„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 24/08/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016248
100
24/08/2026
ვებგვერდი, 25/08/2026
010240060.57.069.016248
„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №100

2026 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.07.2016, 010240060.57.069.016092) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:  

„81. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ საჭიროებს დაზუსტებას და, ამავე ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე;

ბ) პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვასა და წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე.

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე