დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 31 დეკემბრის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130070000.63.075.016233 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 31 დეკემბრის №129 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 31/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016199) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სამსახურის უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/ პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების საკითხები რეგულირდება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირადი დათვალიერება ტარდება მოსათავსებელი პირის იზოლატორში შეყვანისთანავე, ასევე, იზოლატორიდან დროებით გაყვანისა და დაბრუნებისას, იმავე სქესის პირის მიერ განცალკევებულ ადგილას, სხვათა თვალთახედვის არისგან მოშორებით. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის პირი. მოსათავსებელი/მოთავსებული პირის პირადი და მისი ტანსაცმლის დათვალიერება და გასინჯვა ხდება იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ. მოსათავსებელი/მოთავსებული პირის პირადი დათვალიერებისას ხდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირადი ნივთების დათვალიერება. პირადი დათვალიერებისას მოსათავსებელი/მოთავსებული პირი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო მუშაკთან ერთად. პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. თუ იმ ოთახში, სადაც ტარდება პირადი დათვალიერება, განთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის კამერა, პირადი დათვალიერება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერის ხედვის არეში არ მოექცეს მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სხეულის შიშველი ნაწილები. ამ შემთხვევაში, მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სხეულის შესაბამისი ნაწილების გაშიშვლება შეიძლება განხორციელდეს ტიხრის/შირმის/ფარდის მიღმა. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას სავალდებულოა მოსათავსებელი/მოთავსებული პირის წინასწარი ინფორმირება (გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება). პირადი დათვალიერების დასრულების შემდეგ დგება ოქმი (შინაგანაწესის დანართი №4), რომელშიც აღინიშნება დასათვალიერებელი პირის ტანისამოსი შესაბამისი მახასიათებლების მითითებით და წარმოდგენილი/ჩამორთმეული ნივთების შესახებ ინფორმაცია. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება.“. 3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) მთავარი სამმართველოს ბადრაგირების სამსახურის მოსამსახურეებს;“. 4. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოთავსებულ პირებს ეკრძალებათ იზოლატორში იქონიონ ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შინაგანაწესის №1 დანართით.“. 5. დანართი № 3-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №4. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები