ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016756
26
26/08/2026
ვებგვერდი, 31/08/2026
010250020.35.123.016756
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2026 წლის 26 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის  მუნიციპალური ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის, 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრა­ციული კოდექსი“ 61-ე მუხლის  1-ელი და მე-3 ნაწილებისა და  „ეკონომიკის რეგული­რებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინის­ტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტებზე  უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:

1. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებსა და მათ გამცილებელს.

2. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს.

3. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.

4. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.

5. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და მათ თანმხლებ პირს.

6. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობი­სთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედე­ბების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარ­გულთა) ოჯახების წევრებს.

7. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს.

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს.

9. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მრავალშვილიან დედებსა და მარტოხელა მშობლებს.

10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს.

11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სამართ­ლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს.

12. არასამაწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს (მეეზოვეები, დამლაგებლები და მუშები).

13. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად  უკრაინიდან დევნილებს, ვისაც აქვთ ბინადრობის  უფლება საქართველოში და ფაქტობრივად ცხოვრობენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

14. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ლტოლვილის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მუხლი 2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინის­ტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის მუნიციპალური  ავტობუსების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის 50 %-იანი  ფასდაკლებით სარგებლობის უფლება მიეცეთ:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალის თანამშრომლებს.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული კატეგორიების პირთათვის განკუთვნილი, გადახდის შესაბამისი საშუალებების გამოყენების კონტროლის მიზნით,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეღავათით მოსარგებლე პირთა, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო სერვისების სააგენტოს“ ელექტრონული ბაზებიდან მოპოვებული მაიდენტიფიცი­რებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი) მიწოდება ეთხოვოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალი­ტეტის მერიის მიერ გამოვლენილ შესაბამის უფლებამოსილ პირს (შემდგომ –„სამგზავრო ბარათის გამცემი“).
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული კატეგორიების პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, სამგზავრო ბარათის გამცემისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდე­ბის უზრუნველ­ყოფა ეთხოვოთ:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიების  პირებთან დაკავშირებით – საქართვე­ლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სოციალური მომსახურების სააგენტოს“.

2. პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული კატეგორიების პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს“.

3. პირველი მუხლის მე-5, მე-9, მე-10 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული  კატეგორიების  პირებთან დაკავშირ­ებით – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს –  სოციალურ საკითხთა სამსახურს.

4. პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული  კატეგორიების  პირებთან დაკავშირებით – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლს“.

5. პირველი მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული  კატეგორიების პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“, ქუთაისის საგანმანათლებო რესურსცენტრსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სამართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

6. პირველი მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიების პირებთან დაკავშირებით – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „სპეციალურ სერვისებს“.

7. პირველი მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული  კატეგორიების  პირებთან დაკავშირებით – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს – ადმინისტრაციულ და სოციალურ საკითხთა სამსახურებს.

8. მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  კატეგორიების პირებთან დაკავშირებით – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას“.

9. მე-2 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული  კატეგორიების  პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპა­ლიტეტის ადმი­ნი­ს­ტრაციულ საზღვრებში განლაგებულ ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

მუხლი 5
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული მუნიციპალური ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფის ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებ­რივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 6
სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის მომსახურებით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-4 მუხლში მითითებული ორგანოების მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოვლენილ შესაბამის უფლებამოსილ პირთან (სამგზავრო ბარათის გამცემი) სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის მომსახურებით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, რის შემდეგაც სამგზავრო ბარათის გამცემი უზრუნველყოფს მათთვის მგზავრობისთვის საჭირო სამგზავრო პლასტიკური ბარათების ან/და ციფრული საბანკო ბარათების  ან/და პლასტიკური საბანკო ბარათების ან/და გადახდის სხვა საშუალებების დამზადებას/შექმნას.
მუხლი 7
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის №177 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05.05.2021, №010250020.35.123.016580).
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1-ელ სექტემბერს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმარეხი ნიჟარაძე