დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016457 |
|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 ივლისის №12 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 31/07/2025; 010250050.35.168.016432) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.“.
|
2.
ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის პირველი პუნქტი.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები