„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016705
24
27/08/2026
ვებგვერდი, 01/09/2026
010260020.35.158.016705
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

 

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის  №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2026, 010260020.35.158.016696) დამტკიცებული  დანართი №1-ის მე-10 მუხლის  მე-2  პუნქტში შევიდეს ცვლილება და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, სამსახურის უფროსი:

ა) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს ინფორმაციას „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ;

ბ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში ბინების და სახლების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

გ) ამოწმებს მერიიდან მივლინებული სამსახურის თანამშრომლის და/ან მერიაში მოვლინებულ პირთა სამივლინებო ბარათებს;

დ) გასცემს ცნობებს სამსახურში დაცული საკადრო და სხვა სახის დოკუმენტაციის საფუძველზე;

ე) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი სვანიძე