დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.158.016703 |
|
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“, ,,დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილებები, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივლისის №13 დადგენილების (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 03/08/2026 წ, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.158.016694, დანართი № 1 -ში.
1. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. პროექტების მართვის, ეკონომიკის განვითარების და სტატისტიკის განყოფილება ა) განყოფილების უფროსი (II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3680 ლარი); ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 4 (თანამდებობრივი სარგო – 2720 ლარი); გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 3 (თანამდებობრივი სარგო – 2560 ლარი)“. 2. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი „ლოჯისტიკის და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და ჩაითვალოს პუნქტ 3-ად: ,,3. ლოჯისტიკის და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება ა) განყოფილების უფროსი (II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3680 ლარი); ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (III რანგი) – 3 (თანამდებობრივი სარგო – 2560 ლარი); გ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (III რანგი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 2240 ლარი)“; 3. დანართი №1-ის მე-10 მუხლის სათაური „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების და სპეციალისტების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და ჩაითვალოს მუხლ 11-ად: „მუხლი 11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების და სპეციალისტების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“; 4. დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. მერის წარმომადგენელი სოფლების: ნახიდურის ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა და მწყნეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – 1 (თანამდებობრივი სარგო - 2712 ლარი)“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებლივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები