დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 415 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.025964 |
|
„სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/ დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2026, 040170020.10.003.025503) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სს საქართველოს რკინიგზისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/ დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 1 000 000 ლარს, შემსყიდველს უფლება აქვს, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მოითხოვოს მხოლოდ საქონლის მწარმოებლის ან/და მომსახურების გამწევი კომპანიის მონაწილეობა.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 1 000 000 ლარს, მხოლოდ შესასყიდი საქონლის უშუალო მწარმოებელთან ან/და მომსახურების უშუალო გამწევთან; ე) სს საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ წესის ფარგლებში შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების გამწევი კომპანიისათვის მომსახურებაგასაწევი და მომსახურებაგაწეული ობიექტის საბაჟო, სატერმინალო, გადაზიდვის /ტრანსპორტირების, დაზღვევის, შენახვისა და საბროკერო მომსახურების შესყიდვა.“. 3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ყოველი შესყიდვის განხორციელებამდე სავალდებულოა ბაზრის კვლევის ჩატარება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისად. ამასთან, ამ წესის მე-4 მუხლის 11 პუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია, ბაზრის კვლევა განახორციელოს იმ პირობით, რომ მასში მონაწილეობისა და შეთავაზების წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ შესასყიდი საქონლის უშუალო მწარმოებლებს ან/და მომსახურების უშუალო გამწევებს.“. 4. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) მითითებას, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მხოლოდ საქონლის მწარმოებლის ან/და მომსახურების გამწევი კომპანიის მონაწილეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 1 000 000 ლარს.“. 5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურა გამოცხადებულია ამ წესის მე-4 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია.“. 6. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება მოთხოვნათა სრული დაცვით წარდგენილი წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ან/და, ამ წესის მე-4 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ფარგლებში, პრეტენდენტი არ იქნება საქონლის მწარმოებელი ან/და მომსახურების გამწევი კომპანია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.“. 7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის თანახმად, როგორც ელექტრონული პროცედურის, ასევე პირდაპირი შესყიდვის შედეგად განხორციელებული შესყიდვები, დადებული ხელშეკრულებები და მათთან დაკავშირებული ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია ან/და დოკუმენტები იტვირთება სისტემაში, მათი შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება პირდაპირ შესყიდვებზე, რომელთა ფარგლებში დადებული ხელშეკრულებები შეიცავს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.“. 8. დანართში „სს საქართველოს რკინიგზის (ს/ნ: 202886010) მიერ ამ დადგენილებით დაშვებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები