დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 6 ივლისის №01/1590, 01/1589 და 2026 წლის 10 ივლისის №01/1627, №01/1628 განცხადებები - ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
პროექტი ემსახურება ქვეყნის სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში, მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2925 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.42.006) მესაკუთრეა ბექა გვილავა (პ/ნ:19701112596), რაული გვილავა (პ/ნ:19001018429) და სოფიო ჭითანავა (პ/ნ: 19001080668).
დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში, მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2925 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.42.006) ნაწილი - 605 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული აქტივები (შენობა-ნაგებობა(ღობე), მრავალწლიანი ნარგავები). დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1546 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N43.30.44.408) სრულად და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები. საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.46.149) მესაკუთრეა ზვიად ხარჩილავა (პ/ნ: 62006003079). დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:N43.25.46.149) ნაწილი - 64 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10 007 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:N43.50.43.180) მესაკუთრეა ინგა აბსანძე (პ/ნ: 19001021254). დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10007 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:N 43.50.43.180) სრულად და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ღობე). ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, ,,ბ", ,,დ" და ,,თ" ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად. 2. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად. 3. საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ: 3.1 ბექა გვილავას (პ/ნ:19701112596), რაული გვილავას (პ/ნ:19001018429) და სოფიო ჭითანავას (პ/ნ:19001080668), თანასაკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 2925 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.42.006) ნაწილზე - 605 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ აქტივებზე (შენობა-ნაგებობა (ღობე), მრავალწლიანი ნარგავები) ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.2 ნონა ყორშიას (პ/ნ: 19001004918) საკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 1546 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N43.30.44.408) სრულად და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.3 ზვიად ხარჩილავას (პ/ნ: 62006003079) საკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N43.25.46.149) ნაწილზე - 64 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.4 ინგა აბსანძის (პ/ნ: 19001021254) საკუთრებაში არსებულ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10007 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:N43.50.43.180) სრულად და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ღობე) ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64). მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები