დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.22.034.017763 |
|
„უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ოქტომბრის №105 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/10/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010040000.22.034.017634) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) უზრუნველყოფს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიან ხელმისაწვდომობას, მათ შორის, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უკვე ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/ადვოკატი − მის დაუბრკოლებელ დაშვებას;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში მოთხოვნის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია უფლებამოსილ პირს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე ინახება სამინისტროში.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ;“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მინიჭების შემთხვევაში, სამინისტროს უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის მიმდინარეობისას, აგრეთვე სასამართლო დავის წარმოებისას, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრისას, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისას, სარჩელის საგნის შეცვლისას, მორიგებისას და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შერჩეული ადვოკატი წარმომადგენლობას ახორციელებს ადვოკატის ორდერისა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული საგამონაკლისო წესი მოქმედებს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები