„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2026 წლის 25 მაისის №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 24/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 20/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016231
184
24/08/2026
ვებგვერდი, 25/08/2026
130000000.63.075.016231
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2026 წლის 25 მაისის №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №184

2026 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2026 წლის 25 მაისის №113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2026 წლის 25 მაისის №113 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 27/05/2026; 130000000.63.075.016217) დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამსახურის უფროსის, სამსახურის მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე, სამსახურში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“.

2. მე-7 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მნიშვნელოვან პირთა ობიექტების დაცვის განყოფილება;“;

ბ) „ე“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

მნიშვნელოვან პირთა ობიექტების დაცვის განყოფილების კომპეტენციაა სამსახურის უფროსის, სამსახურის მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე სამსახურში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების მნიშვნელოვანი პირების საცხოვრებელი ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“.

4. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 20 აგვისტოდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგელა გელაძე