ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. საწულუკიძეოში №3 ქუჩისათვის ვეფხია ჯიშკარიანის სახელის მინიჭების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. საწულუკიძეოში №3 ქუჩისათვის ვეფხია ჯიშკარიანის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016009
54
26/08/2026
ვებგვერდი, 31/08/2026
000000000.00.119.016009
ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. საწულუკიძეოში №3 ქუჩისათვის ვეფხია ჯიშკარიანის სახელის მინიჭების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №54

ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. საწულუკიძეოში №3 ქუჩისათვის ვეფხია ჯიშკარიანის  სახელის მინიჭების შესახებ

2026 წლის 26 აგვისტო

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების  მე-7 მუხლის მე-15 პუნქტისა და მე-13 მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

1. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს  №3 ქუჩას ეწოდოს 2008 წლის ომში შინდისთან ბრძოლაში დაღუპული  ვეფხია ჯიშკარიანის სახელი (თან ერთვის ორთოფოტო).

2. ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების  დამზადება, კორექტირება  და გავრცელება).

3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მის.: სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე                                                                                       აკაკი გოფოძე