„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017504
70
25/08/2026
ვებგვერდი, 26/08/2026
280120000.22.026.017504
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 

ბრძანება  №70

2026 წლის 25 აგვისტო

ქ.  თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 591 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2026 წლამდე ჩარიცხულ პირებს უფინანსდებათ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 1125 ლარის (გადასახადებისა და საპენსიო შენატანების გარეშე) ოდენობით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 2026 წლამდე ჩარიცხულ პირებს ერთი საექიმო სპეციალობის სრული კურსის განმავლობაში უფინანსდებათ საქართველოს აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს აკრედიტებულ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) სარეზიდენტო პროგრამებზე/მოდულებზე მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 1125 ლარის (გადასახადებისა და საპენსიო შენატანების გარეშე) ოდენობით.“.

2. №7 დანართის მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


11

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა), კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბაზის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის: მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მთავარი სერჟანტი/სასწავლო კურსის სერჟანტი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის  მთავარი სერჟანტი/სასწავლო კურსის სერჟანტი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შტაბის G-1 პერსონალის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შტაბის G2-G3 სასწავლო დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შტაბის G4 ლოჯისტიკური დაგეგმვის სამსახურის უფროსი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სერჟანტი, სარდლობის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-2 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-7 სამსახურის უფროსი, დასავლეთის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახურის უფროსი – მთავარი ინჟინერი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის ავიაციის საინჟინრო სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-2 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-7 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-3/G-2 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამსახურის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირების და მობილიზაციის მართვის სამსახურის უფროსი.

375

 “. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი