დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.158.016706 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №46 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19/12/2018, 010250050.35.158.016450) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება, უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი; ღ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 1032 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამოავლინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771 და 825 მუხლებით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032, 1191, 1341, 1461, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522 და 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით, შემდეგ სამართალდარღვევებზე:“ “ 3. მე-5 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 1032 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით;“. 4. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 20 აპრილის №8 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება, უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები