ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის _ ,,ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 182, 24/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.927
  • Word
286
21/12/2007
სსმ, 182, 24/12/2007
280.120.000.10.003.000.927
ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის _ ,,ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – „ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – „ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებით (სსმ III, 2007 წ., №180, მუხლი 1980) დამტკიცებულ „ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამაში – „ღირსეული დასაწყისი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით მოსარგებლეებზე 2007 წლის 21 დეკემბრიდან დაბადებულ ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარის გაცემას.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი სახსრები, რომლის ფარგლებშიც დაიფარება პროგრამით გათვალისწინებული დახმარებისა და პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარჯები.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის და სააგენტოს „სოციალური დახმარების პროგრამით“ (ორგანიზაციული კოდი 35 26 08) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 19 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე