მაღალი დაბრკოლებიდან 600 მეტრის რადიუსში; ნებისმიერ სხვა დაუსახლებელ რელიეფზე – სულ მცირე 150 მეტრის (500 ფუტს) მიწის ან წყლის ზედაპირიდან); თ) სამშენებლოს სამუშაოების ფრენები, მათ შორის, ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანილობის, ხერხით გაწმენდითი სამუშაოები; ი) ჩაღვრილი ნავთობის გაწმენდითი ფრენები; კ) ზვავის გამოწვევი სამუშაოები; ლ) სატელევიზიო და კინოგადაღების ფრენები (დასახლებული პუნქტების, ქალაქების და ღია ცის ქვეშ ხალხმრავალი შეკრებების თავზე – სულ მცირე 300 მეტრს (1000 ფუტს) ყველაზე მაღალი დაბრკოლებიდან 600 მეტრის რადიუსში; ნებისმიერ სხვა დაუსახლებელ რელიეფზე – სულ მცირე 150 მეტრის (500 ფუტს) მიწის ან წყლის ზედაპირიდან); მ) საჩვენებელი და საშეჯიბრო ფრენები; ნ) ფიგურული ფრენები; ო) ცხოველთა მწყემსვა, გადარჩენის და ვეტერინარული ფრენები; პ) სამეცნიერო-კვლევითი ფრენები; ჟ) ცეცხლის ქრობის სამუშაოები; რ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ვერტმფრენით (HEMS); ს) ძებნა-შველის სამუშაოები. მუხლი 34. მაღალი რისკის სპეციალიზებული ექსპლუატაციის ავტორიზაციის მოქმედების ვადა 1. ავტორიზაცია გაიცემა 1 წლის ვადით. პირობები, რომელთა მიხედვითაც ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს ერთი ან მეტი მაღალი რისკის შემცველი სპეციალიზებული ოპერაცია, უნდა იყოს მითითებული ავტორიზაციაში. 2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს ავტორიზაცია შეზღუდული ვადით, ერთი ღონისძიებისთვის ან ფრენების განსაზღვრული სერიისთვის, ან შეზღუდოს მოქმედების არეალი. 3. სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) ავტორიზაციის მქონე ექსპლუატანტის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ავტორიზაციაში განსაზღვრული საქმიანობის პირობებს. 4. სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) ავტორიზაცია ძალაში რჩება, თუ იგი არ არის სააგენტოს მიერ შეჩერებული ან გაუქმებული. 3. სააგენტოს მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში საავიაციო სამუშაოების (SPO) ავტორიზაციის/ნებართვის სერტიფიკატი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს სააგენტოს. მუხლი 35. ცვლილებების განხორციელება 1. ნებისმიერი ცვლილება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოები) ავტორიზაციის მოქმედების ფარგლებსა ან ნებადართულ ექსპლუატაციაზე, საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას. თუ წარმოდგენილი რისკის პირველადი შეფასება ზემოაღნიშნულ ცვლილებას არ ითვალისწინებს, საჭიროა სააგენტოსთვის განახლებული რისკის შეფასების და შესაბამისი საექსპლუატაციო პროცედურების წარდგენა. 2. ცვლილების შეთანხმებასთან დაკავშირებული განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე იმისათვის, რომ სააგენტოს ჰქონდეს ამ წესთან შესაბამისობის დადგენის და, საჭიროებისამებრ, საავიაციო სამუშაოების (SPO) ავტორიზაციაში/ნებართვაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ცვლილებების შესახებ დოკუმენტაცია. 3. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ სააგენტოსგან ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ, სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 4. ექსპლუატანტი ცვლილების ძალაში შესვლამდე პერიოდის განმავლობაში ვალდებულია საკუთარი საქმიანობა განახორციელოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების მიხედვით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები