დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 24/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016246 |
|
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“: ა) მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. ელექტრონული ტენდერის დარეზერვება 1. კანონის 103 მუხლითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს დარეზერვებული ელექტრონული ტენდერი. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია დარეზერვებულ ელექტრონულ ტენდერს ატარებს ამ წესის შესაბამისად, კანონის 103 მუხლითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.“; ბ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) მითითებას სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვებაზე, ალტერნატიულ შესყიდვაზე ან/და ერთობლივ შესყიდვაზე (არსებობის შემთხვევაში);“; გ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).“; დ) 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ: ა) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ საჭიროებს დაზუსტებას და, ამავე ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე; ბ) პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვასა და წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე.“. 2. ბრძანების №3 დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 26 აგვისტოდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამოქმედების შემდგომ გამოცხადებულ ტენდერებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები