დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.022.018891 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2024; სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.018526) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაბამისი კვალიფიკაციისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ასწავლის იმ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი;“. 2. 22-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის სტატუსი და ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, შრომის ანაზღაურება 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში/საგნებში (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა და ეთნიკური უმცირესობების ენების მასწავლებლისა). 2026-2027 სასწავლო წლიდან მათი შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნეს ამ დანართის დანართის მე-11 მუხლი. 2. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის) ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, ამასთან, ასწავლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანს/საგნებს, შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი რუსულში, როგორც უცხო ენაში და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის რუსულს, როგორც მშობლიურ ენას, შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები