„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016616
15
24/08/2026
ვებგვერდი, 25/08/2026
190040000.35.169.016616
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026 წლის 24 აგვისტო

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების  2026  წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2025 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.169.016598)   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული დანართ 2-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა სამუკაშვილი



დანართი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის ბიუჯეტი

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

1

 უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

380 000

2

 სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება

300 ლარი

1000

3

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

1 025 000

ა)

მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად

18 ან 22 ლარი ყოველთვიურად

45 000

ბ)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ოჯახზე ფულადი დახმარება

2000 ლარი ერთჯერადად

20 000

გ)

ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე  ფულადი დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

500

დ)

ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყოფა

210.53 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის ჩათვლით)

50 000

ე)

საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ფულადი დახმარება

1000 ლარი ერთჯერადად

7 000

 

ვ)

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებულ ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი  რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება (2025  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

თითოეულ ბავშვზე     500, 700, 1000  ლარი ერთჯერადად

90 000

 

ზ)

ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

200 ლარი

ყოველთვიურად

45 000

 

თ)

მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ფულადი დახმარება

თითოეულ ბავშვზე 200 ლარი ერთჯერადად

80 000

ი)

სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2025  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

210 385

კ)

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

100 ლარი ერთჯერადად

80 000

ლ)

აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახზე სოციალური დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

10 000

მ)

რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსება

50, 100 ან 200 ლარი ყოველთვიურად

50 000

 

ნ)

გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ და (2025 წლის ვალდებულების გათვალისწინებით) და ავადებულ არასრულწლოვან ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად სოციალური დახმარება

150 ლარი      ყოველთვიურად

3 600

ო)

სუბსიდია – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში

95 000

პ)

პერსონალური ასისტენტის სერვისის დაფინანსება (2025 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

87 000

ჟ)

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით ფულადი დახმარება

თითოეულ სემესტრში 1000 ლარი ერთჯერადად

110 000

რ)

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების (აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან საოჯახო ინვენტარი)  ნივთებით უზრუნველყოფა

2025 წლის დავალიანების დასაფარად

თითოეულ ოჯახზე 600 ლარამდე ერთჯერადად

20 000

 

 

4 500

ს)

სოციალური საფრთხის წინაშე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის თავშესაფარში უზრუნველყოფისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება

930 ან 1085 ლარი ერთჯერადად

2 015

ტ)

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება

5000 ლარამდე ერთჯერადად

15 000

 

სულ:

1 406 000