„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016707
26
27/08/2026
ვებგვერდი, 01/09/2026
010250050.35.158.016707
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა - პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026  წლის 20 აპრილის №8 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 21/04/2026, 010250050.35.158.016689) და დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1.1.დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად.

1.2.  დამტკიცდეს ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა დანართი 2-ის შესაბამისად.

1.3.  დამტკიცდეს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი მონაცემების ცხრილი დანართი 3-ის შესაბამისად.

1.4. დამტკიცდეს ცხოველების იდენტიფიკაციის რეესტრი დანართი 4-ის შესაბამისად.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებულ ანართ 1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1 . დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 3. ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო

ცხოველთა  მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

2.2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-6 მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ცხოველის რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართი №2-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.

11. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, დანართი №3-ის მიხედვით წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail) ან სხვა ელექტრონული საშუალებით (ვებგვერდი, სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ა.შ.).

12.ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც, მასში ახალი მონაცემების შეყვანიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში, დანართი №4-ის მიხედვით. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail).“.

2.3.   დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.“.

2.4.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები თავშესაფრიდან მათ გაყვანამდე  ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას/აღრიცხვას, საჭიროების შემთხვევაში – ანტირაბიულ ვაქცინაციას, კასტრაციას/სტერილიზაციას. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) – ძაღლის შემთხვევაში, ხოლო კატის შემთხვევაში − „შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №104 დადგენილების შესაბამისად. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია  ხორციელდება ამ წესით დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

14.  თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების სავალდებულო იდენტიფიკაციას უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.“.

2.5.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თავშესაფარში მოთავსებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წარადგენს დოკუმენტურ დამადასტურებელ საბუთებს თავშესაფარში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების სრულად ანაზღაურების შესახებ.

6. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების  საფუძველზე (СPV-98380000 ძაღლების თავშესაფრების მომსახურება)  დადგენილი ტარიფების მიხედვით.“.

2.6.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-12 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

10. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია, თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი სვანიძე