დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017761 |
|
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17/11/2025, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.017641) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) მონაცემთა ბაზა − სამინისტროში შექმნილი მონაცემთა ბაზა იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ ან/და რომელთა მიმართ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიმდინარეობს გაძევების პროცედურა ან/და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს საქართველო.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით უცხოელის მიმართ საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის დაწყების შემთხვევაში, იღებს უცხოელის თითების ანაბეჭდებს და ხელისგულების ანაბეჭდებს, აგრეთვე უღებს უცხოელს ფოტოსურათს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ცნობილია, რომ აღნიშნული მონაცემები უკვე მოპოვებულია.“. 3. მე-10 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თუ უცხოელი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება, ამასთანავე, მან დაარღვია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, იგი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან/და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 4. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლების აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გაძევების პროცედურის ფარგლებში, დეპარტამენტი შეისწავლის უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლებს. თუ არსებობს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დეპარტამენტი გაძევების საკითხის განხილვის მიზნით შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლო განიხილავს წარდგენილ შუამდგომლობას და იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას/ბრძანებას.“. 5. 23-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელი ვალდებულია დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე მას ჩააბაროს თავისი სამგზავრო დოკუმენტი. უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა (დანართი №2).“; ბ) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განიხილება იმ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება;“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება.“; დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენს.“. 6. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. უცხოელის მიმალვის საფრთხე უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ: ა) მას საქართველო არ დაუტოვებია საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ბ) საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას მან ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინა; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან სამგზავრო დოკუმენტი გაანადგურა ან დამალა; დ) არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ; ე) მას არაერთხელ ჩაუდენია განზრახი დანაშაული ან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; ვ) მან არ შეასრულა მისთვის დაკისრებული, კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება; ზ) სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გასაუბრებისას მან მიუთითა, რომ არ სურს შეასრულოს საქართველოს დატოვების ვალდებულება, ან უცხოელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ასკვნის; თ) იგი საქართველოში მაშინ შემოვიდა, როდესაც საქართველოში შემოსვლა ეკრძალებოდა; ი) მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება; კ) მან მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას თავის მიერ მითითებული საცხოვრებელი ადგილი ისე მიატოვა, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ლ) იგი არ ცხადდება სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას; მ) ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება მიიმალოს; ნ) მას არ აქვს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი ან იგი სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს არ აწვდის ან არასწორად უთითებს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას; ო) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების ან მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; პ) მან არ შეასრულა კანონის 471 მუხლით განსაზღვრული საქართველოდან გასვლის ვალდებულება.“. 7. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში საქართველოში შემოსვლის აკრძალვას უწესებს სასამართლო.“. 8. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებამდე უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში დეპარტამენტის მიერ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსდება, აგრეთვე ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. 5. უცხოელის მიერ კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპარტამენტი კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.“. 9. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–34 პუნქტები: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღება დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ათვლის შეჩერების თაობაზე. 32. კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ათვლა შეჩერდება დეპარტამენტის დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 33. კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ათვლის შეჩერების თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 1 სამუშაო დღის ვადაში ცნობის სახით ეგზავნება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის სასამართლოს. 34. კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ათვლის შეჩერების შემთხვევაში მთავარი სამმართველო პერიოდულად შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს. ამ გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება განახლდება.“. 10. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას ადმინისტრაციული სახდელის სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევების განსაზღვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდა, ან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუკი სასამართლომ მას პირობითი მსჯავრი დაუნიშნა.“. 11. 41-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი: „მუხლი 411. იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა 1. თუ იმ უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით სასჯელის მოხდის დროს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს სასჯელის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე მისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი. ამ მიზნით, კანონის 573 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულება დეპარტამენტს აცნობებს იმ უცხოელი მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად უცხოელი კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს იზოლატორში ან ცენტრში. 4. თუ უცხოელს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა, დეპარტამენტი მისი საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის მიღებისთანავე. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებისას დეპარტამენტი იყენებს კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს.“. 12. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. უცხოელის დეპარტამენტთან თანამშრომლობის ვალდებულება 1. უცხოელი ვალდებულია მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას ითანამშრომლოს დეპარტამენტთან, მათ შორის: ა) მას მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება; ბ) მას წარუდგინოს მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ეხება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას; გ) ითანამშრომლოს მასთან საქართველოდან მის გასაძევებლად საჭირო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად; დ) ითანამშრომლოს მასთან მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და გადამოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად; ე) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას აცნობოს თავისი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს დეპარტამენტს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის, აგრეთვე თავისი სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის, მათ შორის, კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 61-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების ცვლილების შესახებ; ზ) შეასრულოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება; თ) დატოვოს საქართველო უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები; კ) გამოცხადდეს დეპარტამენტში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება აგრეთვე დეპარტამენტის მიერ მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ან უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში საქმის სასამართლო წარმოების ეტაპზე. 3. უცხოელს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განემარტება, რომ საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, მათ შორის, მის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურება, ხოლო ამ დოკუმენტის არქონის შემთხვევაში − აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისთვის თავის არიდება ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის თავის სხვაგვარად არიდება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“. 13. 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა სასამართლოს მიერ მიღებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებისა ან ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ განსაზღვრული უცხოელის საქართველოდან გაძევებისა;“. 14. 49-ე მუხლის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“−„ნ“ ქვეპუნქტები: „მ) თუ მან შრომითი საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე განახორციელა; ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად, რომლითაც მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა.“. 15. 50-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 24 საათისა, ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს.“. 16. 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. თუ უცხოელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, უცხოელის ცენტრში მოთავსების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ცენტრში მოთავსების ვადის გათვალისწინებით, უცხოელი გადაყვანილი იქნება ცენტრში.“. 17. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. იმ უცხოელის დაკავების და ცენტრში მოთავსების საფუძვლები, რომელმაც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების მიღების შემდეგ მოითხოვა საერთაშორისო დაცვა 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების მიღების შემდეგ უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს ცენტრში, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს იზოლატორში ან ცენტრში. იზოლატორში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს ცენტრში. 3. თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს არ წარედგინება, თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში თავშესაფრის მაძიებლის სასამართლოსთვის წარდგენამდე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაჩქარებული წესით მიღებულია გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 4. დაკავებული თავშესაფრის მაძიებელი ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მისი ცენტრში მოთავსების ვადა დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს ცენტრს. 5. ამ მუხლის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებლის ცენტრში მოთავსების განხილვისას გამოიყენება ამ წესის XIII თავით (გარდა მე-60 მუხლისა) დადგენილი რეგულაციები. ამ მუხლით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემთხვევაში ივსება უცხოელის დაკავების ოქმი (დანართი №3), გარდა იმ შემთხვევისა, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უცხოელი საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული და მოთავსებული იყო ცენტრში.“. 18. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 65. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა 1. კანონის 631 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხოელთა აღრიცხვისა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით შეიძლება შეიქმნას უცხოელთა რეესტრი, რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს სააგენტო. უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების, ამ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების) დამუშავებისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის გაზიარების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია ინახება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. ეს დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია საჯარო ინფორმაცია არ არის. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში ინახება აგრეთვე იმ უცხოელის პერსონალური მონაცემები და მის შესახებ ინფორმაცია, რომლის კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით საქართველოდან გაძევების საკითხიც განიხილება ან რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის ან სასჯელის სახედ უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა განესაზღვრა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე მონაცემების დამუშავებისა და გაცვლის წესებს ადგენს მინისტრი.“. 19. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები