დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 24/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170030.57.069.016247 |
|
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საკონკურსო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ: ა) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ საჭიროებს დაზუსტებას და, ამავე ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე; ბ) პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვასა და წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ კონკურსებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები