დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.017032 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 24/12/2019წ., 010250050.35.160.016595) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილება:
ა) პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“: ა.ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. როდესაც შეუძლებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სეანსების ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, ქვეპროგრამით მოსარგებლის/დაწესებულების რეაბილიტოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მომსახურების მიმწოდებლის მიზეზით სეანსების გაუქმების ან სხვა დოკუმენტურად (წერილობითი ფორმით) დადასტურებული ობიექტური მიზეზის გამო, გაცდენილი სეანსების ჩატარება შესაძლებელია მომდევნო კალენდარულ თვეში (გარდა დეკემბრის თვეში გაცდენილი სეანსებისა); ობიექტური გარემოების არსებობას, გაცდენილი სეანსების რაოდენობას და მათი მომდევნო კალენდარულ თვეში ჩატარების ფაქტს ადასტურებს მომსახურების მიმწოდებელი შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ქვეპროგრამის განმახორციელებელთან ანგარიშგებისას; ობიექტური გარემოებით გაცდენილი სეანსებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ მომდევნო კალენდარულ თვეში, ერთი მოსარგებლისათვის ანაზღაურდება არაუმეტეს 10 გაცდენილი სეანსი, ამ წესით განსაზღვრული ერთი სეანსის ღირებულების ფარგლებში;“ ა.ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5¹ პუნქტი: „5¹. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესისგან განსხვავებით, აგვისტოს თვეში ობიექტური გარემოებით (მოსარგებლის/დაწესებულების რეაბილიტოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების სამუშაო რეჟიმი, ბენეფიციარის ოჯახის საშვებულებო პერიოდი და სხვა სეზონური, საშვებულებო ან საარდადეგებო გარემოებები, ასევე სხვა დოკუმენტურად (წერილობითი ფორმით) დადასტურებული ობიექტური მიზეზი) გაცდენილი სეანსების ჩატარება შესაძლებელია მომდევნო ორ კალენდარულ თვეში – სექტემბერსა და ოქტომბერში. აგვისტოს თვეში ობიექტური გარემოებით გაცდენილი სეანსების რაოდენობა შესაძლებელია გადანაწილდეს სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებზე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ, ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მომსახურების ორგანიზების შესაძლებლობის გათვალისწინებით. აგვისტოს თვეში ობიექტური გარემოების გათვალისწინებით გაცდენილი სეანსებიდან მუნიციპალიტეტის მიერ ანაზღაურდება ერთ კალენდარულ თვეში არაუმეტეს 10 სეანსი. პროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია, აგვისტოს თვესთან დაკავშირებული ჩასატარებელი სეანსების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს სერვისის მიმწოდებლისგან წინასწარ;"; ა.გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 420 (ოთხას ოცი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ობიექტური გარემოებით გაცდენილი სეანსების მომდევნო კალენდარულ თვეში ან აგვისტოს თვეში გაცდენილი სეანსების შემთხვევაში მომდევნო ორ კალენდარულ თვეში ჩატარებული სეანსების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ამ პუნქტით განსაზღვრული 420 ლარის ოდენობისგან დამოუკიდებლად;"; ა.დ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 20 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ თვეში 20 სეანსი არ ჩატარდება, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება, გარდა მე-2 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვებისა;“;
ა.ე) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20%-ზე მეტის გამოუყენებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სეანსების გამოუყენებლობა გამოწვეულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტური გარემოებით;“;
ა.ვ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილი არ უქმდება, თუ სეანსების გამოუყენებლობა გამოწვეულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტური გარემოებით და აღნიშნული დადასტურებულია მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციით;“; ა.ზ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) გაცდენილი სეანსების შემთხვევაში: გაცდენის მიზეზი და ჩასატარებელი სეანსების რაოდენობა მომდევნო კალენდარულ თვეში, ხოლო აგვისტოს თვის შემთვევაში, მომდევნო ორ კალენდარულ თვეზე გადანაწილებული ჩასატარებელი სეანსების რაოდენობა;“;
ბ) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:“
ბ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. ობიექტური გარემოებით გაცდენილი სეანსების ანაზღაურების განსაკუთრებული წესი
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები