დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016185
71
21/08/2026
ვებგვერდი, 24/08/2026
000000000.00.152.016185
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №71

2026 წლის 21 აგვისტო

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოპორტში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს 28-ე და 29-ე ქუჩის სახელები თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                       ნუკრი უნდილაშვილი