დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − ფერადი ლითონების წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 413 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300190000.10.003.025962 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − ფერადი ლითონების წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-9 მუხლების, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ფერადი ლითონების წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი – ფერადი ლითონების წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები
|
რეგულირების სფეროსაუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ეს დასკვნები ეხება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის 2.1, 2.5 და 6.10 პუნქტებით განსაზღვრულ გარკვეულ საქმიანობებს, კერძოდ: – ლითონური მადნის (სულფიდური მადნის ჩათვლით) გამოწვა ან აგლომერაცია (საქმიანობა 2.1); – ფერადი ლითონების დამუშავება (საქმიანობა 2.5): – არარაფინირებული ფერადი ლითონების წარმოება მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროლიტური პროცესების საშუალებით (საქმიანობა 2.5.1); – ფერადი ლითონების (მათ შორის, აღდგენილი პროდუქტების) გამოდნობა (ლეგირების ჩათვლით) და ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია, სადაც გამოდნობის სიმძლავრე ტყვიისა და კადმიუმისთვის დღე-ღამეში 4 ტონას ან ყველა სხვა ლითონისთვის დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება (საქმიანობა 2.5.2); – ინსინერაციით (წვით) ან გრაფიტიზაციით ნახშირბადის ან ელექტროგრაფიტის წარმოება (საქმიანობა 6.10). კერძოდ, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ეს დასკვნები მოიცავს შემდეგ პროცესებსა და საქმიანობებს: – ფერადი ლითონების პირველადი და მეორადი წარმოება; – თუთიის ოქსიდის წარმოება აიროვანი ნაკადებიდან სხვა ლითონების წარმოების პროცესში; – ნიკელის ნაერთების წარმოება ხსნარებიდან ლითონის წარმოების პროცესში; – კალციუმ-სილიციუმის (CaSi) და სილიციუმის (Si) წარმოება იმავე ღუმელში, სადაც მიმდინარეობს ფეროსილიციუმის წარმოება; – ალუმინის ოქსიდის წარმოება ბოქსიტიდან პირველადი ალუმინის წარმოებამდე, როდესაც ეს წარმოადგენს ლითონის წარმოების განუყოფელ ნაწილს; – ალუმინის მარილოვანი წიდის გადამუშავება; – ნახშირბადის და/ან გრაფიტის ელექტროდების წარმოება. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ეს დასკვნები არ ეხება შემდეგ საქმიანობებს ან პროცესებს: – რკინის მადნის აგლომერაციას, რომელიც რეგულირდება თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებით; – გოგირდმჟავას წარმოებას, რომელიც ეფუძნება ფერადი ლითონების წარმოების პროცესში წარმოქმნილ SO2 აირებს. აღნიშნული პროცესი რეგულირდება დიდი მოცულობის არაორგანული ქიმიური ნივთიერებების – ამიაკის, მჟავების და სასუქების (LVIC-AAF) შესახებ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) დასკვნებით; – სამსხმელო წარმოებებს, რომლებიც რეგულირდება სამჭედლოებისა და სამსხმელო საამქროებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებით. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა საცნობარო დოკუმენტები, რომლებიც აქტუალურია წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნებით მოცული საქმიანობებისთვის:
ტერმინთა განმარტებაწინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განმარტებები:
ზოგადი დებულებებისაუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკაწინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებში ჩამოთვლილი და აღწერილი ტექნიკა არ არის ამომწურავი. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკაც, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვის მინიმუმ ეკვივალენტურ დონეს. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები ზოგადად გამოყენებადია. ატმოსფერულ ჰაერში ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL)საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი (BAT-AELs) ატმოსფერულ ჰაერში ემისიების დონეები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნებში, ეხება სტანდარტულ პირობებს: მშრალი აირი 273,15 K ტემპერატურაზე და 101,3 კპა წნევაზე. ჰაერში ემისიების გასაშუალოების პერიოდებიჰაერში ემისიების გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
წყალში ემისიების გასაშუალოების პერიოდებიწყალში ემისიების გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტება.
შემოკლებები
1.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ ზოგადი დასკვნები1.2–1.9 პუნქტებში მოცემული შესაბამისი პროცეს – სპეციფიკური BAT-ის შესახებ დასკვნები გამოიყენება წინამდებარე პუნქტში მოცემულ ზოგად BAT-ის შესახებ დასკვნებთან ერთად. 1.1.1. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები (EMS)BAT 1. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, BAT წარმოადგენს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) დანერგვასა და დაცვას, რომელიც მოიცავს ყველა შემდეგ ელემენტს: ა) ხელმძღვანელობის, მათ შორის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობას; ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას, რომელიც მოიცავს ხელმძღვანელობის მიერ ობიექტის/დანადგარის უწყვეტ გაუმჯობესებას; გ) ფინანსურ დაგეგმვასა და ინვესტიციებთან კავშირში აუცილებელი პროცედურების, მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვასა და ჩამოყალიბებას; დ) პროცედურების დანერგვას განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით შემდეგ საკითხებზე: დ.ა) სტრუქტურა და პასუხისმგებლობა; დ.ბ) პერსონალის შერჩევა, სწავლება, ინფორმირებულობა და კომპეტენცია; დ.გ) კომუნიკაცია; დ.დ) თანამშრომელთა ჩართულობა; დ.ე) დოკუმენტაცია; დ.ვ) პროცესის ეფექტიანი კონტროლი; დ.ზ) ტექნიკური მომსახურების პროგრამები; დ.თ) ავარიული სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირება; დ.ი) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ე) შედეგების შემოწმება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით შემდეგ საკითხებზე: ე.ა) მონიტორინგი და გაზომვა (იხ. ასევე, IED დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგის სახელმძღვანელო ანგარიში – ROM); ე.ბ) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები; ე.გ) ჩანაწერების წარმოება; ე.დ) დამოუკიდებელი (სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია) შიდა ან გარე აუდიტი, იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა EMS დაგეგმილ ღონისძიებებს და სათანადოდ არის თუ არა დანერგილი და შენარჩუნებული; ვ) უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ EMS-ისა და მისი მუდმივი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გადახედვა; ზ) უფრო სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაზე თვალყურის მიდევნება; თ) ახალი დანადგარის პროექტირების ეტაპზევე, ასევე, მისი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, დანადგარის საბოლოო ექსპლუატაციიდან გამოყვანის შედეგად გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება; ი) სექტორული ბენჩმარკინგის [საქმიანობის, პროცესის ან მაჩვენებლების შედარებითი შეფასება საუკეთესო პრაქტიკასთან ან სექტორის სხვა ანალოგიურ ობიექტებთან] რეგულარული გამოყენება. დიფუზიური მტვრის ემისიის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება (იხ. BAT 6), ასევე ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მტვერდამჭერი სისტემების ეფექტურობაზე (იხ. BAT 4), ასევე წარმოადგენს EMS-ის ნაწილს. გამოყენებადობა EMS-ის ჩარჩო (მაგ., დეტალიზაციის დონე) და სტრუქტურა (მაგ., სტანდარტიზებული ან არასტანდარტიზებული) ზოგადად დაკავშირებულია დანადგარის ფორმასთან/სტრუქტურასთან, მასშტაბსა და კომპლექსურობასთან, ასევე გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების მასშტაბთან. 1.1.2. ენერგიის მართვაBAT 2. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინირებულად გამოყენებას.
1.1.3. პროცესის კონტროლიBAT 3. საერთო გარემოსდაცვითი ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით BAT წარმოადგენს პროცესის სტაბილური ოპერირების უზრუნველყოფას პროცესის კონტროლის სისტემის გამოყენებით, ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციასთან ერთად.
BAT 4. ჰაერში მტვრისა და ლითონების ორგანიზებული ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენებას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მტვერდამჭერი სისტემების ეფექტურობაზე, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ნაწილზე. 1.1.4. დიფუზური ემისიები1.1.4.1. დიფუზური ემისიების პრევენციის ზოგადი მიდგომაBAT 5. ჰაერსა და წყალში დიფუზური ემისიების პრევენციისთვის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს დიფუზური ემისიების შეძლებისდაგვარად წყაროსთან ახლოს შეგროვებას და დამუშავებას. BAT 6. ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების პრევენციისთვის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს დიფუზური მტვრის ემისიების შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, როგორც გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (იხ. BAT 1) ნაწილის, რომელიც მოიცავს ორივე შემდეგ ღონისძიებას:
1.1.4.2. დიფუზური ემისიები ნედლეულის შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირებისასBAT 7. ნედლეულის შენახვისას დიფუზური ემისიების პრევენციის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.
გამოყენებადობა BAT 7 (ე) არ გამოიყენება იმ პროცესებისთვის, რომლებიც საჭიროებს მშრალ მასალებს ან მადნებს/კონცენტრატებს, რომლებიც ბუნებრივად შეიცავს საკმარის ტენიანობას მტვრის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. გამოყენებადობა, ასევე შეიძლება შეზღუდული იყოს წყლის დეფიციტის მქონე რეგიონებში ან ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში. BAT 8. ნედლეულის დამუშავებისა და ტრანსპორტირებისას დიფუზური ემისიების პრევენციის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.
გამოყენებადობა BAT 8.(ო) შეიძლება არ იყოს გამოყენებადი იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ყინულის წარმოქმნა. 1.1.4.3. დიფუზური ემისიები ლითონის წარმოებიდანBAT 9. ლითონის წარმოების პროცესებიდან დიფუზური ემისიების პრევენციისთვის ან, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მათი შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის შეგროვებისა და დამუშავების ეფექტურობის ოპტიმიზაციას ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებით.
1.1.5. ჰაერში ემისიების მონიტორინგიBAT 10. BAT წარმოადგენს გაფრქვევის მილიდან ატმოსფერულ ჰაერში ემისიების მონიტორინგს ქვემოთ მითითებული მინიმალური სიხშირით და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, BAT წარმოადგენს ISO, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.
1.1.6. ვერცხლისწყლის ემისიებიBAT 11. პირომეტალურგიული პროცესებიდან ჰაერში ვერცხლისწყლის ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში) შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
BAT-თან დაკავშირებული ემისიის დონეები: იხ. ცხრილი 1. ცხრილი 1 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში ვერცხლისწყლის ემისიებისთვის (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში) პირომეტალურგიული პროცესებიდან ვერცხლისწყლის შემცველი ნედლეულის გამოყენებისას
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.1.7. გოგირდის დიოქსიდის ემისიებიBAT 12. SO2-ის მაღალი შემცველობის მქონე გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევიდან SO2-ის ემისიების შესამცირებლად და აირგამწმენდი სისტემიდან ნარჩენების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად BAT გულისხმობს გოგირდის აღდგენას გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის წარმოების გზით. გამოყენებადობა გამოიყენება მხოლოდ იმ საწარმოებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სპილენძს, ტყვიას, პირველად თუთიას, ვერცხლს, ნიკელს და/ან მოლიბდენს. 1.1.8. NOx-ის ემისიებიBAT 13. პირომეტალურგიული პროცესებიდან ჰაერში NOX-ის ემისიების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.1.9. წყალში ემისიები, მათ შორის მათი მონიტორინგიBAT 14. ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის ან შემცირების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 15. წყლის დაბინძურების პრევენციისა და წყალში ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს დაუბინძურებელი ჩამდინარე წყლების ნაკადების განცალკევებას იმ ჩამდინარე წყლების ნაკადებისგან, რომლებიც საჭიროებს გაწმენდას. გამოყენებადობა დაუბინძურებელი წვიმის წყლების განცალკევება შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი არსებული ჩამდინარე წყლების შემგროვებელი სისტემების შემთხვევაში. BAT 16. BAT წარმოადგენს წყლის სინჯების აღებისთვის ISO 5667-ის გამოყენებას და წყალში ემისიების მონიტორინგს იმ წერტილში, სადაც ემისია ტოვებს დანადგარს, არანაკლებ თვეში ერთხელ15 და EN სტანდარტების შესაბამისად. თუ EN სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, BAT წარმოადგენს ISO, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური სამეცნიერო ხარისხის მონაცემების მიღებას.
BAT 17. წყალში ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სითხეების შენახვიდან წარმოქმნილი გაჟონვებისა და ფერადი ლითონების წარმოების შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების, მათ შორის, ველცის (Waelz) ღუმლის პროცესში რეცხვის ეტაპიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების, გაწმენდას და ლითონებისა და სულფატების მოცილებას ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) წყლის მიმღებ ობიექტში პირდაპირი ჩაშვებისთვის სპილენძის, ტყვიის, კალის, თუთიის (მათ შორის Waelz-ის ღუმელის პროცესში რეცხვის ეტაპიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების), კადმიუმის, ძვირფასი ლითონების, ნიკელის, კობალტისა და ფეროშენადნობების წარმოებიდან მოცემულია ცხრილში 2. ეს BAT-AEL გამოიყენება იმ წერტილში, სადაც ემისია ტოვებს დანადგარს. ცხრილი 2 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) მიმღებ წყლის ობიექტში პირდაპირი ჩაშვებისთვის სპილენძის, ტყვიის, კალის, თუთიის (მათ შორის Waelz-ის ღუმლის პროცესში რეცხვის ეტაპიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების), კადმიუმის, ძვირფასი ლითონების, ნიკელის, კობალტისა და ფეროშენადნობების წარმოებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 16-ში. 1.1.10. ხმაურიBAT 18. ხმაურის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.1.11. სუნიBAT 19. სუნის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.2. BAT-ის შესახებ დასკვნები სპილენძის წარმოებისთვის1.2.1. მეორადი მასალებიBAT 20. ჯართიდან მეორადი მასალების აღდგენის გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს არალითონური კომპონენტებისა და სპილენძისგან განსხვავებული ლითონების განცალკევებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
1.2.2. ენერგიაBAT 21. პირველადი სპილენძის წარმოებაში ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 22. მეორადი სპილენძის წარმოებაში ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 23. ელექტრორაფინირებისა (დახალასების) და ელექტროექსტრაქციის (electrowinning) პროცესებში ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
1.2.3. ემისიები ატმოსფერულ ჰაერშიBAT 24. პირველადი სპილენძის წარმოებაში ღუმლებიდან და დამხმარე მოწყობილობებიდან ჰაერში მეორადი ემისიების შესამცირებლად და გამწმენდი სისტემის მუშაობის ოპტიმიზაციის მიზნით, BAT წარმოადგენს მეორადი ემისიების შეგროვებას, შერევასა და დამუშავებას გაფრქვევების ცენტრალიზებული გამწმენდი სისტემის გამოყენებით. აღწერა სხვადასხვა წყაროდან წარმოქმნილი მეორადი ემისიები გროვდება, ერთმანეთში ირევა და მუშავდება გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის ერთიან ცენტრალიზებულ გამწმენდ სისტემაში, რომელიც დაპროექტებულია თითოეულ ნაკადში არსებული მავნე ნივთიერებების ეფექტურად გასაწმენდად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქიმიურად შეუთავსებელი ნაკადების ერთმანეთში შერევისა და სხვადასხვა შეგროვებულ ნაკადებს შორის არასასურველი ქიმიური რეაქციების თავიდან აცილებას. გამოყენებადობა არსებული საწარმოებისთვის გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს მათი კონსტრუქციითა და განლაგებით. 1.2.3.1. დიფუზური ემისიებიBAT 25. პირველადი და მეორადი მასალების წინასწარი დამუშავების (მაგ., შერევა, გაშრობა, გადარევა, ჰომოგენიზაცია, გაცრა და გრანულირება/დაგუნდავება) შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 26. ჩატვირთვის, დნობისა და ჩამოცლის ოპერაციებიდან წარმოქმნილი დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, პირველადი და მეორადი სპილენძის გამოსადნობ, დამაყოვნებელ და სადნობ/გადასადნობ ღუმელებში, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
BAT 27. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში პირს-სმითის (PS) კონვერტერული ღუმლიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
BAT 28. პირველადი სპილენძის წარმოებაში Hoboken-ის კონვერტერის ღუმელიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
BAT 29. შტეინის გარდაქმნის პროცესიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს მყისიერი/ავტოგენური (flash) კონვერტაციის ღუმლის გამოყენებას. გამოყენებადობა გამოიყენება მხოლოდ ახალი საწარმოებისთვის ან არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში. BAT 30. მეორადი სპილენძის წარმოებაში ზედა შებერვის მბრუნავი კონვერტერის (TBRC) ღუმლიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
BAT 31. წიდის კონცენტრატორის გამოყენებით სპილენძის აღდგენის პროცესიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების გამოყენებას.
BAT 32. სპილენძით მდიდარი წიდის ღუმელში დამუშავების შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
BAT 33. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ანოდების ჩამოსხმის შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 34. ელექტროლიზის უჯრედებიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 35. სპილენძის შენადნობების ჩამოსხმის შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 36. არამჟავური და მჟავური მოწამვლის/ამოჭმის (პიკელირების) შედეგად წარმოქმნილი დიფუზური ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
1.2.3.2. მტვრის ორგანიზებული ემისიებიამ პუნქტში მითითებული ტექნიკების აღწერილობები მოცემულია 1.10 პუნქტში. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) სრულად მოცემულია ცხრილში 3. BAT 37. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ნედლეულის მიღების, შენახვის, დამუშავების, ტრანსპორტირების, დოზირების, შერევის, ჰომოგენიზაციის, მსხვრევის, გაშრობის, ჭრისა და გაცრის, ასევე, სპილენძის ბურბუშელის პიროლიზური დამუშავების შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიის შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. BAT 38. პირველადი სპილენძის წარმოებაში კონცენტრატის გაშრობის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. გამოყენებადობა კონცენტრატებში ორგანული ნახშირბადის მაღალი შემცველობის შემთხვევაში (მაგ., დაახლოებით 10 წონითი %), სახელოიანი ფილტრები შესაძლოა არ იყოს გამოყენებადი (ფილტრის სახელოების დახშობის გამო) და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკა (მაგ., ელექტროსტატიკური ფილტრი – ESP). BAT 39. პირველადი სპილენძის გამოდნობის ღუმელიდან და კონვერტერიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავის, თხევადი SO₂-ის ან წვის დანადგარში) შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის და/ან სველი სკრუბერის გამოყენებას. BAT 40. მეორადი სპილენძის გამოდნობის ღუმელიდან და კონვერტერიდან, ასევე მეორადი სპილენძის შუალედური პროდუქტების დამუშავებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში) შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. BAT 41. მეორადი სპილენძის დამაყოვნებელი ღუმელიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. BAT 42. სპილენძით მდიდარი წიდის ღუმელში დამუშავების შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან სკრუბერის გამოყენებას ელექტროსტატიკურ ფილტრთან (ESP) კომბინაციაში. BAT 43. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ანოდური ღუმელიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან სკრაბერის გამოყენებას ელექტროსტატიკურ ფილტრთან (ESP) კომბინაციაში. BAT 44. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ანოდების ჩამოსხმის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას ან, იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყოფილ აირჰაერმტვერნარევში წყლის შემცველობა ახლოსაა ნამის წერტილთან, სველი სკრუბერის ან წვეთდამჭერის (demister) გამოყენებას. BAT 45. სპილენძის გადადნობის ღუმელიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ნედლეულის შერჩევასა და მიწოდებას გამოყენებული ღუმელის ტიპისა და გამწმენდი სისტემის შესაბამისად და სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. ცხრილი 3 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის სპილენძის წარმოებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.2.3.3. ორგანული ნაერთების ემისიაBAT 46. სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავების, ასევე, მეორადი ნედლეულის გაშრობის, გამოდნობისა და გადადნობის შედეგად ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) მოცემულია ცხრილში 4. ცხრილი 4 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში TVOC-ის ემისიებისთვის სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავების, ასევე, მეორადი ნედლეულის გაშრობის, გამოდნობისა და გადადნობის პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 47. ჰიდრომეტალურგიული სპილენძის წარმოებაში გამხსნელების ექსტრაქციის შედეგად ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას და VOC-ის ემისიების ყოველწლიურად განსაზღვრას, მაგალითად, მასური ბალანსის მეშვეობით.
BAT 48. მეორადი სპილენძის წარმოებაში სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავების, გამოდნობის, გადადნობის, ცეცხლით დახალასების/რაფინირებისა და კონვერტირების ოპერაციების შედეგად ჰაერში PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) მოცემულია ცხრილში 5. ცხრილი 5 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში PCDD/F-ის ემისიებისთვის სპილენძის ბურბუშელების პიროლიზური დამუშავების, გამოდნობის, გადადნობის, ცეცხლოვანი რაფინირებისა და კონვერტირების ოპერაციებიდან მეორადი სპილენძის წარმოებაში
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.2.3.4. გოგირდის დიოქსიდის ემისიებიამ პუნქტში მითითებული ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. BAT 49. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებიდან SO2-ის ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას, თხევადი SO2-ის ან წვის/ენერგეტიკულ დანადგარში) შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 6. ცხრილი 6 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას, თხევადი SO2-ის ან წვის/ენერგეტიკულ დანადგარში)
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.2.3.5. მჟავების ემისიაBAT 50. ელექტროექსტრაქციის უჯრედებიდან, ელექტრორაფინირების უჯრედებიდან, კათოდური ნადების მოსაცილებელი დანადგარის სარეცხი კამერიდან და ანოდური ჯართის სარეცხი დანადგარიდან გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევიდან ჰაერში მჟავური აირების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სველი სკრუბერის ან წვეთდამჭერის (demister) გამოყენებას. 1.2.4. ნიადაგი და მიწისქვეშა წყლებიBAT 51. წიდის კონცენტრატორში სპილენძის აღდგენიდან ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს გაგრილების უბნებზე დრენაჟის სისტემის გამოყენებას და საბოლოო წიდის შესანახი ტერიტორიის სათანადო დაპროექტებას, გადმოღვრილი ჭარბი წყლის შესაგროვებლად და სითხის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. BAT 52. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებაში ელექტროლიზის შედეგად ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
1.2.5. ჩამდინარე წყლების წარმოქმნაBAT 53. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.2.6. ნარჩენებიBAT 54. პირველადი და მეორადი სპილენძის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად BAT წარმოადგენს საწარმოო პროცესების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
1.3. BAT-ის შესახებ დასკვნები ალუმინის წარმოებისთვის, მათ შორის ალუმინის ოქსიდისა და ანოდების წარმოებისთვის1.3.1. ალუმინის ოქსიდის წარმოება1.3.1.1. ენერგიაBAT 55. ბოქსიტიდან ალუმინის ოქსიდის წარმოების დროს ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.3.1.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერშიBAT 56. ალუმინის ოქსიდის კალცინაციის შედეგად მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) გამოყენებას. 1.3.1.3. ნარჩენებიBAT 57. ალუმინის ოქსიდის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ბოქსიტის ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად და მათი მართვის გასაუმჯობესებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
1.3.2. ანოდების წარმოება1.3.2.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.3.2.1.1. მტვრის, PAH-ის და ფტორიდების ემისიები პასტების საამქროდანBAT 58. პასტების საამქროდან ჰაერში მტვრის ემისიების შესამცირებლად (კოქსის მტვრის მოცილება ისეთი ოპერაციებიდან, როგორიცაა კოქსის შენახვა და დაფქვა) BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 7. BAT 59. პასტების საამქროდან (ცხელი ფისის (სქელფისის) შენახვა, პასტების შერევა, გაგრილება და ფორმირება) ჰაერში მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 7. ცხრილი 7 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორის) ემისიებისთვის პასტების საამქროდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.2.1.2. მტვრის, გოგირდის დიოქსიდის, PAH-ის და ფტორიდების ემისიები გამოწვის საამქროდანBAT 60. ანოდების წარმოების საწარმოში, რომელიც ინტეგრირებულია პირველადი ალუმინის გამოდნობის ღუმელთან, გამოწვის საამქროდან ჰაერში მტვრის, გოგირდის დიოქსიდის, PAH-ის და ფტორიდების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 8. ცხრილი 8 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის, BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორის) და ფტორიდების ემისიებისთვის ანოდების წარმოების საწარმოში არსებული გამოწვის საამქროდან, რომელიც ინტეგრირებულია პირველადი ალუმინის გამოდნობის ღუმელთან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 61. დამოუკიდებელ ანოდების საწარმოში არსებული გამოწვის საამქროდან ჰაერში მტვრის, PAH-ის და ფტორიდების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს წინასწარი ფილტრაციის დანადგარისა და რეგენერაციული თერმული ოქსიდატორის გამოყენებას, რასაც მოჰყვება მშრალი სკრუბერი (მაგ., კირის ფენა). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 9. ცხრილი 9 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის, BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორის) და ფტორიდების ემისიებისთვის დამოუკიდებელ ანოდების საწარმოში არსებული გამოწვის საამქროდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.2.2. ჩამდინარე წყლების წარმოქმნაBAT 62. ანოდების გამოწვის პროცესიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს წყლის ჩაკეტილი ციკლის გამოყენებას. გამოყენებადობა ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის და მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს წყლის ხარისხისა და/ან პროდუქტის ხარისხის მოთხოვნების გამო. 3.2.3. ნარჩენები BAT 63. განთავსებისთვის განკუთვნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს კოქსის ფილტრიდან მიღებული ნახშირბადოვანი მტვრის სკრუბერის მასალად რეციკლირებას. გამოყენებადობა გამოყენებადობაზე შეიძლება არსებობდეს შეზღუდვები ნახშირბადოვანი მტვრის ნაცრიანობის შემცველობის მიხედვით. 1.3.3. პირველადი ალუმინის წარმოება1.3.3.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერშიBAT 64. სოდერბერგის (Søderberg) ტექნოლოგიის გამოყენებით პირველადი ალუმინის წარმოებაში ელექტროლიზური უჯრედებიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შეგროვების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
აღწერა BAT 64(გ). ალუმინის ოქსიდის წერტილოვანი მიწოდება თავიდან აცილებს ქერქის რეგულარულ გატეხვას (მაგ., ხელით გვერდითი ჩატვირთვის ან ღეროს მეშვეობით გატეხვის დროს) და შესაბამისად ამცირებს ფტორიდებისა და მტვრის შესაბამის ემისიებს. BAT 64(დ). ანოდის სიმაღლის გაზრდა ხელს უწყობს ანოდის ზედა ნაწილში უფრო დაბალი ტემპერატურის მიღწევას, რაც იწვევს ჰაერში ემისიების შემცირებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL): იხილეთ ცხრილში 12. BAT 65. წინასწარ გამომწვარი ანოდების გამოყენებით პირველადი ალუმინის წარმოებაში ელექტროლიზური უჯრედებიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შეგროვების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
გამოყენებადობა BAT 65(გ) და (თ) არ გამოიყენება არსებული საწარმოებისთვის. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 12. 1.3.3.1.1. ორგანიზებული მტვრისა და ფტორიდების ემისიებიBAT 66. ნედლეულის შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების შედეგად მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 10. ცხრილი 10 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ნედლეულის შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების შედეგად წარმოქმნილი მტვრისთვის
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 67. ელექტროლიზური უჯრედებიდან ჰაერში მტვრის, მეტალებისა და ფტორიდების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 11 და ცხრილში 12. ცხრილი 11 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და ფტორიდების ემისიებისთვის ელექტროლიზური უჯრედებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.3.1.2. მტვრისა და ფტორიდების ჯამური ემისიებიელექტროლიზის კორპუსიდან (ელექტროლიზური უჯრედებიდან და სახურავის სავენტილაციო არხებიდან შეგროვებული) ჰაერში მტვრისა და ფტორიდების ჯამური ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 12. ცხრილი 12 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ელექტროლიზის კორპუსიდან (ელექტროლიზური უჯრედებიდან და სახურავის სავენტილაციო არხებიდან შეგროვებული) ჰაერში მტვრისა და ფტორიდების ჯამური ემისიებისთვის
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 68. პირველადი ალუმინის წარმოებაში გადადნობის, თხევადი მეტალის დამუშავებისა და ჩამოსხმის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 13. ცხრილი 13 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის პირველადი ალუმინის წარმოებაში გადადნობის, თხევადი მეტალის დამუშავებისა და ჩამოსხმის პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.3.1.3. გოგირდის დიოქსიდის ემისიაBAT 69. ელექტროლიზური უჯრედებიდან ჰაერში ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
აღწერა BAT 69(ა). ანოდები, რომლებიც წლიური საშუალოს სახით შეიცავს 1,5 %-ზე ნაკლებ გოგირდს, შეიძლება წარმოებულ იქნეს გამოყენებული ნედლეულის შესაბამისი კომბინაციის მეშვეობით. ელექტროლიზის პროცესის სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭიროა გოგირდის მინიმალური შემცველობა – 0,9 % წლიური საშუალოს სახით. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 14. ცხრილი 14 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის ელექტროლიზური უჯრედებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.3.1.4. პერფტორნახშირბადის ემისიებიBAT 70. პირველადი ალუმინის წარმოებიდან ჰაერში პერფტორნახშირბადების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.
აღწერა BAT 70(გ). ანოდური ეფექტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ელექტროლიტში ალუმინის ოქსიდის შემცველობა ეცემა 1–2 %-ზე ქვემოთ. ანოდური ეფექტის დროს ალუმინის ოქსიდის დაშლის ნაცვლად ხდება კრიოლითური (გამდნარ კრიოლითის შემცველი) აბაზანის დაშლა მეტალისა და ფტორიდის იონებად, რომელთაგან ეს უკანასკნელი წარმოქმნის აიროვან პერფთორნახშირბადებს, რომლებიც რეაგირებს ნახშირბადოვან ანოდთან. 1.3.3.1.5. PAH-ის და CO-ის ემისიებიBAT 71. სოდერბერგის (Søderberg) ტექნოლოგიის გამოყენებით პირველადი ალუმინის წარმოებიდან ჰაერში CO-ის და PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს უჯრედიდან გამომავალ აირში CO-ისა და PAH-ის წვას. 1.3.3.2. ჩამდინარე წყლების წარმოქმნაBAT 72. ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს გამაგრილებელი წყლისა და გაწმენდილი ჩამდინარე წყლების, მათ შორის წვიმის წყლის პროცესში ხელახალ გამოყენებას ან რეციკლირებას. გამოყენებადობა ზოგადად გამოიყენება ახალი საწარმოებისთვის და მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შემთხვევაში. გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს წყლის ხარისხისა და/ან პროდუქტის ხარისხის მოთხოვნების გამო. ხელახლა გამოყენებული ან რეციკლირებული გამაგრილებელი წყლის, გაწმენდილი ჩამდინარე წყლისა და წვიმის წყლის რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს პროცესისთვის საჭირო წყლის რაოდენობას. 1.3.3.3. ნარჩენებიBAT 73. აბაზანის გამოყენებული ამონაგების (spent pot lining) განთავსების შესამცირებლად BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს მისი გარე რეციკლირებას, მაგალითად ცემენტის წარმოებაში, მარილიანი წიდის აღდგენის პროცესში, როგორც დანახშირბადიანების/დაცემენტების აგენტის (კარბიურიზატორის) გამოყენებას ფოლადის ან ფეროშენადნობების ინდუსტრიაში, ან როგორც მეორადი ნედლეულის გამოყენებას (მაგ., ქვა-ბამბა), საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. 1.3.4. მეორადი ალუმინის წარმოება1.3.4.1. მეორადი მასალებიBAT 74. ნედლეულის გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით, BAT წარმოადგენს არამეტალური კომპონენტებისა და ალუმინისგან განსხვავებული მეტალების განცალკევებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით, დამუშავებული მასალების შემადგენლობის მიხედვით.
1.3.4.2. ენერგიაBAT 75. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.3.4.3. ჰაერში ემისიებიBAT 76. ჰაერში ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს გამოდნობის ეტაპამდე ბურბუშელებიდან ზეთისა და ორგანული ნაერთების მოცილებას ცენტრიფუგირებისა და/ან გაშრობის გამოყენებით60. გამოყენებადობა ცენტრიფუგირება გამოიყენება მხოლოდ ძლიერ ზეთით დაბინძურებული ბურბუშელებისთვის, როდესაც იგი გამოიყენება გაშრობამდე. ზეთისა და ორგანული ნაერთების მოცილება შეიძლება არ იყოს საჭირო, თუ ღუმელი და გამწმენდი სისტემა დაპროექტებულია ორგანული მასალის დასამუშავებლად. 1.3.4.3.1. დიფუზური ემისიებიBAT 77. ჯართის წინასწარი დამუშავებიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 78. გადადნობის ღუმელების ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის/ჩამოსხმის შედეგად დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
აღწერა BAT 78 (ა) და (ბ) მოიცავს გამონაბოლქვი აირების შესაგროვებლად და სამართავად საფარისა და გაწოვის სისტემის გამოყენებას. BAT 78 (დ) ჩატვირთვის კონტეინერი ჯართის გადმოტვირთვის დროს ჰერმეტულად ერთდება ღია ღუმლის კართან და ამ ეტაპზე უზრუნველყოფს ღუმლის ჰერმეტულობას. BAT 79. მოხსნილი წიდის/ნამწვის (skimmings/dross) დამუშავებიდან ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.3.4.3.2. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 80. მეორადი ალუმინის წარმოებაში ბურბუშელის გაშრობიდან და ბურბუშელიდან ზეთისა და ორგანული ნაერთების მოცილებიდან, ასევე, ალუმინისგან განსხვავებული არამეტალური კომპონენტებისა და მეტალების მსხვრევის, დაფქვისა და მშრალი სეპარაციიდან, ასევე შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების შედეგად მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 15. ცხრილი 15 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ბურბუშელის გაშრობიდან და ბურბუშელიდან ზეთისა და ორგანული ნაერთების მოცილებიდან, ასევე ალუმინისგან განსხვავებული არამეტალური კომპონენტებისა და მეტალების მსხვრევის, დაფქვისა და მშრალი სეპარაციიდან, ასევე მეორადი ალუმინის წარმოებაში შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 81. მეორადი ალუმინის წარმოებაში ღუმელთან დაკავშირებული პროცესებიდან, როგორიცაა ჩატვირთვა, გადადნობა, ჩამოსხმა და თხევადი მეტალის დამუშავება, ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 16. ცხრილი 16 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მეორადი ალუმინის წარმოებაში ღუმელთან დაკავშირებული პროცესებიდან, როგორიცაა ჩატვირთვა, გადადნობა, ჩამოსხმა და გამდნარი მეტალის დამუშავება
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 82. მეორადი ალუმინის წარმოებაში ხელახალი გადადნობის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 17. ცხრილი 17 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მეორადი ალუმინის წარმოებაში ხელახალი დნობიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.4.3.3. ორგანული ნაერთების ემისიებიBAT 83. დაბინძურებული მეორადი ნედლეულის (მაგ., ბურბუშელა) თერმული დამუშავებიდან და გადადნობის ღუმლიდან ჰაერში ორგანული ნაერთებისა და PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას ქვემოთ მოცემული მინიმუმ ერთ ტექნიკასთან კომბინაციაში.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 18. ცხრილი 18 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში TVOC-ისა და PCDD/F-ის ემისიებისთვის დაბინძურებული მეორადი ნედლეულის (მაგალითად, ბურბუშელა) თერმული დამუშავებიდან და გადადნობის ღუმელიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.4.3.4. მჟავების ემისიებიBAT 84. დაბინძურებული მეორადი ნედლეულის (მაგ., ბურბუშელა) თერმული დამუშავებიდან, გადადნობის ღუმლიდან, ასევე ხელახალი დნობისა და თხევადი მეტალის დამუშავების პროცესებიდან ჰაერში HCl-ის, Cl2-ისა და HF-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
აღწერა BAT 84 (დ) ქლორის ემისიების შესამცირებლად გამოიყენება ინერტულ აირში განზავებული ქლორი სუფთა ქლორის ნაცვლად. რაფინირება, ასევე, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინერტული აირის გამოყენებით. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 19. ცხრილი 19 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში HCl-ის, Cl2-ისა და HF-ის ემისიებისთვის დაბინძურებული მეორადი ნედლეულის (მაგალითად, ბურბუშელა) თერმული დამუშავებიდან, გადადნობის ღუმლიდან, ასევე, ხელახალი დნობისა და თხევადი მეტალის დამუშავებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.4.4. ნარჩენებიBAT 85. მეორადი ალუმინის წარმოებიდან განსათავსებლად განკუთვნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, პროცესის ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
BAT 86. მეორადი ალუმინის წარმოებიდან წარმოქმნილი მარილიანი წიდის რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.3.5. მარილიანი წიდის რეციკლირების პროცესი1.3.5.1. დიფუზური ემისიებიBAT 87. მარილიანი წიდის რეციკლირების პროცესიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
1.3.5.2. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 88. მარილიანი წიდის აღდგენის პროცესთან დაკავშირებული მსხვრევისა და მშრალი დაფქვის შედეგად ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 20. ცხრილი 20 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მარილიანი წიდის აღდგენის პროცესთან დაკავშირებული მსხვრევისა და მშრალი დაფქვის შედეგად
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.3.5.3. აირისებრი ნაერთებიBAT 89. მარილიანი წიდის აღდგენის პროცესიდან სველი დაფქვისა და გამოტუტვის შედეგად ჰაერში აირისებრი ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 21. ცხრილი 21 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში აირისებრი ემისიებისთვის მარილიანი წიდის აღდგენის პროცესიდან სველი დაფქვისა და გამოტუტვის შედეგად
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.4. BAT-ის შესახებ დასკვნები ტყვიის და/ან კალის წარმოებისთვის1.4.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.4.1.1. დიფუზური ემისიებიBAT 90. პირველადი და მეორადი მასალების (ბატარეების გარდა) მომზადებიდან (მაგალითად, დოზირება, შერევა, ჰომოგენიზაცია, მსხვრევა, ჭრა, გაცრა) დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 91. პირველადი ტყვიისა და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში მასალების წინასწარი დამუშავებიდან (მაგალითად, გაშრობა, დაშლა, აგლომერაცია, ბრიკეტირება, გრანულირება/დაგუნდავება, ბატარეების მსხვრევა, გაცრა და კლასიფიკაცია) დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 92. ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის ოპერაციებიდან, ასევე, პირველადი ტყვიის წარმოებაში სპილენძის წინასწარი მოცილების ოპერაციებიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების შესაბამისი კომბინაციის გამოყენებას.
BAT 93. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ხელახალი გადადნობიდან, რაფინირებიდან და ჩამოსხმიდან დიფუზური ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინაციის გამოყენებას.
1.4.1.2. მტვრის ორგანიზებული ემისიებიBAT 94. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ნედლეულის მომზადებიდან (მაგალითად, მიღება, დამუშავება, შენახვა, დოზირება, შერევა, ჰომოგენიზაცია, გაშრობა, მსხვრევა, ჭრა და გაცრა) ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 22. ცხრილი 22 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ნედლეულის მომზადების პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 95. ბატარეების მომზადებიდან (მსხვრევა, გაცრა და კლასიფიკაცია) ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან სველი სკრუბერის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 23. ცხრილი 23 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ბატარეების მომზადებიდან (მსხვრევა, გაცრა და კლასიფიკაცია)
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 96. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის დანადგარში) შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 24. ცხრილი 24 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და ტყვიის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის დანადგარში)
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 97. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ხელახალი დნობიდან, რაფინირებიდან და ჩამოსხმიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 25. ცხრილი 25 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და ტყვიის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ხელახალი გადადნობიდან, რაფინირებიდან და ჩამოსხმიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.4.1.3. ორგანული ნაერთების ემისიებიBAT 98. მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ნედლეულის შრობისა და გამოდნობის პროცესიდან ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 26. ცხრილი 26 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში TVOC-ის ემისიებისთვის მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ნედლეულის შრობისა და გამოდნობის პროცესიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 99. მეორადი ტყვიის და/ან კალის ნედლეულის გამოდნობიდან ჰაერში PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 27. ცხრილი 27 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში PCDD/F-ის ემისიებისთვის მეორადი ტყვიის და/ან კალის ნედლეულის გამოდნობიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.4.1.4. გოგირდის დიოქსიდის ემისიებიBAT 100. პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან ჰაერში SO₂-ის ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას ან თხევადი SO₂-ის დანადგარში), BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
აღწერა BAT 100 (ა) ფუძე მარილის ხსნარი გამოიყენება მეორადი მასალებიდან სულფატების მოსაშორებლად გამოდნობამდე. BAT 100 (დ) გოგირდის ფიქსაცია გამოდნობის ფაზაში მიიღწევა გამოდნობის ღუმელებში რკინისა და სოდის (Na₂CO₃) დამატებით, რომლებიც რეაგირებს ნედლეულში არსებულ გოგირდთან და წარმოქმნის Na₂S-FeS წიდას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 28.
ცხრილი 28 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის პირველადი და მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებაში ჩატვირთვის, გამოდნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას ან თხევადი SO2-ის დანადგარში)
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.4.2. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვაBAT 101. ბატარეების შენახვის, მსხვრევის, გაცრისა და კლასიფიკაციის ოპერაციებიდან ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს მჟავაგამძლე იატაკის ზედაპირისა და მჟავის დაღვრისთვის განკუთვნილი შემკრები სისტემის გამოყენებას. 1.4.3. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა და გაწმენდაBAT 102. ტუტეებით გამოტუტვის პროცესიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ფუძე მარილის ხსნარიდან ნატრიუმის სულფატის კრისტალიზაციის პროცესში მიღებული წყლის ხელახალ გამოყენებას. BAT 103. ბატარეების მომზადებიდან წყალში ემისიების შესამცირებლად, როდესაც მჟავური ნისლი მიემართება ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში, BAT წარმოადგენს სათანადოდ დაპროექტებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციას, რათა შემცირდეს ამ ნაკადში არსებული დამაბინძურებლები. 1.4.4. ნარჩენებიBAT 104. პირველადი ტყვიის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
BAT 105. ტყვიის აკუმულატორებში არსებული პოლიპროპილენისა და პოლიეთილენის შემცველობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, BAT წარმოადგენს მათ განცალკევებას ბატარეებისგან გამოდნობამდე. გამოყენებადობა ეს შეიძლება არ გამოიყენებოდეს შახტური ღუმელებისთვის, რადგან დაუშლელი (მთლიანი) ბატარეებით უზრუნველყოფილი აირგამტარობა აუცილებელია ღუმელის ოპერირებისთვის. BAT 106. ბატარეების აღდგენის პროცესიდან შეგროვებული გოგირდმჟავას ხელახალი გამოყენების ან აღდგენის მიზნით, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს მის შიდა ან გარე ხელახალ გამოყენებას ან რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
BAT 107. მეორადი ტყვიის და/ან კალის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
1.5. BAT-ის შესახებ დასკვნები თუთიის და/ან კადმიუმის წარმოებისთვის1.5.1. პირველადი თუთიის წარმოება1.5.1.1. ჰიდრომეტალურგიული თუთიის წარმოება1.5.1.1.1. ენერგიაBAT 108. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს მადნის გამოსაწვავ ღუმელში წარმოქმნილი ტექნოლოგიური აირებიდან (გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევიდან) სითბოს აღდგენას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
1.5.1.1.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.5.1.1.2.1. დიფუზური ემისიებიBAT 109. მადნის გამოსაწვავი ღუმელის კაზმის მომზადებისა და მისი მიწოდების შედეგად ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 110. კალცინირებული ნედლეულის დამუშავებიდან ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 111. გამოტუტვის, მყარი-თხევადი ფაზების განცალკევებისა და გაწმენდის პროცესებიდან ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 112. ელექტროლიზური ექსტრაქციის პროცესიდან ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ელექტროლიზური ექსტრაქციის უჯრედებში დანამატების, განსაკუთრებით ქაფწარმომქმნელი აგენტების გამოყენებას. 1.5.1.1.2.2. ორგანიზებული ემისიებიBAT 113. ნედლეულის დამუშავებიდან და შენახვიდან, მადნის გამოსაწვავი ღუმელის მშრალი კაზმის მომზადებიდან, მშრალი კაზმის მიწოდებიდან და კალცინირებული ნედლეულის დამუშავებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 29. ცხრილი 29 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ნედლეულის დამუშავებიდან და შენახვიდან, მადნის გამოსაწვავი ღუმელის მშრალი საკვების მომზადებიდან, მშრალი საკვების მიწოდებიდან და კალცინირებული მასალის დამუშავებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 114. გამოტუტვის, გაწმენდისა და ელექტროლიზის პროცესებიდან ჰაერში თუთიისა და გოგირდმჟავას ემისიების, ასევე, გაწმენდის პროცესებიდან არსანისა და სტიბანის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 30. ცხრილი 30 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში თუთიისა და გოგირდმჟავას ემისიებისთვის გამოტუტვის, გაწმენდისა და ელექტროლიზის პროცესებიდან, ასევე არსანისა და სტიბანის ემისიებისთვის გაწმენდის პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.5.1.1.3. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვაBAT 115. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს წყალგაუმტარი შემოზვინული მოედნის გამოყენებას იმ რეზერვუარებისთვის, რომლებიც გამოიყენება გამოტუტვის ან გაწმენდის პროცესში, ასევე, ელექტროლიზური უჯრედების ან ნარჩენების შენახვის შენობებისთვის მეორადი (დამატებითი) შეკავების სისტემის გამოყენებას. 1.5.1.1.4. ჩამდინარე წყლების წარმოქმნაBAT 116. სუფთა წყლის მოხმარების შესამცირებლად და ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
1.5.1.1.5. ნარჩენებიBAT 117. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების რეციკლირებას, მათ შორის ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
BAT 118. გამოტუტვის ნარჩენების საბოლოო განთავსებისთვის ვარგისად გარდაქმნის მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
აღწერა BAT 118 (ბ) იაროზიტის ნარჩენების სტაბილიზაციის (Jarofix) პროცესი მოიცავს იაროზიტის ნალექების შერევას პორტლანდცემენტთან, კირთან და წყალთან. BAT 118 (გ) სულფიდირების პროცესი მოიცავს ნარჩენებისთვის NaOH-ისა და Na2S-ის დამატებას ელუტრიაციის რეზერვუარში და სულფიდირების რეაქტორებში. BAT 118 (დ) რკინის ნარჩენების კომპაქტირება მოიცავს ტენიანობის შემცველობის შემცირებას ფილტრების გამოყენებით და კირის ან სხვა აგენტების დამატებით. 1.5.1.2. პირომეტალურგიული თუთიის წარმოება1.5.1.2.1. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები1.5.1.2.1.1. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 119. პირომეტალურგიული თუთიის წარმოებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში), BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. გამოყენებადობა კონცენტრატებში ორგანული ნახშირბადის მაღალი შემცველობის შემთხვევაში (მაგალითად, დაახლოებით 10 მასური %), სახელოიანი ფილტრები შეიძლება არ იყოს გამოყენებადი სახელოების დახშობის გამო და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკები (მაგალითად, სველი სკრუბერი). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 31. ცხრილი 31 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის პირომეტალურგიული თუთიის წარმოებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში)
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 120. პირომეტალურგიული თუთიის წარმოებიდან ჰაერში SO2-ის ემისიების შესამცირებლად (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში), BAT წარმოადგენს სველი დესულფურიზაციის ტექნიკის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 32. ცხრილი 32 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის პირომეტალურგიული თუთიის წარმოებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში)
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.5.2. მეორადი თუთიის წარმოება1.5.2.1. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები1.5.2.1.1. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 121. გრანულირების (პელეტიზაციისა) და წიდის დამუშავების პროცესებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 33. ცხრილი 33 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის პელეტიზაციისა და წიდის დამუშავების პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 122. მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე, წიდააქროლვის ღუმელიდან და ველცის (Waelz) ღუმელიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. გამოყენებადობა სახელოიანი ფილტრი შეიძლება არ იყოს გამოყენებადი კლინკერის ოპერაციებისთვის (სადაც საჭიროა ქლორიდების შემცირება მეტალის ოქსიდების ნაცვლად). საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 34. ცხრილი 34 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე წიდააქროლვის და ველცის ღუმელიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.5.2.1.2. ორგანული ნაერთების ემისიებიBAT 123. მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე, წიდააქროლვის და ველცის (Waelz) ღუმელიდან ჰაერში ორგანული ნაერთების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 35. ცხრილი 35 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში TVOC-ისა და PCDD/F-ის ემისიებისთვის მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე წიდააქროლვის და ველცის ღუმელიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.5.2.1.3. მჟავების ემისიებიBAT 124. მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე, წიდააქროლვის და ველცის (Waelz) ღუმელიდან ჰაერში HCl-ისა და HF-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 36. ცხრილი 36 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში HCl-ისა და HF-ის ემისიებისთვის მეტალური და შერეული მეტალური/ოქსიდური ნაკადების დნობიდან, ასევე წიდააქროლვის და ველცის ღუმელიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.5.2.2. ჩამდინარე წყლების წარმოქმნა და წმენდაBAT 125. ველცის ღუმელის პროცესში სუფთა წყლის მოხმარების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს მრავალსაფეხურიანი საწინააღმდეგო (წინაღობური) ნაკადური რეცხვის გამოყენებას. აღწერა რეცხვის წინა ეტაპიდან მიღებული წყალი იფილტრება და ხელახლა გამოიყენება მომდევნო რეცხვის ეტაპზე. შესაძლებელია ორი ან სამი საფეხურის გამოყენება, რაც ერთსაფეხურიან საწინააღმდეგო ნაკადურ რეცხვასთან შედარებით წყლის მოხმარების სამჯერამდე შემცირების შესაძლებლობას იძლევა. BAT 126. ველცის ღუმელთან დაკავშირებულ პროცესში რეცხვის ეტაპიდან წყალში ჰალოგენიდების ემისიების პრევენციის ან შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს კრისტალიზაციის გამოყენებას. 1.5.3. თუთიის ზოდების გადნობა, ლეგირება და ჩამოსხმა, ასევე თუთიის ფხვნილის წარმოება1.5.3.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.5.3.1.1. მტვრის დიფუზური ემისიებიBAT 127. თუთიის ზოდების გადნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს უარყოფითი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების გამოყენებას. 1.5.3.1.2. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 128. თუთიის ზოდების გადნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან, ასევე, თუთიის ფხვნილის წარმოებიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 37. ცხრილი 37 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრის ემისიებისთვის თუთიის ზოდების გადნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან, ასევე, თუთიის ფხვნილის წარმოებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.5.3.2. ჩამდინარე წყლებიBAT 129. თუთიის ზოდების გადნობისა და ჩამოსხმის პროცესებიდან ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით, BAT წარმოადგენს გამაგრილებელი წყლის ხელახალ გამოყენებას. 1.5.3.3. ნარჩენებიBAT 130. თუთიის ზოდების დნობიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებით.
1.5.4. კადმიუმის წარმოება1.5.4.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.5.4.1.1. დიფუზური ემისიებიBAT 131. ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
1.5.4.1.2. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 132. პირომეტალურგიული კადმიუმის წარმოებიდან და კადმიუმის ზოდების დნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 38. ცხრილი 38 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ჰაერში მტვრისა და კადმიუმის ემისიებისთვის პირომეტალურგიული კადმიუმის წარმოებიდან და კადმიუმის ზოდების გადნობიდან, ლეგირებიდან და ჩამოსხმიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.5.4.2. ნარჩენებიBAT 133. ჰიდრომეტალურგიული კადმიუმის წარმოებიდან განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის რეციკლირებას, მათ შორის ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით.
1.6. BAT-ის შესახებ დასკვნები ძვირფასი ლითონების წარმოებისთვის1.6.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.6.1.1. დიფუზური ემისიებიBAT 134. წინასწარი დამუშავების ოპერაციებიდან (მაგალითად, მსხვრევა, გაცრა და შერევა) ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 135. გამოდნობისა და გადადნობის პროცესებიდან (როგორც Doré-ს, ისე არა- Doré-ს ტექნოლოგიით), ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.
BAT 136. გამოტუტვისა და ოქროს ელექტროლიზის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 137. ჰიდრომეტალურგიული ტექნოლოგიიდან/ოპერაციიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.
BAT 138. ინსინერაციის, კალცინაციისა და გაშრობის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ყველა ტექნიკის გამოყენებას.
BAT 139. რაფინირების დროს საბოლოო ლითონური პროდუქტების დნობიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.
1.6.1.2. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 140. მსხვრევის, გაცრის, შერევის, გადნობის, გამოდნობის, ინსინერაციის, კალცინაციის, შრობისა და რაფინირების მსგავსი ყველა მტვრიანი ოპერაციიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 39. ცხრილი 39 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ყველა მტვრიანი ოპერაციიდან, მაგალითად, მსხვრევიდან, გაცრიდან, შერევიდან, დნობიდან, გამოდნობიდან, ინსინერაციიდან, კალცინაციიდან, შრობიდან და რაფინირებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.6.1.3. NOx-ის ემისიებიBAT 141. ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, რომლებიც მოიცავს აზოტმჟავაში გახსნას/გამოტუტვას, ატმოსფერულ ჰაერში NOX-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 40. ცხრილი 40 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NOX-ის ემისიებისთვის ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, რომლებიც მოიცავს აზოტმჟავაში გახსნას/გამოტუტვას
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.6.1.4. გოგირდის დიოქსიდის ემისიებიBAT 142. მეტალის Doré წარმოების შესაბამისი დნობისა და გამოდნობის ოპერაციებიდან ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიების შესამცირებლად (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში), მათ შორის შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 41. ცხრილი 41 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის მეტალის Doré წარმოების შესაბამისი დნობისა და გამოდნობის ოპერაციებიდან (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას დანადგარში), მათ შორის, შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 143. ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიების შესამცირებლად, მათ შორის, შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან, BAT წარმოადგენს სველი სკრუბერის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 42. ცხრილი 42 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიებისთვის ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, მათ შორის, შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და გაშრობის ოპერაციებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.6.1.5. HCl-ისა და Cl2-ის ემისიებიBAT 144. ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან ატმოსფერულ ჰაერში HCl-ისა და Cl₂-ის ემისიების შესამცირებლად, მათ შორის შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან, BAT წარმოადგენს ტუტე სკრუბერის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 43. ცხრილი 43 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში HCl-ისა და Cl2-ის ემისიებისთვის ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, მათ შორის შესაბამისი ინსინერაციის, კალცინაციისა და შრობის ოპერაციებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.6.1.6. NH3-ის ემისიებიBAT 145. ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, რომლებშიც ადგილი აქვს ამიაკის ან ამონიუმის ქლორიდის გამოყენებას, ატმოსფერულ ჰაერში NH3-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს გოგირდმჟავიანი სველი სკრუბერის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 44. ცხრილი 44 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში NH₃-ის ემისიებისთვის ჰიდრომეტალურგიული ოპერაციებიდან, რომლებშიც ადგილი აქვს ამიაკის ან ამონიუმის ქლორიდის გამოყენებას
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.6.1.7. PCDD/F-ის ემისიებიBAT 146. ატმოსფერულ ჰაერში PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად შრობის ოპერაციებიდან, სადაც ნედლეული შეიცავს ორგანულ ნაერთებს, ჰალოგენებს ან PCDD/F-ის სხვა პრეკურსორებს, ინსინერაციის და კალცინაციის ოპერაციებიდან, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 45. ცხრილი 45 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში PCDD/F-ის ემისიებისთვის შრობის ოპერაციებიდან, სადაც ნედლეული შეიცავს ორგანულ ნაერთებს, ჰალოგენებს ან PCDD/F-ის სხვა პრეკურსორებს, ინსინერაციის და კალცინაციის ოპერაციებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.6.2. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვაBAT 147. ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
1.6.3. ჩამდინარე წყლების წარმოქმნაBAT 148. ჩამდინარე წყლების წარმოქმნის პრევენციის მიზნით BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
1.6.4. ნარჩენებიBAT 149. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
1.7. BAT-ის შესახებ დასკვნები ფეროშენადნობების წარმოებისთვის1.7.1. ენერგიაBAT 150. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს დახურულრკალიან (ჩაძირულ-რკალურ) ღუმელში ან დახურულ პლაზმურ-მტვრის პროცესში წარმოქმნილი CO-ით მდიდარი გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევიდან ენერგიის აღდგენას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
BAT 151. ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ნახევრად დახურულრკალიან (ჩაძირულ-რკალურ) ღუმელში წარმოქმნილი ცხელი გაფრქვეული აირჰაერმტვერნარევიდან ენერგიის აღდგენას ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებით.
BAT 152. ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიზნით BAT წარმოადგენს ღია ჩაძირულრკალურ ღუმელში წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევიდან ენერგიის აღდგენას ცხელი წყლის წარმოების გზით. გამოყენებადობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ცხელი წყლის მიმართ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი მოთხოვნა. 1.7.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.7.2.1. დიფუზური მტვრის ემისიებიBAT 153. ჩამოსხმისა და გამოშვების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური ემისიების პრევენციის, შემცირებისა და შეგროვების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან ორივე ტექნიკის გამოყენებას.
1.7.2.2. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 154. მყარი მასალების შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების პროცესებიდან, ასევე, წინასწარი დამუშავების ოპერაციებიდან, მაგალითად, დოზირების, შერევის, გადარევის და გაუცხიმოვნების პროცესებიდან, ასევე, გამოშვების, ჩამოსხმისა და შეფუთვის ოპერაციებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46. BAT 155. მსხვრევის, ბრიკეტირების, გრანულირების (პელეტიზაციის) და აგლომერაციის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან სახელოიანი ფილტრის სხვა ტექნიკებთან კომბინაციაში გამოყენებას. გამოყენებადობა სახელოიანი ფილტრის გამოყენებადობა შეიძლება შეზღუდული იყოს დაბალი გარემო ტემპერატურის (–20 °C-დან –40 °C-მდე) და გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის მაღალი ტენიანობის შემთხვევაში, ასევე, CaSi-ის მსხვრევისას უსაფრთხოების საკითხების (ანუ აფეთქებადობის) გამო. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46. BAT 156. ღია ან ნახევრად დახურული ჩაძირულ-რკალური ღუმელიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46. BAT 157. დახურული ჩაძირულ-რკალური ღუმელიდან ან დახურული პლაზმურ-მტვრის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46. BAT 158. ფერომოლიბდენისა და ფეროვანადიუმის წარმოებისთვის გამოყენებული ცეცხლგამძლე მასალით ამოგებული ტიგელიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 46. ცხრილი 46 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ფეროშენადნობების წარმოებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.7.2.3. PCDD/F-ის ემისიებიBAT 159. ფეროშენადნობების მწარმოებელი ღუმელიდან ატმოსფერულ ჰაერში PCDD/F-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ადსორბენტების შეფრქვევასა და ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) და/ან სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 47. ცხრილი 47 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში PCDD/F-ის ემისიებისთვის ფეროშენადნობების მწარმოებელი ღუმელიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.7.2.4. PAH-ისა და ორგანული ნაერთების ემისიებიBAT 160. მბრუნავ ღუმელებში ტიტანის ბურბუშელის გაუცხიმოვნების პროცესიდან, ატმოსფერულ ჰაერში PAH-ისა და ორგანული ნაერთების ემისიების შემცირების მიზნით, BAT წარმოადგენს თერმული ოქსიდატორის გამოყენებას. 1.7.3. ნარჩენებიBAT 161. განთავსებისთვის გაგზავნილი წიდის რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს წიდის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, წიდის რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
BAT 162. განთავსებისთვის გაგზავნილი ფილტრის მტვრისა და შლამის რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ფილტრის მტვრისა და შლამის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, მათი რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
1.8. BAT-ის შესახებ დასკვნები ნიკელის და/ან კობალტის წარმოებისთვის1.8.1. ენერგიაBAT 163. ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.8.2. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.8.2.1. დიფუზური ემისიებიBAT 164. ღუმლის ჩატვირთვის პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს დახურული კონვეიერული (ტრანსპორტიორების) სისტემების გამოყენებას. BAT 165. გამოდნობის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს დაფარული და ქოლგებით აღჭურვილი ღარების გამოყენებას, რომლებიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან. BAT 166. კონვერტირების პროცესებიდან დიფუზური მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ოპერაციების განხორციელებას უარყოფითი წნევის ქვეშ და შემკრები ქოლგების გამოყენებას, რომლებიც მიერთებულია გამწმენდ სისტემასთან. BAT 167. ატმოსფერული და წნევით გამოტუტვის პროცესებიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ორივე ტექნიკის გამოყენებას.
BAT 168. გამხსნელებით ექსტრაქციის რაფინირების პროცესებიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
BAT 169. ელექტროლიზური დალექვის ელექტროექსტრაქციის პროცესებიდან დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ტექნიკების კომბინაციის გამოყენებას.
BAT 170. ნიკელის ფხვნილისა და ნიკელის ბრიკეტების წარმოებისას წყალბადური აღდგენის პროცესიდან (წნევითი პროცესები) დიფუზური ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ჰერმეტული ან დახურული რეაქტორის, სალექარისა და წნევიანი ჭურჭლის/ავტოკლავის, ფხვნილის კონვეიერისა და პროდუქტის სილოსის გამოყენებას. 1.8.2.2. ორგანიზებული მტვრის ემისიებიBAT 171. სულფიდური მადნების დამუშავებისას, ნედლეულის დამუშავებისა და შენახვის, მასალის წინასწარი დამუშავების პროცესების (მაგალითად, მადნის მომზადებისა და მადნის/კონცენტრატის შრობის), ღუმელის ჩატვირთვის, გამოდნობის, კონვერტირების, თერმული რაფინირებისა და ნიკელის ფხვნილისა და ბრიკეტების წარმოების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და მეტალების ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის ან ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) და სახელოიანი ფილტრის კომბინაციის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 48. ცხრილი 48 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიებისთვის ნედლეულის დამუშავებისა და შენახვის, მასალის წინასწარი დამუშავების პროცესების (მაგალითად, მადნის მომზადებისა და მადნის/კონცენტრატის შრობის), ღუმელის ჩატვირთვის, გამოდნობის, კონვერტირების, თერმული რაფინირებისა და ნიკელის ფხვნილისა და ბრიკეტების წარმოების პროცესებიდან სულფიდური მადნების დამუშავებისას
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.8.2.3. ნიკელისა და ქლორის ემისიებიBAT 172. ატმოსფერული ან წნევით გამოტუტვის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში ნიკელისა და ქლორის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სველი სკრუბერის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 49. ცხრილი 49 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში ნიკელისა და ქლორის ემისიებისთვის ატმოსფერული ან წნევით გამოტუტვის პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 173. ქლორით რკინის (III) ქლორიდის გამოყენებით ნიკელის შტეინის რაფინირების პროცესიდან ატმოსფერულ ჰაერში ნიკელის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 50. ცხრილი 50 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში ნიკელის ემისიებისთვის ქლორით რკინის (III) ქლორიდის გამოყენებით ნიკელის შტეინის რაფინირების პროცესიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.8.2.4. გოგირდის დიოქსიდის ემისიებიBAT 174. სულფიდური მადნების დამუშავებისას, გამოდნობისა და კონვერტირების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში SO₂-ის ემისიების შესამცირებლად (გარდა იმ ემისიებისა, რომლებიც მიემართება გოგირდმჟავას საწარმოში), BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
1.8.2.5. NH3-ის ემისიებიBAT 175. ნიკელის ფხვნილისა და ბრიკეტების წარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში NH3-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სველი სკრუბერის გამოყენებას. 1.8.3. ნარჩენებიBAT 176. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთების რეციკლირებას, მათ შორის, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით.
1.9. BAT-ის შესახებ დასკვნები ნახშირბადის და/ან გრაფიტის წარმოებისთვის1.9.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერში1.9.1.1. დიფუზური ემისიებიBAT 177. თხევადი ფისის (სქელფისის) შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში დიფუზური PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
1.9.1.2. მტვრისა და PAH-ის ემისიებიBAT 178. კოქსისა და ფისის (სქელფისის) შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების, ასევე, მექანიკური პროცესების (მაგალითად, დაფქვის), გრაფიტიზაციისა და მექანიკური დამუშავების პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს სახელოიანი ფილტრის გამოყენებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 51. ცხრილი 51 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორი) ემისიებისთვის კოქსისა და ფისის (სქელფისის) შენახვის, დამუშავებისა და ტრანსპორტირების, ასევე, მექანიკური პროცესების (მაგალითად, დაფქვის), გრაფიტიზაციისა და მექანიკური დამუშავების პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 179. მწვანე პასტებისა და მწვანე ფორმების წარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 52. ცხრილი 52 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორი) ემისიებისთვის მწვანე პასტისა და მწვანე ფორმების წარმოებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 180. შეცხობის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 53. ცხრილი 53 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორი) ემისიებისთვის შეცხობის და ხელახალი შეცხობის პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. BAT 181. გაჟღენთვის პროცესებიდან ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და PAH-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 54. ცხრილი 54 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში მტვრისა და BaP-ის (როგორც PAH-ის ინდიკატორი) ემისიებისთვის გაჟღენთვის პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.9.1.3. გოგირდის დიოქსიდის ემისიებიBAT 182. ტექნოლოგიურ პროცესში გოგირდის დამატებისას ატმოსფერულ ჰაერში SO2-ის ემისიების შესამცირებლად, BAT წარმოადგენს მშრალი და/ან სველი სკრუბერის გამოყენებას. 1.9.1.4. ორგანული ნაერთების ემისიებიBAT 183. ატმოსფერულ ჰაერში ორგანული ნაერთების, მათ შორის, ფენოლისა და ფორმალდეჰიდის ემისიების შესამცირებლად გაჟღენთვის ეტაპიდან, სადაც გამოიყენება სპეციალური გამჟღენთავი აგენტები, მაგალითად, ფისები და ბიოდეგრადირებადი გამხსნელები, BAT წარმოადგენს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) იხილეთ ცხრილში 55. ცხრილი 55 საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) ატმოსფერულ ჰაერში TVOC-ის ემისიებისთვის შერევის, შეცხობისა და გაჟღენთვის პროცესებიდან
შესაბამისი მონიტორინგი მოცემულია BAT 10-ში. 1.9.2. ნარჩენებიBAT 184. განთავსებისთვის გაგზავნილი ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად, BAT წარმოადგენს საწარმოში ოპერაციების იმგვარ ორგანიზებას, რომ ხელი შეეწყოს ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის ხელახალ გამოყენებას ან, თუ ეს შეუძლებელია, ტექნოლოგიური პროცესის ნაშთის რეციკლირებას, მათ შორის, ნახშირბადის და სხვა ნაშთის ხელახალი გამოყენებით ან რეციკლირებით წარმოების პროცესებიდან როგორც თავად ტექნოლოგიურ ციკლში/პროცესში, ასევე სხვა გარე პროცესებში. 1.10. ტექნიკის აღწერილობა1.10.1. ემისიები ატმოსფერულ ჰაერშიქვემოთ აღწერილი ტექნიკა ჩამოთვლილია იმ ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების მიხედვით, რომელთა შემცირებისთვისაც ისინი გამოიყენება. 1.10.1.1. მტვრის ემისიები
1.10.1.2. NOx-ის ემისიები
1.10.1.3. SO₂-ის, HCl-ისა და HF-ის ემისიები
1.10.1.4. ვერცხლისწყლის ემისიები
1.10.1.5. VOC-ის, PAH-ისა და PCDD/F-ის ემისიები
1.10.2. ემისიები წყალში
1.10.3. სხვა
1 სერიული პროცესებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანი სერიის ხანგრძლივობის განმავლობაში ჩატარებული გაზომვების რეპრეზენტატიული რაოდენობის საშუალო მნიშვნელობა ან მთლიანი სერიის ხანგრძლივობის განმავლობაში ჩატარებული გაზომვის შედეგი. 2 არაუწყვეტი ნაკადებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სინჯის აღების განსხვავებული პროცედურა, რომელიც იძლევა რეპრეზენტატიულ შედეგებს (მაგ., წერტილოვანი სინჯის აღება). 3 ნედლეულის შენახვისა და დამუშავების შედეგად წარმოქმნილი მტვრის ემისიების მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ³/სთ) მონიტორინგი შეიძლება ეფუძნებოდეს შემცვლელი პარამეტრების (მაგ., წნევის ვარდნა) გაზომვას. 4 მაღალი ემისიების მქონე წყაროებისთვის BAT წარმოადგენს უწყვეტ გაზომვას ან, როდესაც უწყვეტი გაზომვა არ არის გამოყენებადი, უფრო ხშირ პერიოდულ მონიტორინგს. 5 მონიტორინგს დაქვემდებარებული ლითონები დამოკიდებულია გამოყენებული ნედლეულის შემადგენლობაზე. 6 მონიტორინგი რელევანტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ნედლეული შეიცავს გოგირდს. 7 მონიტორინგი შესაძლოა არ იყოს რელევანტური ჰიდრომეტალურგიული პროცესებისთვის. 8 BAT 69.(ა)-სთან დაკავშირებით, SO₂-ის ემისიების გამოსათვლელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასური ბალანსი, რომელიც ეფუძნება მოხმარებული ანოდების თითოეულ პარტიაში გოგირდის შემცველობის გაზომვას. 9 საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული ნედლეულის ორგანული ნაერთების შემცველობის გათვალისწინებით. 10 საჭიროების შემთხვევაში, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა გამოყენებულ ნედლეულში ჰალოგენირებული ორგანული ნაერთების შემცველობა, ტემპერატურული პროფილი და ა.შ. 11 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 12 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 13 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია ადსორბენტების (მაგ., აქტივირებული ნახშირი, სელენი) გამოყენებასთან მტვრის ფილტრაციასთან კომბინაციაში, გარდა იმ პროცესებისა, რომლებიც იყენებს ველცის ღუმელებს (Waelz kilns). 14 ტექნიკების აღწერილობები მოცემულია 1.10 პუნქტში. 15 მონიტორინგის სიხშირე შეიძლება დაკორექტირდეს, თუ მონაცემთა რიგები მკაფიოდ ადასტურებს ემისიების საკმარის სტაბილურობას. 16 შენიშვნა: „სხვა ფერადი ლითონები“ ნიშნავს ფერადი ლითონების წარმოებას, გარდა იმ ლითონებისა, რომლებიც კონკრეტულად განხილულია 1.2–1.8 პუნქტებში. 17 მონიტორინგს დაქვემდებარებული ლითონების რაობა დამოკიდებულია გამოყენებული ნედლეულის შედგენილობაზე. 18 ტექნიკის აღწერა მოცემული პუნქტში 1.10. 19 დანადგარში შემავალი ნედლეულის საერთო მოცულობაში დარიშხანის მაღალი შემცველობის შემთხვევაში, BAT-AEL შეიძლება იყოს 0,2 მგ/ლ-მდე. 20 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 21 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 22 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 23 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 24 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 25 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 26 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში 27 იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებული კონცენტრატები ხასიათდება ორგანული ნახშირბადის მაღალი შემცველობით (მაგ., დაახლოებით 10 წონითი %), მოსალოდნელია ემისიები 10 მგ/ნმ³-მდე. 28 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა 29 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ იმ შემთხვევაში, როდესაც მძიმე მეტალების ემისიები აღემატება შემდეგ დონეებს: 1 მგ/ნმ³ ტყვიისთვის, 1 მგ/ნმ³ სპილენძისთვის, 0,05 მგ/ნმ³ დარიშხანისთვის და 0,05 მგ/ნმ³ კადმიუმისთვის 30 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ იმ შემთხვევაში, როდესაც ტყვიის ემისიები აღემატება 1 მგ/ნმ³-ს. 31 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია სახელოიანი ფილტრის გამოყენებასთან. 32 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ იმ შემთხვევაში, როდესაც სპილენძის ემისიები აღემატება 1 მგ/ნმ³-ს. 33 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 34 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 35 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია რეგენერაციული თერმული ოქსიდატორის გამოყენებასთან. 36 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 37 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 38 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 39 სველი სკრუბერის გამოყენების ან დაბალი გოგირდშემცველობის მქონე კონცენტრატის გამოყენების შემთხვევაში, BAT-AEL შეიძლება იყოს 350 მგ/ნმ³-მდე. 40 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 41 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 42 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 43 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 44 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 45 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 46 საშუალო დღიური მაჩვენებელი. 47 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 48 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 49 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 50 როგორც საშუალო სადღეღამისო ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 51 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 52 როგორც წლის განმავლობაში ელექტროლიზის კორპუსიდან გაფრქვეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა, გაყოფილი იმავე წლის განმავლობაში წარმოებული თხევადი ალუმინის მასაზე. 53 აღნიშნული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) არ გამოიყენება იმ საწარმოებისთვის/საამქროებისთვის, რომელთა კონფიგურაციის გამო შეუძლებელია სახურავზე ემისიების გაზომვა. 54 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 55 როგორც წლის განმავლობაში აღებული სინჯების საშუალო მნიშვნელობა. 56 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია სახელოიანი ფილტრის გამოყენებასთან. 57 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 58 როგორც წლის განმავლობაში გაფრქვეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა, გაყოფილი იმავე წლის განმავლობაში წარმოებული თხევადი ალუმინის მასაზე. 59 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია სველი სკრუბერის გამოყენებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია დაბალი გოგირდშემცველობის მქონე ანოდების გამოყენებასთან. 60 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 61 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 62 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 63 როგორც საშუალო სადღეღამისო ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 64 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 65 ღუმელებისთვის, რომლებიც დაპროექტებულია მხოლოდ დაუბინძურებელი ნედლეულის გამოსაყენებლად და რეალურად იყენებს მხოლოდ ასეთ ნედლეულს, რომელთა მტვრის ემისიები 1 კგ/სთ-ზე ნაკლებია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 25 მგ/ნმ³-ს, როგორც წლის განმავლობაში აღებული სინჯების საშუალო მნიშვნელობა. 66 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 67 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 68 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 69 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 70 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. ქლორის შემცველი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით განხორციელებული რაფინირების შემთხვევაში, BAT-AEL ეხება ქლორირების პროცესის განმავლობაში საშუალო კონცენტრაციას. 71 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. ქლორის შემცველი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით განხორციელებული რაფინირების შემთხვევაში, BAT-AEL ეხება ქლორირების პროცესის განმავლობაში საშუალო კონცენტრაციას. 72 გამოიყენება მხოლოდ ქლორის შემცველი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით განხორციელებული რაფინირების პროცესებიდან წარმოქმნილი ემისიებისთვის. 73 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 74 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 75 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 76 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 77 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 78 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 79 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 80 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 81 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ, როდესაც ემისიები აღემატება შემდეგ დონეებს: 1 მგ/ნმ³ სპილენძისთვის, 0,05 მგ/ნმ³ დარიშხანისთვის, 0,05 მგ/ნმ³ კადმიუმისთვის. 82 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 83 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 84 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ, როდესაც ემისიები აღემატება შემდეგ დონეებს: 1 მგ/ნმ³ სპილენძისთვის, 1 მგ/ნმ³ ანტიმონისთვის, 0,05 მგ/ნმ³ დარიშხანისთვის, 0,05 მგ/ნმ³ კადმიუმისთვის. 85 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 86 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 87 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 88 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 89 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 90 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 91 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 92 როდესაც სველი სკრუბერების გამოყენება შეუძლებელია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 500 მგ/ნმ³-ს. 93 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 94 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 95 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 96 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 10 მგ/ნმ³-ს. 98 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა. 99 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 100 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 101 როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს 15 მგ/ნმ³-ს. 102 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ, როდესაც დარიშხანის ან კადმიუმის ემისიები აღემატება 0,05 მგ/ნმ³-ს. 103 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 104 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 105 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 106 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 107 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 108 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 109 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 110 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 111 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 112 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 113 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 114 როგორც საშუალო საათობრივი მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 115 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 116 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 117 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 118 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 119 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 120 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 121 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 122 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 123 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 124 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 125 იმ შემთხვევებში, როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია, დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს 10 მგ/ნმ³-მდე. 126 დიაპაზონის ზედა ზღვარი შეიძლება იყოს 15 მგ/ნმ³-მდე FeMn-ის, SiMn-ისა და CaSi-ის წარმოებისთვის მტვრის წებოვანი ბუნების გამო (რაც გამოწვეულია, მაგალითად, მისი ჰიგროსკოპიული უნარით ან ქიმიური მახასიათებლებით), რაც გავლენას ახდენს სახელოიანი ფილტრის ეფექტურობაზე. 127 მტვრის ემისიები მოსალოდნელია დიაპაზონის ქვედა ზღვრისკენ, როდესაც მეტალების ემისიები აღემატება შემდეგ მნიშვნელობებს: 1 მგ/ნმ³ ტყვიისთვის, 0,05 მგ/ნმ³ კადმიუმისთვის, 0,05 მგ/ნმ³ ექვსვალენტიანი ქრომისთვის, 0,05 მგ/ნმ³ თალიუმისთვის. 128 როგორც საშუალო მნიშვნელობა არანაკლებ ექვსსაათიანი სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 129 ძლიერ დაბინძურებული მტვერი და შლამი არ შეიძლება ხელახლა იქნეს გამოყენებული ან რეციკლირებული. ხელახალი გამოყენება და რეციკლირება, ასევე, შეიძლება შეზღუდული იყოს აკუმულირების პრობლემების გამო (მაგალითად, FeCr-ის წარმოებიდან მიღებული მტვრის ხელახალმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს Zn-ის აკუმულირება ღუმელში). 130 როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა ან როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 131 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 132 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 133 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 134 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 135 BaP-ის ნაწილაკები მოსალოდნელია მხოლოდ მყარი ფისის (სქელფისის) დამუშავების შემთხვევაში. 136 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 137 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 138 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია მშრალი სკრუბერის გამოყენებასთან, სადაც კოქსი გამოიყენება ადსორბენტად, რასაც მოჰყვება სახელოიანი ფილტრი. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია თერმული ოქსიდატორის გამოყენებასთან. 139 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 140 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 141 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) და რეგენერაციული თერმული ოქსიდატორის კომბინაციის გამოყენებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია თერმული ოქსიდატორის გამოყენებასთან. 142 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია თერმული ოქსიდატორის გამოყენებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) და რეგენერაციული თერმული ოქსიდატორის კომბინაციის გამოყენებასთან. 143 კათოდების წარმოებისთვის დიაპაზონის ზედა ზღვარი შეადგენს 0,05 მგ/ნმ³-ს. 144 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 145 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 146 ტექნიკის აღწერილობა მოცემულია 1.10 პუნქტში. 147 როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯის აღების პერიოდის განმავლობაში. 148 დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია ელექტროსტატიკური ფილტრის (ESP) რეგენერაციულ თერმულ ოქსიდატორთან კომბინაციაში გამოყენებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია ბიოფილტრის და/ან ბიოსკრუბერის გამოყენებასთან. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები