დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და შინაური ცხოველების - მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016757 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და შინაური ცხოველების – მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და შინაური ცხოველების – მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.05.2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.123.016743), კერძოდ:
1. დადგენილების №1 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი) მე-9 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ცხოველის ევთანაზია“. 2. დადგენილების №1 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი) მე-11 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. პასუხისმგებლობა და ხარჯები 1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის პატრონზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. 3. მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩენილ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში (შემდგომში – თავშესაფარი), ამ წესით დადგენილი, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები. 5. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ. 6. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 7. თავშესაფარში გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა. 8. თავშესაფარში გადაყვანილი, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ფაქტობრივ მეპატრონს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში 2 (ორი) მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი წარმოადგენს მის საკუთრებას. თავშესაფრიდან გაყვანამდე იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე. 9. მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს. 11. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 12. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება) ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები, მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება.“. 3. დადგენილების №1 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი) მე-12 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევაში კონფისკაციას დაქვემდებარებული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა 1. ამ მუხლით განსაზღვრული წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველზე. 2. კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს თავშესაფარში ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 3. ცხოველის თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათებისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები). 4. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფლისა და მისი მოვლა-პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე. 5. თავშესაფარში ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე. 6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ ცხოველი 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.“. 4. დადგენილების №2 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის წესი) მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის 1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. 2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის იზოლაციის მიზნით, მათ თავშესაფარში გადაყვანასა და მოვლა-პატრონობაზე, ასევე, თავშესაფარში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაზიანების/დაღუპვის ან/და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, პასუხისმგებელობა ეკისრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830)“. 3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830)“. 4. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს კანონის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830)“ მიერ პირუტყვის თავშესაფარში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების აუნაზღაურებლობის გამო, განხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 5. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, თავშესაფარში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 6. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 7. თავშესაფარში გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში პირუტყვის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. თავშესაფარში გადაყვანილი პირუტყვის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830)“ ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა. 8. თავშესაფარში გადაყვანილი, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ფაქტობრივ მეპატრონეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირში „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციაში (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830)“ 2 (ორი) მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს, რომ თავშესაფარში გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას. თავშესაფარიდან გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი პირუტყვი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას ამ წესის საფუძველზე. 9. თავშესაფარში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ თავშესაფარში პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ. 10. მეპატრონისთვის წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და პირუტყვის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს. 12. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს თავშესაფარში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 13. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დადგენის შემდგომ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტო (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093)“ ვალდებულია უმოკლეს ვადაში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციას (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830)“, რომელშიც მითითებული იქნება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და დაკავებული პირუტყვის რაოდენობა. 14. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830)“, თავშესაფარში გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ წარადგენს გადახდილი ჯარიმის ქვითარს ან/და პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონის წესით. 15. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ვალდებული არიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისათვის (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830)“ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის ფაქტებზე.“. 5. დადგენილების №3 დანართი (ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუში) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის) |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი № 3
|
ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა №0000001
ცხოველი: 1. სახეობა _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. ჯიში _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. სქესი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. ასაკი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 5. გარეგანი აღწერილობა _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 6. იდენტიფიკატორი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) №) 7. მუდმივი ადგილსამყოფლის მისამართი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ცხოველის პატრონი: 1. სახელი, გვარი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. პირადი № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) _ _ _ _ _ _ _ _ რეგისტრატორი: 1. სახელი, გვარი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. დასახელება, ID № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ბეჭდის „ _ _ _ _ _ “ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 202_ წელი ადგილი (თარიღი)
(მეორე მხარე) ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის №0000001
ცხოველის პატრონი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
„ _ _ _ _ _ “ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 202_ წელი (თარიღი)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები