ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 22/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.132
  • Word
92/ნ
20/03/2007
სსმ, 39, 22/03/2007
470.080.000.22.035.010.132
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.22.035.010.132

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №92/ნ

2007 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის ი“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

1. პაციენტის ფიზიკური შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან ავიცილოთ პაციენტის ან სხვების დაუყოვნებლივი და გარდაუვალი ზიანი.

2. ფიზიკური შეზღუდვის მიზანია შემცირებულ იქნეს პაციენტის აგრესიის გამოვლენა და პაციენტს ჩაუტარდეს მისთვის აუცილებელი მკურნალობა.

3. დაშვებულია ფიზიკური შეზღუდვის შემდეგი ორი მეთოდი:

ა) პაციენტის სპეციალიზებულ პალატაში იზოლაცია;

ბ) პაციენტის ფიზიკური შებოჭვა.

4. პაციენტის იზოლაციის შემთხვევაში პალატა უნდა იყოს სპეციალურად აღჭურვილი, რათა თავიდან ავიცილოთ პაციენტის თვითდაზიანება.

5. ფიზიკური შებოჭვისათვის გამოიყენება ფიზიკური შეზღუდვისთვის არსებული სპეციალური საშუალებები.

6. პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი ან სტაციონარის მორიგე ექიმი, რომელიც აფიქსირებს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ფიზიკური შეზღუდვის მიზეზსა და არსს შეზღუდვის დაწყების დროის ზუსტი მითითებით.

7. ფიზიკური შეზღუდვის ნებართვა გაიცემა 4 საათით.

8. ფიზიკურ შეზღუდვას ახორციელებს დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული შესაბამისი პერსონალი, რომელსაც გააჩნია საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების საკითხებში.

9. დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი მეთვალყურეობას უწევს პაციენტს, რომლის მიმართაც განხორციელდება ფიზიკური შეზღუდვა.

10. პასუხისმგებელი პირი ყოველ 15 წუთში აკვირდება პაციენტის მდგომარეობას საჭიროების შემთხვევაში მისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

11. დაკვირვებისას ყურადღება ექცევა შემდეგ ფაქტორებს:

ა) საჭიროებს თუ არა პაციენტი დამატებით სამედიცინო დახმარებას;

ბ) აქვს თუ არა პაციენტს რაიმე სახის მექანიკური-ტრავმული დაზიანების ნიშნები;

გ) განიცდის თუ არა სერიოზულ დისკომფორტს;

დ) არის თუ არა საკვების, სითხის მიღებისა და სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობა.

12. პაციენტი, რომლის მიმართაც განხორციელდა ფიზიკური შეზღუდვა, უნდა იმყოფებოდეს სათანადო პირობებში.

13. თუ 4 საათის გასვლის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ საჭიროებს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენებას, ფსიქიატრი ხელახლა აკეთებს ჩანაწერს და გრძელდება მეთვალყურეობა იმავე პირობებით.

14. ფიზიკური შეზღუდვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფსიქიატრი, როგორც კი ამოიწურება ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების აუცილებლობა და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სამედიცინო დოკუმენტაციაში დროის ზუსტი მითითებით.