„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 208/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.017016
208/04
27/08/2026
ვებგვერდი, 31/08/2026
220090000.18.011.017016
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №208/04

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 03/09/2020; ს/კ: 220090000.18.011.016495) დამტკიცებული წესის 231 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა გარემოების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია:

ა) 48 საათით შეაჩეროს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაცია;

ბ) თუ ტექნიკური ან საგადახდო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შეჩერება შეუძლებელია, 48 საათით უარი განაცხადოს შესაბამისი საგადახდო დავალების შესრულებაზე;

გ) პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუკავშირდეს მომხმარებელს და მასთან კომუნიკაციისას დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ დანართ №13-ით განსაზღვრული მოთხოვნები;

დ) შეჩერებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მომხმარებლისგან დამატებითი, ცალსახა თანხმობის მიღებისა და 48-საათიანი შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ შეასრულოს შესაბამისი საგადახდო დავალება, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადახდო დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მისცეს მას შესაძლებლობა ხელახლა დააინიციროს აღნიშნული ელექტრონული გადახდის ოპერაცია;

ე) შეჩერებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მომხმარებლისგან უარის მიღების ან ელექტრონული გადახდის ოპერაციის შეჩერების პერიოდში მომხმარებელთან დაკავშირების/კომუნიკაციის შეუძლებლობის შემთხვევაში არ შეასრულოს შესაბამისი საგადახდო დავალება. ამასთან, მომხმარებელი არ არის შეზღუდული ხელახლა დააინიციროს აღნიშნული ელექტრონული გადახდის ოპერაცია.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საბარათე ინსტრუმენტით ფიზიკური პოსტერმინალის საშუალებით განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე.“.

მუხლი 2
საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება საბარათე ოპერაციების შემთხვევაში უზრუნველყოს 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში − 2027 წლის 1 მაისიდან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა