„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 20/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.125
  • Word
219
19/03/2007
სსმ, 37, 20/03/2007
010.320.010.22.033.010.125
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.125

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №219

2007 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში (სსმ III, 05.03.07, №29, მუხ. 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შემოსავლების სამსახურის უფროსმა 2007 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს:

ა) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონა­ლუ­­რი სტრუქტურული ერთეულების) რეორგანიზა­ცია;

ბ) შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება და მითითებული საშტატო ნუსხიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის ცენტრალური აპარატის (მათ შორის, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სტრუქტურული ერთეულების) მოსამსახურეთა დანიშვნა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის თანამდებობებზე ხელშეკრულებით არა უმეტეს 6 თვის ვადით ან მოვალეობის შემსრულებლად, ან გამოსაცდელი ვადით;

გ) შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასამტკიცებლად წარმოდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში;“.

ბ) ბრძანების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს საგა­დასახადო და საბაჟო ორგანოებისა და ფინანსური პო­ლიციის მიერ გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპროცესო და სხვა დოკუმენტებისა და ფორმების, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფ­ლების დამადასტურებელი მოწმობისა და შესაბამისი ბეჭდის შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი უნიფიცირება. ახალი ფორმების (დოკუმენტების, მოწმობებისა და ბეჭდების) დამტკიცებამდე და დამზა­დებამდე გამოყენებულ იქნეს ძველი ფორმები (დოკუ­მენტები, მოწმობები და ბეჭდები).“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი