დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016860 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/11/2022, 010250050.35.137.016607) კერძოდ,
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში მიენიჭოს: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 55-ე, 150-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 771, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის წესი), 103-ე,1032, 1191, 1461, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1525, 1526, 1534, 1585 მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება. 2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მესამე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში მიენიჭოს: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401, 1341, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1522 მუხლისა და 1662 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შეფარდების უფლებამოსილება. ბ) საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები