დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 207/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.017015 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 15/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016690) დამტკიცებული წესის: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების საკითხებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რისკების მართვის ჩარჩოსა და კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სტაბილური ვირტუალური აქტივი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტაბილური ვირტუალური აქტივი;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის განთავსებული ან განაღდებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10% ან 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერში;“; გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„ჩ“ ქვეპუნქტები: „ღ) საზედამხედველო კაპიტალი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო კაპიტალი; ყ) სუბორდინირებული ვალი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბორდინირებული ვალი; შ) კონვერტირებადი ვალი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონვერტირებადი ვალი; ჩ) სხვა სრული შემოსავალი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა სრული შემოსავალი;“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი;“; ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თუ დაინტერესებული პირი გეგმავს სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების განხორციელებას, იგი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დამატებით წარადგინოს: ა) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამისობას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან; ბ) საზედამხედველო კაპიტალთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამისობას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; გ) აუდიტორული დასკვნა, აგრეთვე, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; დ) შეთავაზების დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 6 მარტის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესის“ მე-13 მუხლის შესაბამისად. გ) მე-11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. ვირტუალური აქტივის მომსახურება არის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის/აქტივების: ა) ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით): ა.ა) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში; ა.ბ) სხვა ვირტუალურ აქტივში; ა.გ) ფინანსურ ინსტრუმენტში. ბ) გადაცემა; გ) შენახვა/ადმინისტრირება (მათ შორის, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის); დ) პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა); ე) სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება; ვ) სესხად გაცემა; ზ) პირველადი შეთავაზება; თ) პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.“; დ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, შესაბამისი ვირტუალური აქტივის მომსახურება. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი გადაეცემა დაინტერესებულ პირს. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღინიშნება ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ჩამონათვალი შესაბამისი ვირტუალური აქტივის მომსახურებების მითითებით, ასევე იმ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ჩამონათვალი, რომელსაც გაუუქმდა რეგისტრაცია.“. 4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ ცვლილებების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით, ხოლო იმავე პუნქტის „გ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, ასევე „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ, თუ ახალ მისამართზე იგეგმება მომხმარებლის ადგილზე მომსახურება, კერძოდ, ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (გარდა თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით ურთიერთგადაცვლისა) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ან მისთვის გადაცემის გზით, წერილობითი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილების შემთხვევაში, მათ შორის, ამ წესით და დანართი №6-ით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ცვლილებების განხორციელებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, წერილობითი ინფორმაციის/დოკუმენტების სრულად მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ეროვნული ბანკი გასცემს თანხმობას ან დასაბუთებულ უარს.“. 5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს არ აქვს დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ან/და დაკავშირებული გარიგებების (ოპერაციების) ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;“. 6. მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 მუხლები: „მუხლი 71. რისკების მართვის ჩარჩო 1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს უნდა გააჩნდეს ადეკვატური რისკების მართვის ჩარჩო (პოლიტიკა და პროცედურები), რათა ეფექტურად გამოავლინოს, შეაფასოს, მონიტორინგი გაუწიოს, ანგარიშგება აწარმოოს, გააკონტროლოს და შეამციროს ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკები. 2. რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს, სულ მცირე: საოპერაციო რისკების შეფასებასა და კონტროლს, კიბერუსაფრთხოების რისკების მართვას, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფას, თაღლითობისა და არამართლზომიერი გამოყენების რისკების მართვას, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი რისკების იდენტიფიკაციასა და კონტროლს. 3. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს რისკების მართვის ჩარჩოს ეფექტიანობა და სისრულე ნებისმიერ დროს, ასევე საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს რისკების მართვის ჩარჩოს განახლება. 4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ რისკების მართვის ჩარჩოს ყველა ვერსიის ჩანაწერები ინახებოდეს, სულ მცირე, 8 (რვა) წლის განმავლობაში, ვირტუალური აქტივის მომსახურების შეწყვეტის თარიღიდან. 5. რისკების მართვის ჩარჩო უნდა შეესაბამებოდეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის მასშტაბსა და კომპლექსურობას და უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ნებისმიერ დამატებით სტანდარტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რისკების მართვის ჩარჩო, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს საოპერაციო რისკების მართვის პოლიტიკა-პროცედურებს და ითვალისწინებდეს შემდეგს: ა) საოპერაციო რისკების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის/პირის პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობასა და უფლება-მოვალეობებს; ბ) საოპერაციო რისკების იდენტიფიცირების, აღრიცხვის, ანალიზის, შეფასებისა და მიტიგაციის ინსტრუმენტებს; გ) შიდა კონტროლისა და მონიტორინგის პრევენციულ და დეტექციურ პროცედურებს და მექანიზმებს; დ) თაღლითობის რისკის მართვის პოლიტიკა-პროცედურას; ე) რისკის ძირითადი ინდიკატორების განსაზღვრას, მონიტორინგს და რეაგირებას; ვ) ბიზნესუწყვეტობის მართვას, რომელიც უნდა მოიცავდეს საოპერაციო მდგრადობისა და ბიზნესუწყვეტობის გეგმას, რეაგირების მექანიზმებს და დაკავშირებულ დოკუმენტებს, მათ შორის, კრიტიკული ფუნქციების, კრიტიკული შიდა/გარე მხარეების, ბიზნესზემოქმედების ანალიზის, კრიტიკული სცენარების, შეფერხების/წყვეტის დასაშვები ზღვრებისა და ლიმიტების განსაზღვრასა და მართვას; ზ) სიზუსტის რისკის მართვას, რაც მოიცავს პროცესთან დაკავშირებული მონაცემთა რეგისტრაციის, დამუშავებისა და მართვის საინფორმაციო სისტემების გამართულობას მონაცემთა სიზუსტის, მთლიანობისა და ოპერატიულობის უზრუნველსაყოფად; თ) ხელით შესრულებული პროცესების აღრიცხვას, მათი ზეგავლენის შეფასებას საოპერაციო რისკზე; ი) მსხვილი საოპერაციო რისკების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების პროცედურას; კ) აუთსორსინგული პროცესების რისკის მართვას და მონიტორინგს; ლ) საოპერაციო რისკების შესახებ ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდული ღონისძიებების გეგმას; მ) საოპერაციო რისკების პოლიტიკა-პროცედურების რეგულარული გადახედვის და განახლების პროცედურებს. 7. საოპერაციო პროცესის მართვისას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს: ა) საოპერაციო პროცესისთვის საჭირო მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ქონა და მათი საიმედო და უწყვეტი ფუნქციონირება; ბ) ინფორმაციის რეგისტრაციისას რეგისტრირებული მონაცემების შემდგომი გადამოწმება და პროგრამული დადასტურება; გ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების სახელების და პაროლების დაცულობა, მათ შორის, მომხმარებლის ავთენტიფიკაციის მონაცემების (მომხმარებლის სახელი, პაროლი და ავთენტიფიკაციის ნებისმიერი საიდუმლო კოდი) კონფიდენციალურობა და სათანადო გამოყენება. ავტენტიფიკაციის მონაცემები მინიჭებული უნდა იყოს უნიკალურად, ინახებოდეს და გადაიცემოდეს უსაფრთხოდ და დაცული იყოს არაავტორიზებული გამჟღავნების ან ბოროტად გამოყენებისგან; დ) აუთსორსინგული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება; ე) ბიზნესუწყვეტობის პროცესების უზრუნველსაყოფად, კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების შემცვლელთა განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მათი ხელმისაწვდომობა; ვ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების (შესაბამისი თანამშრომლების) აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და სამოქმედო სახელმძღვანელოთი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მათი უფლება-მოვალეობები; ზ) პროგრამული უზრუნველყოფების სარეზერვო ასლების გენერირება და სისტემატურად შენახვა; თ) მონაცემთა დაცვა არასანქცირებული პირების წვდომისგან; ი) პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან (გაყალბება ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომები); კ) ინფორმაციის ნამდვილობის და უცვლელობის დაცვა სარეზერვო ასლებში. 8. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საოპერაციო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მცირე, შემდეგ მოთხოვნებს: ა) დროის რეალურ რეჟიმში ჩანაწერების განხორციელება და მათი რეესტრის შენახვა; ბ) ინციდენტების აღრიცხვა და შენახვა შინაარსის/აღწერის მითითებით; გ) სხვადასხვა მოდულში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და მონაცემების სისტემაში/ბაზებში ცენტრალიზებულად შენახვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადით; დ) დროის სხვადასხვა პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს ანგარიშების ყველა პარამეტრის მიხედვით მონაცემების გენერირების შესაძლებლობა როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად; ე) ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი ანგარიშგებების (ფორმების) მოკლე ვადაში გენერირების შესაძლებლობა. 9. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შემუშავებული ბიზნესუწყვეტობის გეგმა (BCP) უნდა მოიცავდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმასაც (DRP). აღნიშნული გეგმა უნდა ასახავდეს ბიზნესის უწყვეტობის ღონისძიებების აღწერას, მათ შორის, კრიტიკული ოპერაციების მკაფიო იდენტიფიკაციას, ეფექტურ საგანგებო/სათადარიგო გეგმებს. ბიზნესუწყვეტობის გეგმის ტესტირება მიზანშეწონილია განხორციელდეს რეგულარულად (სულ მცირე, წელიწადში ერთხელ), მათი ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასების მიზნით. 10. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, შეიმუშაოს შეღწევადობის ტესტირების გეგმა მის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურისა და ქსელში ჩართული ყველა სისტემისათვის. გეგმის მიხედვით: ა) შეღწევადობის ტესტირება ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს ქსელში ჩართულ ყველა კრიტიკულ და მასთან დაკავშირებულ საინფორმაციო სისტემაზე; ბ) ყველა დანარჩენ სისტემასა და ინფრასტრუქტურაზე შეღწევადობის ტესტირება უნდა განხორციელდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომით, მაგრამ, სულ მცირე, 3 წელიწადში ერთხელ. 11. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ უნდა განხორციელდეს შეღწევადობის ტესტირება ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მის მფლობელობაში არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში გატარდა მნიშვნელოვანი ცვლილება. 12. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, სისუსტეებზე სკანირება განახორციელოს სულ მცირე წელიწადში ორჯერ და მოიცვას ის სისტემები და ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკრეტული კალენდარული წლის ფარგლებში არ ხვდება შეღწევადობის ტესტირების არეალში. სისუსტეების გამოსავლენად გამოყენებული უნდა იყოს იმგვარი ტექნოლოგიური გადაწყვეტა (სკანირების ინსტრუმენტი), რაც უზრუნველყოფს სანდო და აქტუალური შედეგების გამოვლენას, მათი შემდგომი გამოსწორების მიზნით. 13. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებული რისკების მართვის ჩარჩო და ამავე მუხლის მე-5–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვალიფიციური, დამოუკიდებელი, უახლესი აუდიტორული დასკვნა. 14. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული დასკვნა, სხვა დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად. თუ წარდგენილ დოკუმენტაციაში ან/და შეღწევადობის ტესტირების ანგარიშში დაფიქსირებული იქნება კრიტიკული ან/და მაღალი რისკის შემცველი სისუსტე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააუქმოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია ან გააუქმოს ამ წესის შესაბამისად გაცემული თანხმობა შესაბამისი ვირტუალური აქტივის მომსახურებაზე. მუხლი 72. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მიმართ მოთხოვნები 1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მუდმივად შეინარჩუნოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული ვირტუალური აქტივის მომსახურების სახეების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ახორციელებს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლის (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით)ან/და გადაცემის მომსახურებას, მაშინ მისი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები; ბ) თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ახორციელებს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების მომსახურებას, მაშინ მისი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 350 000 ( სამას ორმოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები; გ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურებას ახორციელებს) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები. 2. თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ახორციელებს ერთზე მეტ ვირტუალური აქტივის მომსახურებას, მისთვის დადგენილ მინიმალურ საზედამხედველო კაპიტალად მიიჩნევა შესაბამისი ვირტუალური აქტივის მომსახურებისთვის განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალიდან ყველაზე მაღალი ოდენობა. 3. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი შედგება პირველადი და მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამისგან, სადაც, სულ მცირე, 75% უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტები, ხოლო მეორადი კაპიტალის ელემენტები ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტების 1/3-ისა. 4. პირველადი კაპიტალის ელემენტებია: ა) კაპიტალის ინსტრუმენტები ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ბ) დამატებითი სახსრები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიასთან; გ) გაუნაწილებელი მოგება; დ) კონვერტირებადი ვალი; ე) სხვა რეზერვები; ვ) აკუმულირებული სხვა სრული შემოსავალი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელემენტების აღიარება პირველადი კაპიტალის ელემენტებად დასაშვებია, თუ მათი გამოყენება შესაძლებელია ზარალის უპირობოდ დასაფარად მისი წარმოქმნისთანავე, ისე რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება. 6. პირველად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ პირობას: ა) ინსტრუმენტი გამოშვებულია უშუალოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ მისი აქციონერთა/პარტნიორთა კრების ან წესდებით განსაზღვრული და უფლებამოსილი მმართველობითი ორგანოს თანხმობით; ბ) ინსტრუმენტი არის პირდაპირი გზით გამოშვებული და განაღდებული და მისი შეძენა არ არის დაფინანსებული პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ; გ) ინსტრუმენტი კლასიფიცირებულია, როგორც საკუთარი კაპიტალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს) მიხედვით; დ) ინსტრუმენტი არის გარკვევით და ცალკე ასახული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საბალანსო უწყისში; ე) ინსტრუმენტი არის უვადო და ძირი თანხის შემცირება ან გადახდა დაუშვებელია, გარდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის შემთხვევისა ან როდესაც ხორციელდება ნებაყოფლობითი გამოსყიდვა ან სხვა საშუალებით კაპიტალის ნებაყოფლობითი შემცირება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) ინსტრუმენტების გამოშვებისას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რაიმე ქმედება არ ქმნის მოლოდინს, რომ მოხდება გამოშვებული ინსტრუმენტების გამოსყიდვა, დაფარვა ან გაუქმება, ასევე, არც კანონით განსაზღვრული ან სახელშეკრულებო პირობები არ უნდა იძლეოდეს ასეთი მოლოდინის შექმნის საფუძველს; ზ) განაწილება ხდება მხოლოდ ყველა კანონისმიერი და სახელშეკრულებო და უპირატესი კაპიტალის ინსტრუმენტების მიმართ ვალდებულების გადახდის შემდეგ. აღნიშნული ნიშნავს, რომ არ არსებობს პრივილეგირებული განაწილების ვალდებულება, მათ შორის, კაპიტალის იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალი. ასევე, არ არსებობს განაწილების სავალდებულო გარემოებები. შესაბამისად, განაწილებული თანხის გადაუხდელობა არ ითვლება ვალდებულების შეუსრულებლობად ან არაჯეროვნად შესრულებად; თ) განაწილება ხდება განაწილებადი ელემენტებიდან (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით). განაწილების ოდენობა არ არის დამოკიდებული გამოშვების დროს გადახდილ თანხაზე და ხელშეკრულებით დადგენილ ზღვარზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვერ იხდის გასანაწილებელ ოდენობას, რადგან იგი მეტია გასანაწილებელი ელემენტების დონეზე); ი) არის კაპიტალი, რომელიც პირველ რიგში და პროპორციულად ფარავს ზარალს. ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალის ელემენტებს შორის თითოეული ინსტრუმენტი მიმდინარე დანაკარგებს ფარავს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპის მიხედვით პროპორციულად და ერთდროულად; კ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ინსტრუმენტი სხვა ყველა მოთხოვნასთან შედარებით ბოლო ადგილს იკავებს; ლ) მასზე ვრცელდება მოთხოვნის უფლება ლიკვიდაციის დროს უპირატესი ვალდებულებების დაფარვის შემდეგ დარჩენილ აქტივებზე გამოშვებულ კაპიტალში წილის პროპორციულად; მ) ინსტრუმენტი არ არის უზრუნველყოფილი ან მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს; ნ) ინსტრუმენტი არ არის რაიმე მოლაპარაკების, ხელშეკრულების ან სხვა ტიპის შეთანხმების საგანი, რომელიც აღნიშნულ ინსტრუმენტზე მოთხოვნის უპირატესობას ანიჭებს გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში. 7. პირველად კაპიტალში ჩართული კონვერტირებადი ვალის ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება კონვერტირებადი ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), გარდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის პარტნიორისა/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა. 8. მეორად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) არის გამოშვებული და განაღდებული ან მიღებული სუბორდინირებული ვალი; ბ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს აქვს კონტროლი ან მნიშვნელოვანი გავლენა, არ უნდა ჰქონდეს შესყიდული მოცემული მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტი ან არ უნდა იყოს მიღებული სუბორდინირებული ვალი აღნიშნული პირისგან, ასევე პირდაპირ ან/და არაპირდაპირ, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს არ უნდა ჰქონდეს დაფინანსებული მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის ყიდვის ან სუბორდინირებული ვალის მიღების ოპერაცია; გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის გამომშვების/სუბორდინირებული ვალის მიმღების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებაში; დ) თავდაპირველი ვადიანობა უნდა იყოს სულ მცირე 5 (ხუთი) წელი; ე) საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს წინასწარ დაფარვის სხვა წამახალისებელი მოტივაცია; ვ) სუბორდინირებული ვალი შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ან წინასწარ დაიფაროს სულ მცირე 5 (ხუთი) წლის შემდეგ მხოლოდ გამომშვების მიერ: ვ.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისგან; ვ.ბ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვის მოლოდინი; ვ.გ) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება ან წინსწრებით არ უნდა დაფაროს სუბორდინირებული ვალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის ან სუბორდინირებული ვალის ჩანაცვლება ხდება იმავე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით ან სუბორდინირებული ვალით და აღნიშნული კაპიტალის ან სუბორდინირებული ვალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შემოსავლის მასშტაბებს ან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის კაპიტალი საკმარისად აღემატება მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს; ზ) ინვესტორს არ აქვს მომავალი გადახდების (პროცენტი ან ძირი თანხა) დაჩქარების უფლება, გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შემთხვევების გარდა; თ) მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა ან სუბორდინირებულ ვალზე პროცენტის გადახდა არ უნდა იყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/პროცენტის ცვლილებას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით; ი) სუბორდინირებულია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მომხმარებლების და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ. 9. მეორად კაპიტალში ჩართული ინსტრუმენტის ან/და სუბორდინირებული ვალის ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან. 10. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება სუბორდინირებული ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), გარდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის პარტნიორისა/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა. 11. დაფარვის ვადამდე დარჩენილი 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში სუბორდინირებული ვალის აღიარება მინიმალურ საზედამხედველო კაპიტალში უნდა მოხდეს ამორტიზებული ღირებულებით წრფივად. 12. თუ ინსტრუმენტი დაყოფილია ტრანშებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე. 13. ნებისმიერი ახლად გამოშვებული კაპიტალის ინსტრუმენტის, კონვერტირებადი ან სუბორდინირებული ვალის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის დათვლაში ჩართვამდე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა მიიღოს ეროვნული ბანკის თანხმობა. 14. ეროვნული ბანკი განიხილავს საკითხს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მკაფიოდ უნდა აღწერდეს ინსტრუმენტის შესაბამისობას ამ მუხლში მითითებულ კრიტერიუმებთან. 15. თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი განეკუთვნება ჯგუფს, რომელშიც შედის სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები ან/და ფინანსური ინსტიტუტები, დაუშვებელია მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის გამოანგარიშებისას იმ ელემენტების მრავალჯერადი გამოყენება, რომელიც მონაწილეობს ჯგუფში შემავალი სხვა ფინანსური ინსტიტუტის/ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის კაპიტალის დათვლაში. 16. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს კაპიტალის შევსების გეგმა. ცალკეულ შემთხვევებში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიმართვის საფუძველზე, მისი საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს თავისი შეხედულებისამებრ. 17. კაპიტალის შევსების გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) ფინანსური მაჩვენებლების შეფასებასა და პროგნოზს; ბ) მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვის გეგმებსა და ვადებს; გ) დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს კაპიტალის შევსების გეგმის შესაფასებლად. 18. ეროვნული ბანკი აფასებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ წარდგენილ კაპიტალის შევსების გეგმას და მას მისაღებად მიიჩნევს, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, კაპიტალის შევსების გეგმის განხორციელება უზრუნველყოფს კაპიტალის იმგვარად შენარჩუნებას ან ზრდას, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი შეძლებს დააკმაყოფილოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. წარდგენილი კაპიტალის შევსების გეგმის მისაღებად მიჩნევის შემთხვევაში ეროვნული ბანკი თანხმობას იძლევა და აღნიშნულის თაობაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს აცნობებს. 19. თუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა არ წარადგინა კაპიტალის შევსების გეგმა ან ეროვნული ბანკის შეფასების შედეგად, წარდგენილი კაპიტალის შევსების გეგმა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-18 პუნქტის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს მითითებულ ვადაში კაპიტალის შევსება განსაზღვრულ დონემდე, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს; ბ) გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. 20. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მას ეკრძალება კაპიტალის განაწილება, კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება, ცვალებადი ანაზღაურების (ბონუსების) გადახდის ვალდებულების შექმნა და ეროვნული ბანკის მითითებით განსაზღვრული სხვა ისეთი ტრანზაქციების განხორციელება, რომელიც იწვევს მისგან ფულადი სახსრების გადინებას იმ პერიოდში, როდესაც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვერ აკმაყოფილებს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს. 21. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების განაწილებამდე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა უნდა შეაფასოს აღნიშნული განაწილების გავლენა მისი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელზე და უზრუნველყოს მისი განაწილება იმგვარად, რომ არ დაირღვეს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები. 22. მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების მიზნებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ელემენტებიდან უნდა დაიქვითოს: ა) აქტივების გადაფასების რეზერვი; ბ) არამატერიალური აქტივების ნარჩენი ღირებულება.“. 7. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე დანერგოს პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობის, მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების პროპორციულია და უზრუნველყოფს საეჭვო ან/და დაკავშირებული გარიგებების (ოპერაციების) ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) საფუძველზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით.“. 8. დანართი №2 , დანართი №5 , დანართი №6 და დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაუგვიანეს 2028 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი რეესტრის განახლება. 2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებმა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის 71 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყონ 2027 წლის პირველ ივლისამდე. 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებმა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის 72 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყონ 2027 წლის პირველ სექტემბრამდე. 4. ამ ბრძანების მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე დაწყებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებებზე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები