დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.034.017755 |
|
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე, 244-ე, 245-ე, 246-ე, 248-ე და 249-ე მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-11, მე-13 და მე-15 ნაწილების, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 31 პუნქტის, 161 და 166 მუხლების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-18 მუხლის: ა.ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) №36 დანართი – „ზვ“ ან „ზზ“.“; ა.ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) №36 დანართი – „თვ“ ან „თზ“.“; ბ) 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე მუხლი: „მუხლი 27 1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №36) ივსება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შმკ) 161 და 166 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმის ან/და დაზარალებულის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი; მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შენიშვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მოწმის ან/და დაზარალებულის ხელმოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის/იურიდიული პირის წარმომადგენლის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 8. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები.“; გ) №35 დანართის შემდეგ დაემატოს დანართი №36 თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 3 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები