დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 416 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.025965 |
|
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010120000.10.003.018140) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:
1. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის თაობაზე, სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით;“. 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები 1. საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის ან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობლის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლის მიღებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 2. საქართველოს მოქალაქის მეუღლის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის ასლი); დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის საქართველოში ლეგალური შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლის მიღებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 3. უცხოელმა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი); დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის მიღებისა და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლის მიღებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე ნაკლები; ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“. 4. 124 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 11 პუნქტი: „11. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა უცხოელმა, რომლის საქმიანობაც ამავდროულად შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ და „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.“; ბ) 21 პუნქტი: „21. უცხოელმა, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, ახორციელებს ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში და, ამავდროულად, აღნიშნული საქმიანობა შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ – „ვ“ და „თ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.“; გ) 31 პუნქტი: „31. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა უცხოელმა, რომლის საქმიანობაც, ამავდროულად, შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „დ“ და „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.“. 5. მე-13 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს, გარდა საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვისა, რომელსაც სააგენტო 90 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვის ფარგლებში, კანონის 161 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოძიების დაწყებისას, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.“. 6. 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განსახილველად იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენლები.“. 7. მე-14 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თითოეულ ჯერზე 2 წლით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტითა (გარდა პირველი პუნქტის „ე“, „დ1“ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.“. 8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით განცხადების წარმდგენი უცხოელი ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია, სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის ან/და მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შესახებ ინფორმაცია. არასრულწლოვანი უცხოელის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს.“. 9. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი საქართველოში ბინადრობის ნებართვისა და საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხებზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე საქმისწარმოება დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები