დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 408 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.025957 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018773) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. დანართ №15-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი (ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის, სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს IV, VI და VII სამმართველოებისა და დაგეგმარების მთავარი სამმართველოს გარდა)“. 2. დანართი №171 ამოღებულ იქნეს. 3. დანართ №21-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ობიექტების დაცვის დეპარტამენტი (მნიშვნელოვან პირთა ობიექტების დაცვის განყოფილების გარდა)“. 4. დანართ №22-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მნიშვნელოვან პირთა ობიექტების დაცვის განყოფილება“. 5. დანართი №221 ამოღებულ იქნეს. 6. დანართ №31-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტი (III სამმართველოს და IV სამმართველოს (დასავლეთის რეგიონალური) III სამსახურის გარდა)“. 7. დანართი №32 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №32
| |||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 20 აგვისტოდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები