დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016593 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 29/12/2025; 010250050.35.152.016571). კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება გაეწევათ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 130 (ას ოცდაათი) პირს, მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა. მომსახურება ითვალისწინებს დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.“; ბ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა პენსიონერები (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);“; გ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში;“; დ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ)ზედიზედ 1 თვის განმავლობაში სასადილოში გამოუცხადებლობისას იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოს ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ვიზიტის შემდეგ დაადგენს აღნიშნული ფაქტის მიზეზს და გასცემს წერილობით თანხმობას მისთვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე.“; ე) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ტყუპების შეძენის შემთხვევაში, რიგითობის მიუხედავად, თითოეულ შვილზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა შეძენიდან ექვსი თვის ვადაში;“; ვ) ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი; ზ) ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; თ) ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი; ი) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნის და/ან ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულები აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოთხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მაქსიმუმ 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“; კ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ და/ან მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;“; ლ) ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; მ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნის და/ან ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული ბენეფიციარების იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოხსენებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მაქსიმუმ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“; ნ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ და/ან მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;“; ო) ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები