„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 189
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 26/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016236
189
25/08/2026
ვებგვერდი, 26/08/2026
130000000.63.075.016236
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №189

2026 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016008) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადმინისტრაციული სამმართველო.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ადმინისტრაციული სამმართველო

ადმინისტრაციული სამმართველო:

ა) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზებას და საქმისწარმოებას;

ბ) ორგანიზებას უწევს გადაცემული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;

გ) ორგანიზებას უწევს ინსპექციაში ჩასატარებელ თათბირებსა და შეხვედრებს, უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

დ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 26 აგვისტოდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელილაშა მაღრაძე